მთავარი,სიახლეები

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 24 აგვისტო

24.08.2022 • 1418
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 24 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 24 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 45 700 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +150]
  • ტანკი – 1 924 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 4 243 ერთეული [+5]
  • საარტილერიო სისტემა – 1036 ერთეული [+3]
  • MLRS – 266 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 147 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 234 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 199 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 819 ერთეული [+2]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 196 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 3 160 ერთეული [+10]
  • სპეცტექნიკა – 99 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 24 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 268 თვითმფრინავი
  • 148 ვერტმფრენი
  • 1 803 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 369 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 4 382 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 819 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 339 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 5 034 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად და ზოგადადაც, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ბრიტანეთის დაზვერვა: „დონბასის შეტევებში რუსეთის არმია მინიმალურ პროგრესს აღწევს და უკრაინელთა ძლიერ კონტრშეტევას ელოდება. ოპერაციულად, რუსეთი საბრძოლო მასალების, ტრანსპორტისა და პირადი შემადგენლობის ნაკლებობას განიცდის“

[yellow_box]რუსეთი უკრაინაში მეორე ფრონტს ვერ გახსნის – ომის უკრაინელი ექსპერტი[/yellow_box]

ამავე თემაზე:

ჩვენ გავრბოდით, უკან ჭურვები ფეთქდებოდა, რაკეტამ ფეხი წამაცალა – ბოლო 40 დღე აზოვსტალში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: