ბსუ ბათუმში 120 საწოლზე გათვლილ საუნივერსიტეტო კლინიკას ააშენებს

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი არაუმეტეს 120 საწოლზე გათვლილი საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობის საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას შეისყიდის. უნივერსიტეტმა პროექტის შესყიდვაზე ტენდერი 100 ათასი ლარით გამოაცხადა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საწოლების რაოდენობა „შესაძლოა დაზუსტდეს/შემცირდეს პროექტირების დროს“. საუნივერსიტეტო კლინიკა ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე უნდა აშენდეს. საპროექტო შენობა–ნაგებობა გათვალისწინებულია საუნივერსიტეტო სტაციონარისათვის. განმარტებითი ბარათის მიხედვით, საუნივერსიტეტო სტაციონარი, ეს არის „სამედიცინო პროფილის უმაღლესი საგანმანათლებლო … ვრცლად ბსუ ბათუმში 120 საწოლზე გათვლილ საუნივერსიტეტო კლინიკას ააშენებს