მთავარი,სიახლეები

ხმა ვერ მისცა ამომრჩეველმა, რომელმაც ტელეფონით წარმოადგინა ცნობა კოვიდსასტუმროს დატოვებაზე

31.10.2020 • 985
ხმა ვერ მისცა ამომრჩეველმა, რომელმაც ტელეფონით წარმოადგინა ცნობა კოვიდსასტუმროს დატოვებაზე

ბათუმის 54-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ხმა ვერ მისცა, რადგან იგი სპეცსიაში იყო. ამომრჩეველმა საარჩევნო კომისიას ტელეფონში აჩვენა ელექტრონული ცნობა კოვიდდაწესებულების დატოვების შესახებ, თუმცა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თქმით, ცნობა უნდა იყოს ფურცელზე.

„თუ მოიტანს ამობეჭდილს, დავაქსეროქსებთ და ხმას მისცემს,“ – ამბობენ საარჩევნო კომისიაში.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განმარტებით, ასეთ შემთხვევაში მოქალაქემ დოკუმენტის სახით უნდა წარმოადგინოს ცნობა საარჩევნო უბანზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: