1947 და 1995 წელს გამოცემული რომანები – კამიუს „შავი ჭირი“ და ჟოზე სარამაგუს „სიბრმავე“ იტალიაში განსაკუთრებით მოთხოვნად ტექსტებად მას შემდეგ იქცა, რაც ქვეყანაში კორონავირუსი გავრცელდა.
ყოველდღიური იტალიური გამოცემის La Repubblica-ს მონაცემებით, 27 თებერვლისთვის ელექტრონული წიგნების მაღაზია Ibs.it-ზე კამიუს „შავმა ჭირმა“ გაყიდვების მიხედვით 71-ე ადგილიდან მესამეზე გადაინაცვლა. ჟოზე სარამაგუს „სიბრმავე“ კი, რომელიც ასევე ეპიდემიის უსწრაფესად გავრცელებას აღწერს, Amazon.it – ზე გაყიდვების მიხედვით მე-5 ადგილზეა.
იგივე ტენდენცია იყო მაგალითად საფრანგეთში, როცა 2015 წლის პარიზის ტერაქტების შემდეგ გაიზარდა მოთხოვნა ჰემინგუეის რომანზე „განუყრელი დღესასწაული“, 2019 წელს კი ასევე წარმოუდგენელი სისწრაფით იყიდებოდა ჰიუგოს „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“ – ამავე წლის აპრილში ნოტრდამის დიდი ნაწილი ხანძარმა გაანადგურა.
კამიუს „შავი ჭირი“ ძალიან პოპულარული იყო ასევე 2011 წელს, იაპონიაში ფუკუშიმას ატომური რეაქტორის აფეთქების შედეგად დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ.
წყარო: Le Monde






