მთავარი,სიახლეები

ბათუმში გამოიდარებს, ღამით მოსალოდნელია 0-5 გრადუსი ყინვა | ამინდის პროგნოზი

24.12.2021
ბათუმში გამოიდარებს, ღამით მოსალოდნელია 0-5 გრადუსი ყინვა | ამინდის პროგნოზი

დღეს, 24 დეკემბერს, აჭარაში გამოიდარებს და შემდეგი დღეები რეგიონში უნალექო იქნება.

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 24 დეკემბრის 21 საათიდან 25 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 15-20 მეტრი წამში.

დღეს და ხვალ ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 2 – 7 გრადუსი სითბო 
  • ღამით: 0- 5 გრადუსი ყინვა 

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით:  0-5 გრადუსი სითბო
  • ღამით: 5-10 გრადუსი ყინვა 

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 5 – 10 გრადუსი ყინვა
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში მომდევნო 2 დღეს, 27- 28 დეკემბერს, აჭარაში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: