მთავარი,სიახლეები

სასწრაფო დახმარების მანქანა ავარიაში მოჰყვა

20.12.2020
სასწრაფო დახმარების მანქანა ავარიაში მოჰყვა

დღეს, 20 დეკემბერს ბათუმში, ჭავჭავაძისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კუთხეში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.  ერთმანეთს სასწრაფო დახმარების მანქანა და “ბე ემ ვეს” მარკის ავტომობილი დაეჯახა.

ავარიის შედეგად ორივე ავტომობილის მგზავრებმა მსუბუქი დაზიანება მიიღეს. კლინიკაში გადაყვანა არავის დასჭირვებია. ადგილზე მობლიზებული იყო პოლიცია. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: