მთავარი,სიახლეები

ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებებია, სამხედრო აეროდრომთან – მედია

09.08.2022 • 2556
ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებებია, სამხედრო აეროდრომთან – მედია

დღეს, 9 აგვისტოს, რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში რამდენიმე აფეთქება მოხდა.

ინფორმაცია, ფოტო და ვიდეომასალა უკრაინულ და რუსულ მედიაში ვრცელდება.

რამდენიმე აფეთქება ყირიმში ნოვოფედოროვკას რაიონში მოხდა. ასევე, პირველადი ინფორმაციით, საუბარია აფეთქებებზე, რომლებიც რუსეთის შეიარაღებული ძალების აეროდრომზე გაისმა.

უკრაინული მედია წერს, რომ სწორედ ნოვოფედოროვკას მახლობლად მდებარეობს სამხედრო აეროდრომი, საიდანაც მიფრინავენ გამანადგურებლები და ბომბდამშენები უკრაინის სამხრეთისკენ.

აფეთქებიდან მოკლე ხანში განცხადება გაავრცელა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ.

სამინისტრო ირწმუნება, რომ აფეთქება არ უკავშირდება უკრაინულ მხარეს და აფეთქება დეტონაციამ გამოიწვია.

მასალა განახლდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: