უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 17 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 97 690 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +420]
- ტანკი – 2 985 ერთეული [+5]
- ჯავშანტექნიკა – 5 958 ერთეული [+6]
- საარტილერიო სისტემა – 1 947 ერთეული [+1]
- MLRS – 410 ერთეული [+0]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 211 ერთეული [+0]
- თვითმფრინავი – 281 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 264 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 648 ერთეული [+0]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 653 ერთეული [+61]
- გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 4 577 ერთეული [+14]
- სპეცტექნიკა – 174 ერთეული [+2]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 17 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 344 თვითმფრინავი
- 184 ვერტმფრენი
- 2 675 უპილოტო საფრენი აპარატი
- 398 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 7 140 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 931 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 3 691 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 7 638 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
გაშლილი ხელის ჩარტყმა მწარეა თუ მუშტის? უკრაინამ უნდა შექმნას დამრტყმელი დაჯგუფება – ინტერვიუ






