რეკლამა,სიახლეები

აჭარის გზების დეპარტამენტის მიმდინარე და დასრულებული საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები

29.10.2021
აჭარის გზების დეპარტამენტის მიმდინარე და დასრულებული საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი აგრძელებს ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების და საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას, ახალი ხიდების, ხელოვნური ნაგებობების მშენებლობას და მოვლა-შენახვით სამუაოებს.

ძირითად მიმართულებებზე დასრულდა სამუშაო პროცესები, დარჩენილ მონაკვეთებზე ინტენსიურად გრძელდება.

  • ქობულეთის მუნიციპალიტეტში მორიგი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა.

მუხაესტატე-ვერულიძეები-ოჩხამურის 1600 მეტრ მონაკვეთზე ასფალტობეტონის საფარი დაიგო.

ბობოყვათი-სინასკურას მიმართულებით ახალი ხიდის მშენებლობა დასრულდა.

ადგილობრივი მცხოვრებლები ახალი ხიდით შეძლებენ უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას.

  • ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ახალშენი-სამების მიმართულებით 1300 მეტრ მონაკვეთზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. დაიგო ორფენიანი ასფალტობეტონის საფარი.

რეაბილიტირებული გზით 200 ადგილობრივი ოჯახი შეძლებს კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას.

ჯოჭოში სტიქიის შედეგად დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა დასრულდა. პროექტით ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა განხორციელდა, რაც მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს.

მახოს ხიდი-გონიოს ხიდს მალე ახალი საავტომობილო გზით დაუკავშირდება.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, ჭოროხის საავტომობილო გზის (მახოს ხიდი-გონიოს ხიდი) დარჩენილ მონაკვეთზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

პროექტის ფარგლებში 2200 გრძ. მეტრ მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტობეტონის საფარი და დამცავი ხელოვნური ნაგებობები მოეწყობა.

ინფრასტრუქტურული პროექტი მნიშვნელოვანია ხელვაჩაურის სამრეწველო ზონის განვითარებისთვის, რომელიც ამავდროულად დაბა ხელვაჩაურის შემოვლითი გზის ფუნქციას შეითავსებს.

  • აჭარაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა. ქედაში, სოფელ წონიარისში 72 მეტრიანი ახალი საავტომობილო ხიდი აშენდა.

საავტომობილო ხიდი ბათუმი ახალციხის გზას-ხეობასთან აკავშირებს.

პროექტის ფარგლებში მოეწყო:რკინა-ბეტონის მალები, რკინა-ბეტონის ფილა, ბურჯები ხიმინჯებით, მოხდა ხიდის ჰიდროიზოლაცია და დაიგო ასფალტობეტონის საფარი.

მოეწყო ორივე მხარეს ქვეითთა სავალი, შესასვლელები შემოიფარგლა პარაპეტებით.

ხიდის სიგრძე 72 მეტრს, ხოლო სიგანე 8 მეტრს შეადგენს.

  • შუახევის მუნიციპალიტეტში ხიჭაური-ნაღვარევის ადგილობრვი მნიშვნელობის საავტომობილო გზის 1800 მ. სიგრძის მონაკვეთზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

რეაბილიტირებული გზით წყალსაყრის თემში რამდენიმე სოფელში მცხოვრები მოსახლეობა ისარგებლებს.

აღნიშნული გზა ტურისტული მნიშვნელობისაცაა, რომელიც, გურიის რეგიონს, ბახმაროსა და გომის მთას უკავშირდება.

დასკვნით ეტაპზეა შუახევი-ჩირუხის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

ტურისტული მნიშვნელობის შუახევი-ჩირუხის საავტომობილო გზის 3815 მეტრ მონაკვეთზე დასრულდა ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები.

არსებული გზა ერთმანეთთან აკავშირებს დღვანის, ოლადაურისა და შუბნის თემებს.

აღნიშნული გზით ჩირუხის მთაზე ადგილობრივი მაცხოვრებლები და ვიზიტორები შეძლებენ კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას.

  • ხულოს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი გოდერძის უღელტეხილი-მწვანე ტბა-დიდაჭარის იაილა (შავი ტბა, ტურისტული მიმართულება) საავტომობილო გზის 4,25 კმ. მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა.

უკვე დასრულდა მიწის ვაკისის და ხელოვნური ნაგებობების მოწყობის სამუშაოები .

ამ ეტაპზე მიმდინარეობს არმირებული ცემენტო-ბეტონის საფარის მოწყობა.

რეაბილიტირებული გზით მწვანე ტბიდან შავ ტბამდე ვიზიტორები კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას შეძლებენ.

სოფელ ვაშლოვანში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე ეწყობა სანიაღვრე არხები, ზღუდარები და საყრდენი კედლები, რომლის დასრულების შემდგომ დაიგება ასფალტობეტონის საფარი.

რეაბილიტირებული გზით 150 ადგილობრივი ოჯახი შეძლებს სარგებლობას.

რიყეთი-გასაყარის მიმართულებით ახალი ხიდის მშენებლობა დასრულდა. ახალი ხიდით 60 ადგილობრივი ოჯახი ისარგებლებს.

ვაშლოვანი-შურმულის მიმართულებით საავტომობილო გზაზე ახალი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს.

ახალი ხიდით 150 ადგილობრივი შეძლებს კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: