მთავარი,სიახლეები

თურქეთში საშუალო შემოსავლის მოქალაქეებს სახლის შესაძენად მთავრობა შეღავათს სთავაზობს

04.01.2023
თურქეთში საშუალო შემოსავლის მოქალაქეებს სახლის შესაძენად მთავრობა შეღავათს სთავაზობს

თურქეთის მთავრობამ საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეებისთვის შეღავათიანი საცხოვრებლის პროგრამა შექმნა.

თურქული მედიის ცნობით, საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეებისთვის იპოთეკური სესხი 5 მილიონ თურქულ ლირამდე ($266,800) იქნება 15 წლამდე ვადით და წლიური საპროცენტო განაკვეთი დაიწყება 0,69 პროცენტიდან.

პროგრამის ფარგლებში თურქეთის ტერიტორია დაყოფილია სამ ზონად: პირველი მოიცავს სტამბულს, მეორე – ანკარას, იზმირს, ბურსას, ანტალიას, მერსინსა და მუღლუს, ხოლო მესამე – ქვეყნის ყველა სხვა პროვინციას.

საბანკო სტრუქტურების ფინანსური მხარდაჭერის მოცულობა სტამბულში 5 მილიონამდე თურქული ლირა იქნება, მეორეში ზონაში – 3 მილიონამდე, მესამეში – 2 მილიონამდე. პროგრამის პირობები ვრცელდება მხოლოდ ახალ საცხოვრებელ სახლებზე.

პროგრამაში მონაწილეობა შესაძლებელია მხოლოდ იმ პირობით, რომ პროგრამით მოსარგებლე თურქეთის მოქალაქეს ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ უნდა ჰქონოდა საცხოვრებელი და მას უკვე უნდა ჰქონდეს ცხოვრების მინიმუმ ერთწლიანი ცხოვრების გამოცდილება იმ პროვინციაში, სადაც სახლის შეძენა სურს.

ასევე, პროგრამის ფარგლებში შეძენილი საცხოვრებლის გაყიდვა მოქალაქეს არ შეეძლება მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში.

თურქული საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, პირველ ეტაპზე 100 000 ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფა იგეგმება.

2022 წლის ოქტომბრის მონაცემებით, თურქეთში საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე ფასები 188 პროცენტით გაიზარდა წინა წელთან შედარებით.

______________

ფოტო: „ანადოლუ“

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: