მთავარი,სიახლეები

793 გარდაცვლილი ბოლო 24 საათში – კორონავირუსი იტალიაში

21.03.2020
793 გარდაცვლილი ბოლო 24 საათში – კორონავირუსი იტალიაში

იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა და 4 825 გახდა. ბოლო 24 საათში  კორონავირუსით ქვეყანაში 793 ადამიანი გარდაიცვალა. დაფიქსირდა 5 557 ახალი შემთხვევა. უახლესი მონაცემებით ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსით 53 578 ადამიანია ინფიცირებული.

დღეს, 21 მარტს, მხოლოდ ლომბარდიის რეგიონში, კორონავირუსით 546 ადამიანი გარდაიცვალა. 25 515 ადამიანს კი კორონავირუსის დიაგნოზი აქვს. აქედან ბოლო 24 საათში ლომბარდიის რეგიონში კორონავირუსის დიაგნოზი 3 251 ადამიანს დაუსვეს. სწორედ ლომბარდიაა ვირუსის გავრცელების ეპიცენტრი.

ლომბარდიის შემდეგ ყველაზე მეტად ვირუსი ემილია-რომანიის რეგიონშია გავრცელებული.

21 მარტის მონაცემებით კორონავირუსისგან 943 ადამიანი განიკურნა. გამოჯანმრთელებულთა ჯამური რაოდენობა 6 072-ია.

 

ფოტო: ევროპის პრესსააგენტო. EPA/PAOLO SALMOIRAGO

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: