მთავარი,სიახლეები

სამხედრო დანაკარგები რუსეთ-უკრაინის ომში – ახალი მონაცემები

23.04.2022
სამხედრო დანაკარგები რუსეთ-უკრაინის ომში – ახალი მონაცემები

უკრაინამ და რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 23 აპრილამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 21 600 ადამიანი
  • ტანკი – 854 ერთეული
  • ჯავშანტექნიკა / APV – 2 205 ერთეული
  • საარტილერიო სისტემა – 403 ერთეული
  • MLRS – 143 ერთეული
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 69 ერთეული
  • თვითმფრინავი – 177 ერთეული
  • ვერტმფრენი – 154 ერთეული
  • საავტომობილო მანქანა – 1 543 ერთეული
  • გემი/ნავი – 8 ერთეული
  • საწვავის ავზი – 76 ერთეული
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 182
  • სპეციალური აღჭურვილობა – 27
  • მობილური SRBM სისტემა – 4

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, 24 თებერვლიდან 23 აპრილამდე პერიოდში, სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 141 თვითმფრინავი
  • 110 ვერტმფრენი
  • 538 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 2 471 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 261 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 274 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 1 075 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 2 311 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

“მიუხედავად გაზრდილი აქტივობისა, რუსეთის ძალებს ბოლო 24 საათის განმავლობაში მნიშვნელოვანი მიღწევები არ ჰქონიათ, რადგან უკრაინული [ძალების] კონტრშეტევები კვლავ აფერხებს მათ ძალისხმევას”, — ნათქვამია დიდი ბრიტანეთის თავდაცვის დაზვერვის მიერ 23 აპრილს გამოქვეყნებულ რელიზში.

ამავე თემაზე:

რუსეთი შავი ხვრელია, ჩვენი ორბიტა მისკენ მიექანება – ინტერვიუ გია დვალთან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: