მთავარი,სიახლეები

ვაკანსია უკრაინიდან ლტოლვილი ინგლისურენოვანი პედაგოგების შესარჩევად

10.10.2022
ვაკანსია უკრაინიდან ლტოლვილი ინგლისურენოვანი პედაგოგების შესარჩევად

საქართველოს სამ ქალაქში ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში უკრაინის მოქალაქე ინგლისური ენის მასწავლებლებს ეძებენ.

Soniashnyk – ასე ჰქვია ახალ საგანმანათლებლო პროექტს, რომელიც უკრაინელი სკოლის მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი.

პირველ ეტაპზე, ნოემბერსა და დეკემბერში, მოსწავლეები ინგლისური ენისა და STEM მეცნიერებების სასწავლო მოდულს გაივლიან. კურსის ფარგლებში ინსტრუქტორებად და მოსწავლეთა ჯგუფების ფასილიტატორებად კი უკრაინელი პედაგოგების მოწვევაა გათვალისწინებული.

უკრაინიდან იძულებით გადაადგილებულ ინგლისური ენის მასწავლებლებს პროექტში მონაწილეობის მისაღებად განაცხადის გაგზავნა 20 ოქტომბრამდე შეუძლიათ.

პროექტის „Soniashnyk-Соняшник“  განხორციელება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დაფინანსებით ნოემბრიდან დაიწყება. მასში ჩართვას თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში მცხოვრები დროებით იძულებით გადაადგილებული უკრაინელი მოსწავლეები შეძლებენ.

პროექტი ნოემბრიდან რვა თვის განმავლობაში უკრაინელ მოსწავლეებთან ერთად მათ თანატოლ ქართველ მოსწავლეებსაც უმასპინძლებს. მოსწავლეებს არაფორმალური ახალგაზრდული კლუბების შეხვედრების ფარგლებში განსხვავებული თემატიკის სასწავლო აქტივობებს შესთავაზებენ.

პროექტით გათვალისწინებული სასწავლო თემატიკა მოიცავს: ინგლისურ ენას, STEM მეცნიერებებს, მედიაწიგნიერებასა და ბრძოლას დეზინფორმაციის წინააღმდეგ, გოგონათა გაძლიერების მოდულს, კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებებს და გასვლით ექსკურსიებს.

პროექტის განმავლობაში მონაწილეებთან საინფორმაციო არაფორმალურ შეხვედრებს ამერიკის საელჩოს დიპლომატებიც გამართავენ.

საქართველოს სამ ქალაქში ამჟამად მცხოვრები უკრაინელი მოსწავლეები სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის ჯგუფებში ჩაირიცხებიან. შეხვედრებს ამ ქალაქებში არსებული „ამერიკული კუთხეები“ უმასპინძლებს. „ამერიკული კუთხე“ ა.შ.შ-ის საელჩოს ამერიკული ტიპის თანამედროვე საბიბლიოთეკო სივრცეებია.

პროექტში მონაწილეობის მსურველი მოსწავლეების ონლაინ რეგისტრაცია 15 ოქტომბრიდან პროექტის ფეისბუქ გვერდზე დაიწყება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: