მთავარი,სიახლეები

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში – ჰაერი 27 გრადუსამდე გათბება

19.05.2020
უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი  ბათუმში – ჰაერი 27 გრადუსამდე გათბება

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 19  მაისის 21 საათიდან 20  მაისის 21 საათამდე აჭარაში  მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 22 – 27 გრადუსი
  • ღამით: 10-15 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 20-25 გრადუსი 
  • ღამით: 5- 10 გრადუსი

სინოპტიკოსების ცნობით, 21 მაისს მოსალოდნელია უნალექო ამინდი, ხოლო 22 მაისს, დღის მეორე ნახევრიდან და მომდევნო 2 დღეს დროგამოშვებით იწვიმებს.

ზღვის წყლის ტემპერატურა +18 გრადუსია.

_____________

ფოტო: „ბათუმელები“

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: