უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 3 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 49 050 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +350]
- ტანკი – 2 034 ერთეული [+25]
- ჯავშანტექნიკა – 4 403 ერთეული [+37]
- საარტილერიო სისტემა – 1 134 ერთეული [+8]
- MLRS – 293 ერთეული [+4]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 153 ერთეული [+0]
- თვითმფრინავი – 235 ერთეული [+1]
- ვერტმფრენი – 205 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 864 ერთეული [+11]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 203 ერთეული [+5]
- გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 3 268 ერთეული [+21]
- სპეცტექნიკა – 105 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 3 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 286 თვითმფრინავი
- 151 ვერტმფრენი
- 1 867 უპილოტო საფრენი აპარატი
- 372 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 4 776 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 824 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 3 366 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
- 5 250 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად და ზოგადადაც, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
„უკრაინა რუსებს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევს“ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან






