მთავარი,სიახლეები

მაია სანდუ, კარისი და სტოლენბერგი ნიუ-იორკში დუდას თვითმფრინავით გაფრინდნენ

20.09.2022
მაია სანდუ, კარისი და სტოლენბერგი ნიუ-იორკში დუდას თვითმფრინავით გაფრინდნენ

პოლონეთის, ესტონეთისა და მოლდოვის პრეზიდენტები და NATO-ს გენერალური მდივანი პოლონეთის პრეზიდენტის ანჯეი დუდას თვითმფრინავით გაფრინდნენ ნიუ-იორკში ლონდონიდან, სადაც ისინი დიდი ბრიტანეთის დედოფლის დაკრძალვას ესწრებოდნენ.

თვითმფრინავში გადაღებული ფოტოები დუდას კანცელარიამ და ესტონეთის პრეზიდენტმა ალარ კარისმა გამოაქვეყნეს.

„პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან ერთად, შტატებში, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიას გაემგზავრნენ NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ და ესტონეთის პრეზიდენტი ალარ კარისი“, – ასეთი წარწერა გაუკეთა ფოტოს დუდას კანცელარიამ.

ალარ კარისმა თავის შეტყობინებაში ტვიტერზე აღნიშნა, რომ გენერალურ ასამბლეაზე გეგმავს ილაპარაკოს რუსეთის აგრესიაზე უკრაინაში, უკრაინის მხარდაჭერაზე და გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეფორმირების აუცილებლობაზე. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი თავად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს, დღემდე აქვს ხმა საბჭოში და გადაწყვეტილებების დაბლოკვა შეუძლია.

როგორც Европейская правда წერს, ფოტომ შესაძლოა რუსეთის ყურადღება კიდევ ერთხელ მიაპყროს მოლდოვას იმის გამო, რომ მაია სანდუ NATO-ს გენერალურ მდივანთან ერთად მგზავრობს.

სანდუს განცხადებებმა იმის შესახებ, რომ მოლდოვამ საკუთარი არმიის განვითარებაზე უნდა იზრუნოს, მაშინვე გამოიწვია „აგრესიული ზრახვების“ ბრალდება კრემლისა და რუსეთის მიერ კონტროლირებად დნესტრისპირეთის მხრიდან.

მთავარ ფოტოზე: ალარ კარისი, ანჯეი დუდა, მაია სანდუ და იენს სტოლტენბერგი თვითმფრინავში/ფოტო: ალან კარისის ტვიტერიდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: