მთავარი,სიახლეები

ბათუმში 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 35 პირის პასუხი COVID19-ზე უარყოფითია

04.05.2020 • 1361
ბათუმში 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 35 პირის პასუხი COVID19-ზე უარყოფითია

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, აჭარაში 35 პირის ანალიზის პასუხი COVID19-ზე უარყოფითია, მათ ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.

ასევე, სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 4 მაისს, დღის ბოლომდე კლინიკა „მედალფას“ დატოვებს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 2 ადამიანი.

4 მაისის [18:25 სთ] მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 593 შემთხვევა. მათ შორის გამოჯანმრთელდა 223 ადამიანი, გარდაიცვალა – 9. 

ამჟამად კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5028 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 537. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: