მთავარი,სიახლეები

როგორ გაიხსნება დღეს ბათუმში ტურისტული სეზონი | პროგრამა

14.06.2021
როგორ გაიხსნება დღეს ბათუმში ტურისტული სეზონი | პროგრამა

15 ივნისს ბათუმში ოფიციალურად გაიხსნება ტურისტული სეზონი.

სეზონის გახსნისთვის ბათუმის ბულვარში სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი. გარდა ამისა, საგანგებოდ, სეზონის გახსნისთვის, რეგიონში მოქმედ ყველა მუზეუმში, პეტრას ციხესა და გონიო აფსაროსის ციხე-მუზეუმში შესვლა უფასო იქნება.

ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის ეზოში სტუმრებისთვის გაიმართება სპექტაკლი „ჰელადოსი“ , რომელზე დასწრებაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

პროგრამა ასე გამოიყურება:

[checklist]

  • ზღვის სანაპირო, კოლონადებთან

[/checklist]

  • ფრანების შოუ სანაპიროზე – 12:00 – 20:00 სთ.

[checklist][/checklist]

[checklist]

  • საზაფხულო თეატრთან

[/checklist]

  • ბათუმის ჯაზ ბიგ ბენდი – 12-13 სთ.
  • ბალეტი ღია ცისქვეშ – 16:30-17:30 სთ.
  • პანტომიმა – მოძრაობის თეატრი საზღვაო თემატიკით – 17:00-19:00
  • DJ – 13:00 – 22:00 სთ.

[checklist]

  • თოჯინების თეატრი

[/checklist]

  • „მერი პოპინსი“ – დასწრება ბავშვებისთვის უფასოა. წარმოდგენა დაიწყება 15 და 18 საათზე.

[checklist]

  • ზღვის სანაპირო, ანაბანის კოშკთან

[/checklist]

  • საზღვაო ტურისტული სეზონის ოფიციალური გახსნა 17:00 – 20:00 სთ;
  • მოსწავლე -ახალგაზრდობის სასახლის ავია შოუ 16:00 – 17:00 სთ.

[checklist]

  • „ალი და ნინოსთან“

[/checklist]

  • ლათინო-ამერიკული ცეკვების შოუ – 16:00-17:00 სთ.

[checklist]

  • დრამატული თეატრის ეზოში 

[/checklist]

  • სპექტაკლი „ჰელადოსი“ 20:30 – 22 :00 სთ.

[checklist]

  • ბულვარში, კოლონადებთან

[/checklist]

  • ფეიერვერკი, 22 სთ.

ამავე თემაზე: 

აჭარის უცხოეთში რეკლამირებაზე 1.5 მილიონი დაიხარჯება – რომელი ქვეყნებიდან ველით ტურისტებს

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: