მთავარი,სიახლეები

თურქეთში, ტრაპიზონთან ახლოს, მეტეორი ჩამოვარდა

28.05.2020 • 7825
თურქეთში, ტრაპიზონთან ახლოს, მეტეორი ჩამოვარდა

27 მაისს ჩრდილოეთ თურქეთის რამდენიმე პროვინციაში მოქალაქეებმა ძლიერი ნათება შენიშნეს.  როგორც თურქული გამოცემა „დეილი საბაჰი“ წერს, ტრაპიზონის პოლიციამ დაადასტურა, რომ მოქალაქეებმა დაინახეს „სინათლის ბურთი“.

ნათების ამსახველი ვიდეოები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

სპეციალისტების თქმით, თურქეთის ჩრდილოეთში ჩამოვარდა ტიპიური მეტეორი.

პროფესორი ოზან იუნსალანი, რომელიც მეტეორების მოძრაობის მიმართულებას აკვირდება, „დეილი საბაჰთან“ ამბობს, რომ ესაუბრა მოწმეებს, რომლებმაც მეტეორის ჩამოვარდნა დაინახეს.

„ჩანს, რომ მეტეორი ერზრუმიდან ართვინისკენ მიემართებოდა. ჩვენი პირველადი შეფასებების თანახმად, ვფიქრობთ რომ მეტეორი ზღვაში ჩავარდა,“ – ამბობს ის.

პროფესორ ოზან იუნსალანის თქმით, ისინი ნასას დაეკონტაქტებიან და კადრებს გაუგზავნიან შესაფასებლად.

 

გადაბეჭდვის წესი