გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 28 ოქტომბრის 21 საათიდან 29 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
- დღისით: 22 – 27 გრადუსი
- ღამით: 10 – 15 გრადუსი
შიდამთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია:
- დღისით: 15 – 20 გრადუსი
- ღამით: 7 – 12 გრადუსი
ზღვის წყლის ტემპერატურა +17 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, 30 ოქტომბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, 31 ოქტომბერს დღისით და მომდევნო 2 დღეს კი დროგამოშვებით იწვიმებს.
____________
ფოტო: „ბათუმელები“





