მთავარი,სიახლეები

გერმანელი ვირუსოლოგი კრისტიან დროსტენი ახალი შეზღუდვების საჭიროებაზე საუბრობს

10.11.2021 • 2565
გერმანელი ვირუსოლოგი კრისტიან დროსტენი ახალი შეზღუდვების საჭიროებაზე საუბრობს

ცნობილი გერმანელი ვირუსოლოგის, კრისტიან დროსტენის თქმით, გერმანიაში არსებული რეგულაციები არ არის  საკმარისი კოვიდით ინფიცირებულების  რაოდენობის შესამცირებლად. მისი პროგნოზით, ვირუსით კიდევ 100 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვლება, თუ აცრების რაოდენობა არ მოიმატებს.

ინფიცირების შემთხვევების სწრაფი მატებიდან გამომდინარე, ვირუსოლოგი კრისტიან დროსტენი გვაფრთხილებს, რომ ზამთარში სავარაუდოდ ახალი შეზღუდვების დაწესება გახდება საჭირო. ამის შესახებ გერმანული მედია ავრცელებს ინფორმაციას. ბერლინის Charité-ს მთავარი ვირუსოლოგი პოდკასტში ამბობს, რომ გერმანიაში დაძაბულ ზამთარს ელის, ახალი შეზღუდვებით.

დროსტენის თქმით, მოკლევადიან პერსპექტივაში უნდა განიხილონ ზომები, „რომლებიც გვეგონა, რომ წარსულს ჩავაბარეთ“.

ვირუსოლოგის თქმით, ტესტირებული ადამიანები მარტივად შეიძლება დაინფიცირდნენ კოვიდით კაფე-ბარებში, კინოთეატრებში და ა.შ., რადგან იქ სხედან დაინფიცირებული ადამიანებიც, რომლებმაც არ იციან, რომ კოვიდი აქვთ.

ვირუსოლოგის თქმით, ამის მიზეზი აცრილთა დაბალი რაოდენობაა – ამჟამად გერმანიაში მოსახლეობის მხოლოდ 67,2 პროცენტია აცრილი. მისი თქმით, მოსახლეობა სრულად უნდა აიცრას, გარდა ამისა, იდეალური მიზანი იქნებოდა მთელი სამჯერადად აცრა კოვიდზე.

კრისტიან დროსტენმა თავის პოდკასტში ისაუბრა სიკვდილის მაჩვენებლის ზრდაზე. ვირუსოლოგის თქმით, „უკიდურესად მოზომილი პროგნოზების“ თანახმადაც კი ვარაუდობენ, რომ გერმანიაში კიდევ 100 000 ადამიანი შეიძლება გარდაიცვალოს კოვიდით.

„ამას უნდა ველოდოთ, თუ მომდევნო შემოდგომისთვის საკმარისი ადამიანები არ აიცრებიან“, – განმარტა დროსტენმა.  მან დასძინა, რომ განსაკუთრებით ხანდაზმულებს სჭირდებათ ბუსტერ ვაქცინაციით დაცვა.

გერმანიაში კორონავირუსმა ამ დროისთვის უკვე იმსხვერპლა 97 244 ადამიანი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: