მთავარი,სიახლეები

იტალიაში, ერთ დღეში 133-დან 366-მდე გაიზარდა კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა  

08.03.2020
იტალიაში, ერთ დღეში 133-დან 366-მდე გაიზარდა კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა  

სააგენტო BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, იტალიაში კორონავირუსით ამ  დროისთვის ვირუსის გავრცელებიდან დღემდე 366 ადამიანია გარდაცვლილი. გარდაცვლილთ რიცხვმა იტალიაში 133-დან 366-მდე ერთ დღეში იმატა.

იტალიაში ინფექციის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ჯამში 25%-ით გაიზარდა 5883 დან 7375-მდე. ჩინეთის შემდეგ შემთხვევათა ყველაზე დიდი წილი იტალიაზე მოდის.

შემთხვევათ სწრაფი ტემპით ზრდა დაიწყო იმის მიუხედავად, რომ კორონავირუსის ეპიდემიის გამო იტალიის ხელისუფლებამ ჩრდილოეთით მდებარე 15 რეგიონში საკარანტინო რეჟიმი გამოაცხადა და ამ რეგიონებში მცხოვრებ 16 მილიონამდე ადამიანს 3 აპრილამდე  სპეციალური ნებართვის გარეშე გადაადგილება შეუზღუდა. ასევე შეიზღუდა ამ რეგიონებში შესვლა.  კარანტინში მყოფ 15 რეგიონში:

  • არ ჩატარდება საქორწინო და დაკრძალვის ცერემონიები;
  • შეწყდა რელიგიური და კულტურული ღონისძიებები;
  • დაიხურა ღამის კლუბები, ფიტნეს დარბაზები, საცურაო აუცები, მუზეუმები და სამთო კურორტები;
  • რესტორნებსა და კაფეებს მუშაობა შეეძლებათ 06:00 საათიდან 18:00 საათამდე, თუმცა ვალდებულები იქნებიან, მომხმარებლები ერთმანეთისგან 1 მეტრის დისტანციით დასვან;
  • ადამიანებმა მაქსიმალურად აარიდონ თავი სახლიდან გასვლა.

მას, ვინც კარანტინის ამ წესებს დაარღვევს, 3 თვემდე პატიმრობა ემუქრება.

10 დღით შეწყდა სწავლა მთელი იტალიის  სკოლებსა და უნივერსიტეტებში.

კარანტინი ეხება მილანს და ფლორენციასაც.


ამავე თემაზე:

https://netgazeti.ge/news/432322/?fbclid=IwAR0Mi-nzFFpwV_4gR0DN9TnXLhm4-oC_O0T9eZJr4uka3TxW5sVEZLGDuvM

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: