უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 30 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 506 260 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 160]
- ტანკი – 7 710 ერთეული [+10]
- ჯავშანტექნიკა – 14 913 ერთეული [+22]
- საარტილერიო სისტემა – 13 101 ერთეული [+35]
- MLRS – 1 088 ერთეული [+1]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 815 ერთეული [+0]
- თვითმფრინავი – 357 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 10 532 ერთეული [+22]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 222 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 27 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 17 849 ერთეული [+53]
- სპეცტექნიკა – 2 153 ერთეული [+11]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 30 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 606 თვითმფრინავი
- 274 ვერტმფრენი
- 24 794 უპილოტო საფრენი აპარატი
- 524 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 16 201 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 324 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 9 957 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 22 112 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
საფრანგეთი და გერმანია თანახმა არიან, რომ უკრაინამ არტილერია რუსეთის ტერიტორიაზეც გამოიყენოს