მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

რატომ არის საჭირო ბუსტერ დოზა?

07.12.2021
რატომ არის საჭირო ბუსტერ დოზა?

ბუს­ტერი არის ვაქ­ცი­ნის და­მა­ტე­ბი­თი დოზა, რო­მე­ლიც კეთ­დე­ბა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პირ­ვე­ლა­დი კომ­პლექ­სის დას­რუ­ლე­ბი­დან გარ­კვე­უ­ლი დრო­ის გასვლის შემდეგ, რათა გა­აძ­ლი­ე­როს იმუ­ნუ­რი დაც­ვა.

ბუს­ტე­რის მიზანი იმუ­ნი­ტე­ტის უფრო ხან­გრძლი­ვი დროით შენარჩუნებაა.

ბუსტერ დოზისგან განსხვავებით, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პირ­ვე­ლა­დი კომ­პლექ­სის ფარგლებში გაკეთებული მეორე დოზის მიზანი იმუნური პასუხის გაძლიერება, დაავადების წინააღმდეგ ეფექტურობის საკმარისი დონის დასამყარებლად, რადგან ვაქცინის ერთჯერადი დოზა მხოლოდ მოკლევადიან დაცვას უზრუნველყოფს.

ჯანმოს ცნობით, ვაქცინებით გამოწვეული იმუნიტეტის ზუსტი ხანგრძლივობა დღემდე არ არის დადგენილი. „მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ვაქცინის იმუნოგენურობის მონაცემების თანახმად, სავარაუდოდ ანტისხეულები ნარჩუნდება მინიმუმ 6 თვის განმავლობაში, გამანეიტრალებელი ანტისხეულების დაქვეითება მაინც ფიქსირდება”, – წერს ჯანმო.

NCDC: გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ იმუნიტეტი შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე თვიდან  ორ წლამდე, თუ გავითვალისწინებთ იმას, რაც ვიცით სხვა ვირუსების შესახებ და რასაც აქამდე ვაკვირდებით ანტისხეულების მხრივ COVID 19-ით ინფიცირებულებსა და აცრილ ადამიანებში.

საქართველოში ბუსტერ დოზით ვაქცინაცია 10 ნოემბრიდან დაიწყო.

„ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავძლიერდეთ, დავიბუსტოთ. მით უფრო, რომ ჩვენთვის ჯერ კიდევ რეალური პრობლემაა დელტა-ვარიანტი და ზამთრის ტალღა, რომელიც წინ გვაქვს“, – ბერლინის Charité-ს ხელმძღვანელი, ვირუსოლოგი კრისტიან დროსტენი.

„პფაიზერისა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრილი ადამიანებისთვის, ბუსტერი კეთდება მეორე დოზით აცრიდან მინიმუმ 5 თვეში. „სინოფარმითა“ და „სინოვაკით“  აცრილი ადამიანებისთვის კი ბუსტერი შეიძლება გაკეთდეს სრული ვაქცინაციიდან 3 თვის შემდეგ.

  • მას, ვინც აცრილია „სინოფარმის“ ან „სინოვაკის“ ვაქცინით, ბუსტერ დოზისთვის შეუძლია აარჩიოს „სინოვაკის“, „სინოფარმის“ ან „პფაიზერის“ ვაქცინა.
  • ის, ვინც აცრილია „ასტრაზენეკათი“, ბუსტერ დოზის გაკეთებას შეძლებს „პფაიზერით“.
  • ის, ვინც აცრილია „პფაიზერით“, ბუსტერ დოზის გაკეთებას შეძლებს „პფაიზერით“

ბუსტრე დოზა კეთდება ყველგან, სადაც კოვიდზე ვაქცინაცია ტარდება. აცრა ამ შემთხვევაშიც უფასოა.

___

მთავარი ფოტო: კადრი ZDF-ის გადაცემიდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: