ბონისა და ფერიის აბონენტებს დენის მიწოდება დღის პირველ ნახევარში აღუდგებათ

გუშინ ღამით აჭარაში მოსული უხვი ნალექით გამოწვეული ავარიული დაზიანების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა ბარცხანის, ბონის ბაზრისა და ფერიის დასახლებების ნაწილს. “ენერგო-პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, აღდგენითი სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს და ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტებს ეტაპობრივად აღუდგებათ. ამ დროისთვის [12:00 სთ] ბარცხანის დასახლებაში ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგენილია, დანარჩენ აბონენტებს, ელექტროენერგია რამდენიმე საათში, დღის პირველ ნახევარში აღუდგებათ.