მთავარი,სიახლეები

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 25 აგვისტო

25.08.2022 • 964
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 25 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 25 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 45 850 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +150]
  • ტანკი – 1 929 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 4 245 ერთეული [+2]
  • საარტილერიო სისტემა – 1037 ერთეული [+1]
  • MLRS – 272 ერთეული [+6]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 148 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 234 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 202 ერთეული [+3]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 828 ერთეული [+9]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 196 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 3 160 ერთეული [+0]
  • სპეცტექნიკა – 99 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით კი, 24 თებერვლიდან 25 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 273 თვითმფრინავი
  • 148 ვერტმფრენი
  • 1 808 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 369 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 4 384 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 819 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 340 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 5 048 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად და ზოგადადაც, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

უკრაინაში 376 ბავშვი დაიღუპა რუსეთის თავდასხმის შედეგად.

შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ ოკუპირებულ მარიუპოლში უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ საჩვენებელი სასამართლოს გამართვა მართლმსაჯულების დაცინვა იქნება:

[yellow_box]რა შეუთვალა შოიგუმ რეზნიკოვს და რა უპასუხა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა[/yellow_box]

გუშინ, 24 აგვისტოს, რუსეთის შეჭრიდან ზუსტად ექვსი თვის თავზე, უკრაინამ დამოუკიდებლობის დღე აღნიშნა. ნახეთ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა უკრაინელი ხალხისადმი:

6 თვეა ვდგავართ. გვიჭირს, მაგრამ მუშტები შევკარით და ჩვენს ბედს ვჭედავთ – ზელენსკის სიტყვა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: