ბათუმში, ტერმინალზე, ნავთობის ცისტერნას ხანძარი გაუჩნდა [ფოტო]

ბათუმში, ნავთობტერმინალის ტერიტორიაზე, ნავთობის ცისტერნას ხანძარი გაუჩნდა. ადგილზე უკვე მუშაობენ მეხანძრე-მაშველები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაშავებული არავინაა. ძლიერი დაკვამლიანება ბათუმში, ბონის დასახლებაში, რამდენიმე წუთის წინ გაჩნდა. ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია. ამ ეტაპზე „ბათუმელები“ სხვა ინფორმაციას არ ფლობს. ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.