ბათუმი,მთავარი,სიახლეები

გამოიყენეთ პირბადე – ბათუმის ბულვარი დამსვენებლებს მიმართავს

06.08.2021
გამოიყენეთ პირბადე – ბათუმის ბულვარი დამსვენებლებს მიმართავს

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია მოუწოდებს დამსვენებლებს დაიცვან კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული რეკომენდაციები, „რომელთა შესრულებაც აუცილებელია ბულვარში სეირნობის დროს“:

    • „დახურულ სივრცეებსა და ხალხმრავალ ადგილებში გამოიყენეთ პირბადე!
    • თავი აარიდეთ ჯგუფურ შეკრებას!
    • მაქსიმალურად დაიცავით სოციალური დისტანცია!
    • ჩაერთეთ საყოველთაო იმუნიზაციის პროცესში!“

ბათუმის ბულვარი ასევე მიმართავს ყველა კერძო მეწარმეს, მაქსიმალურად აკონტროლონ მათ სივრცეში არსებული ვითარება და დაიცვან საქართველოსა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ შემუშავებული რეგულაციები.

„თხოვნით მივმართავთ ასევე ვიზიტორებს, რომლებიც ყოველდღიურად სარგებლობენ ბაღის ტერიტორიით – მოერიდეთ მასობრივ შეკრებას! ატარეთ პირბადე! დაიცავით სოციალური დისტანცია!“ – აცხადებს ბულვარის ადმინისტრაცია.

6 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში დადასტურდა კორონავირუსის 628 ახალი შემთხვევა.

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: