მთავარი,სიახლეები

კაცობრიობას აქვს “ომი” ბუნებასთან, ოკეანეები იხრჩობიან პლასტმასის ნარჩენებით | გუტერეში 

02.12.2020 • 1948
კაცობრიობას აქვს “ომი” ბუნებასთან, ოკეანეები იხრჩობიან პლასტმასის ნარჩენებით | გუტერეში 

„ჩვენი პლანეტა გატეხილია“, – განაცხადა დღეს, 2 დეკემბერს გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა. მისივე თქმით, კაცობრიობა ბუნებასთან „სუიციდურ“ ომს აწარმოებს.

გუტერეშს სურს კლიმატის ცვლილების საკითხების მოგვარება გაეროს გლობალური მისიის ცენტრში მოაქციოს.

პლანეტის მდგომარეობის შესახებ სიტყვით გამოსვლისას მან განაცხადა, რომ მისი მთავარი მიზანი მომავალ წელს, ემისიების ნულამდე შემცირების აუცილებლობის გარშემო, გლობალური კოალიციის შექმნა იქნება.

ნულამდე იგი დაყვანაში გულისხმობს სათბური გაზების ემისიების მაქსიმალურად შემცირებას.

ამავე თემაზე: მსოფლიოში მცენარეების 40% გადაშენების საფრთხის წინაშეა – კვლევა

გუტერეში ამბობს, რომ ყველა ქვეყანამ, ქალაქმა, საფინანსო ინსტიტუტმა და კომპანიამ  2050 წლისთვის უნდა მიიღოს ნულოვან გამონაბოლქვზე გადასვლის გეგმა. ის მიიჩნევს, რომ მათ ახლავე უნდა მიიღონ გადამწყვეტი ზომები, რომ ამ ხედვის მიღწევის გზას დაადგნენ.

გაეროს გენერალური მდივნის თქმით, მიზანი იქნება 2030 წლისთვის გლობალური გამონაბოლქვის შემცირება 45% -ით, 2010 წელთან შედარებით.

„თუკი მსოფლიოში არ შემცირდება ნამარხი საწვავის წარმოება 6% -ით ყოველწლიურად 2030 წლამდე, ყველაფერი გაუარესდება, გაუარესდება იმაზე მეტად, ვიდრე ახლაა“.

გაეროს ხელმძღვანელის თქმით „შეთანხმებული ქმედებების გარეშე, ამ საუკუნეში შეიძლება მივიდეთ კატასტროფული, სამიდან ხუთ გრადუსამდე ტემპერატურის მატებისკენ“.

„აპოკალიფსური ხანძრები და წყალდიდობები, ციკლონები და ქარიშხლები ახალი ნორმაა. …ბიომრავალფეროვნება იშლება. უდაბნოები ფართოვდება. ოკეანეები იხრჩობიან პლასტმასის ნარჩენებით“ – ამბობს ის.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: