მთავარი,სიახლეები

რუსეთი აცხადებს, რომ კუნძული ზმეინი „კეთილი ნებით“ დატოვა

30.06.2022 • 2335
რუსეთი აცხადებს, რომ კუნძული ზმეინი „კეთილი ნებით“ დატოვა

უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობის განცხადებით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა შეძლეს კუნძულ ზმეინიდან რუსი ოკუპანტების განდევნა, თუმცა ოფიციალური მოსკოვი დღეს, 30 ივნისს, აცხადებს, რომ ეს მათი მხრიდან „კეთილი ნების ჟესტი“ იყო.

ასეთი განცხადება რუსეთის თავდაცვის სამინისტროში გაკეთდა. მას უკვე აქტიურად ავრცელებს რუსული სახელისუფლებო მედია.

„30 ივნისს, როგორც კეთილგანწყობის/კეთილი ნების ნაბიჯი, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დაასრულეს დაკისრებული ამოცანები ზმეინის კუნძულზე და გაიყვანეს იქ განლაგებული გარნიზონი.

ამრიგად, მსოფლიო საზოგადოებას ეჩვენა, რომ რუსეთის ფედერაცია არ უშლის ხელს გაეროს ძალისხმევას, მოაწყოს ჰუმანიტარული დერეფანი უკრაინის ტერიტორიიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტისთვის“, – განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა,  იგორ კონაშენკოვმა.

დღეს, 30 ივნისს, უკრაინულმა სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა კუნძულზე დარტყმები განახორციელეს. კუნძულ ზმეინიზე ჩანდა კვამლი და ისმოდა აფეთქებების ხმა.

კუნძული ზმეინი, ფოტო, რომელიც დღეს, 30 ივნისს, გავრცელდა ტელეგრამზე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: