მთავარი,სიახლეები

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 2 ივნისის მონაცემები

02.06.2022 • 3522
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 2 ივნისის მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 2 ივნისამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 30 850 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +150]
  • ტანკი – 1 363 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 3 354 ერთეული [+11]
  • საარტილერიო სისტემა – 661 ერთეული [+2]
  • MLRS – 207 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 95 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 210 ერთეული [+2]
  • ვერტმფრენი – 175 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 521 ერთეული [+2]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 120 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 13 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 2 325 ერთეული [+35]
  • სპეცტექნიკა – 51 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 2 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 186 თვითმფრინავი
  • 129 ვერტმფრენი
  • 1 084 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 327 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 3 373 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 460 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 1 752 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 3 350 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

[yellow_box]რუსეთს ლუგანსკში წარმატება ძვირი უჯდება – ბრიტანეთის დაზვერვა[/yellow_box]

ამავე თემაზე:

ჯო ბაიდენის წერილი The New York Times-ში – რას (არ) გააკეთებს ამერიკა უკრაინაში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: