ბათუმის მერიის ინფორმაციით ბაგრატიონის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო იცვლება მუნიციპალური ავტობუსების #9, #11 და #13 სამარშრუტო ხაზებზე მოძრაობის მიმართულება.
მუნიციპალური ტრანსპორტი მიმდინარე წლის მაისამდე იმოძრავებს შემდეგი სქემის მიხედვით:
- #11 სამარშრუტო ავტობუსი ბაგრატიონი–ჯავახიშვილის მონაკვეთის ნაცვლად იმოძრავებს ბაგრატიონის, შარტავას, ორბელიანისა და ლერმონტოვის ქუჩების გავლით.
- #13 სამარშრუტო ხაზზე, საბაგიროს მიმდებარე ტერიტორიიდან ორბელიანის ქუჩისკენ მოძრავი ავტობუსი შარტავა–ბაგრატიონის ქუჩების ნაცვლად, იმოძრავებს შარტავა–ორბელიანის მიმართულებით.
- აეროპორტის ტერიტორიიდან მომავალი #9 ავტობუსი ბაგრატიონის ქუჩიდან მოძრაობას გააგრძელებს შარტავას, ლორიას, პუშკინისა და გრიბოედოვის ქუჩების მიმართულებით.
![რას [არ] აკეთებს მერია ბათუმში უსახლკაროებისთვის – ინტერვიუ](https://batumelebi.netgazeti.ge/wp-content/uploads/2026/10/covers-batumelebi-3-1.png)





