უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 3 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 546 270 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 180]
- ტანკი – 8 123 ერთეული [+16]
- ჯავშანტექნიკა – 15 583 ერთეული [+17]
- საარტილერიო სისტემა – 14 712 ერთეული [+57]
- MLRS – 1 115 ერთეული [+1]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 876 ერთეული [+2]
- თვითმფრინავი – 360 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 11 668 ერთეული [+27]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 336 ერთეული [+1]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 19 850 ერთეული [+63]
- სპეცტექნიკა – 2 464 ერთეული [+12]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 3 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 625 თვითმფრინავი
- 277 ვერტმფრენი
- 27 160 უპილოტო საფრენი აპარატი
- 537 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 16 490 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 363 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 11 272 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 23 289 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.