უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 28 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 540 490 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 170]
- ტანკი – 8 066 ერთეული [+24]
- ჯავშანტექნიკა – 15 480 ერთეული [+21]
- საარტილერიო სისტემა – 14 423 ერთეული [+60]
- MLRS – 1 109 ერთეული [+1]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 871 ერთეული [+3]
- თვითმფრინავი – 360 ერთეული [+1]
- ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 11 509 ერთეული [+50]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 329 ერთეული [+5]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 19 514 ერთეული [+46]
- სპეცტექნიკა – 2 431 ერთეული [+11]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 28 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 615 თვითმფრინავი
- 276 ვერტმფრენი
- 26 777 უპილოტო საფრენი აპარატი
- 533 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 16 446 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 357 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 11 020 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 23 049 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.