მთავარი,რეკლამა,სიახლეები

ადგილი, სადაც ბავშვები 5 ენაზე მისალმებით იწყებენ დღეს და სახლშიც ბედნიერები ბრუნდებიან 

27.01.2020 • 3321
ადგილი, სადაც ბავშვები 5 ენაზე მისალმებით იწყებენ დღეს და სახლშიც ბედნიერები ბრუნდებიან 

აქ ყოველი დილა იწყება მისალმებით, სულ მცირე ხუთ სხვადასხვა ენაზე. ქართულ-ამერიკული სკოლა “პროგრესის” მულტიკულტურულ მოსამზადებელ ჯგუფში ქართველებთან ერთად ხუთი ქვეყნიდან ჩამოსული ბავშვები სწავლობენ. თავიდან ყველას საკუთარ ენაზე სურს მისალმება, თუმცა გაკვეთილი ქართული და ინგლისური მისალმებით იწყება.

“ქართულს ყველას ვასწავლით. დიდი სიყვარულით და განსხვავებული აქცენტით წარმოთქვამენ ხოლმე ქართულ სიტყვებს. მშობლებსაც უხარიათ, როცა ხედავენ, რომ შვილებმა ასეთი რთული ენა შეისწავლეს. ზოგიერთი ქართულად ლექსებსაც ამბობს”, – გვიყვება გვანცა ხილაძე, ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესის სკოლამდელი პროგრამის მასწავლებელი.

საგაკვეთილო პროცესი სახალისო და საინტერესო სავარჯიშოებით, თამაშ-მეცადინეობებითა და მუსიკალური აქტივობებითაა დატვირთული. ვინაიდან სკოლამდელი პროგრამის აღსაზრდელები მხოლოდ 4-5 წლისანი არიან, მათში ინტერესის გამოწვევა და ყურადღების დამსახურება და დიდ ძალისხმევას მოითხოვს.

“პატარებთან მუშაობისას მნიშვნელოვანია მათი დაინტერესებაც და ფანტაზიის გაღვივებაც, ამიტომ ძალიან ბევრ ვიზუალურ საშუალებას და მრავალფეროვან თვალსაჩინოებებს ვიყენებთ თითოეული გაკვეთილის დროს. დაფაზე ვაკეთებთ ჩანახატებს, გვაქვს ვიდეო გაკვეთილები, ვძერწავთ, ვაშენებთ, ვმღერით, ვცეკვავთ, სიტყვებს ვადგენთ, ლექსებს ვსწავლობთ, გონებას ვავარჯიშებთ, მეტყველებას ვავითარებთ. თითოეულ ბავშვთან ინდივიდუალური მიდგომა გვაქვს, მათ პოზიტიურ განწყობაზე ვზრუნავთ”, – ამბობს გვანცა ხილაძე.

პროგრესის” მულტიკულტურულ მოსამზადებელ ჯგუფში ქართველებთან ერთად ხუთი ქვეყნიდან ჩამოსული ბავშვები სწავლობენ

ბათუმში ქართულ-ამერიკულ საერთაშორისო სკოლა “პროგრესში” სკოლამდელი პროგრამა უკვე ერთი წელია ფუნქციონირებს და მის ძირითადი მიზანია აღსაზრდელების სწავლის უნარ-ჩვევების გამომუშავება, ყურადღების, მეხსიერების და აზროვნების განვითარება, გარემოს შესწავლა-ადაპტირება და სკოლისთვის მომზადება. კვირის განმავლობაში პროგრამის მონაწილეები სწავლობენ ქართულს (5 სთ), ინგლისური (8 სთ), მათემატიკა (5 სთ), ბუნებისმეტყველება (2), ხელოვნება (4 სთ), სპორტი (2 სთ), მუსიკა (4 სთ), დრამა (3 სთ), ICT (1 სთ), ბიზნეს უნარები (2 სთ), ჭადრაკი (2 სთ).

“სწავლება მათემატიკაშიც მიმდინარეობს თანამედროვე მეთოდებით. ციფრებს, რიცხვებს, გეომეტრიულ ფიგურებს ბავშვები ასახელებენ და ანიჭებენ კონკრეტულ ფერებს. ეს საშუალებას გვაძლევს ბავშვმა კონკრეტული ინფორმაცია, მრავალმხრივი განათლება მიიღოს და თან ითამაშოს, გააფერადოს, ფერები გაიცნოს. შემდეგ ეტაპზე შეკრება-გამოკლება და ასე შემდეგ, კიდევ უფრო საინტერესო ეტაპებს გადიან“, – ამბობს მათემატიკის მასწავლებელი თამარ ხილაძე.

სკოლამდელ პროგრამას განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს აღსაზრდელების კულტურული მრავალფეროვნება. ნებისმიერ გაკვეთილზე – მუსიკალური ინსტრუმენტების შესწავლისას, ქართული და ინგლისური სიტყვების სწავლისას, თამაშების თუ აქტივობების დროს, ბავშვები ხშირად თავიანთ ენაზე ეძებენ სიტუაციის/სიტყვის შესატყვისს და დანარჩენებს ასწავლიან, როგორ ამბობენ თავად. ასე ეჩვევიან ჯგუფურ და ინდივიდუალურ მუშაობას, ერთმანეთის პატივისცემას და ცოდნის გაზიარებას.

საგაკვეთილო პროცესი პროგრესის” მულტიკულტურულ მოსამზადებელ ჯგუფში

“ფაქტობრივად, ჩვენ მსოფლიო მოქალაქეებს ვზრდით. ჩვენთან ბავშვები რამდენიმე ენაზე საუბარს და სხვადასხვა კულტურის მახასიათებლებსა და წეს-ჩვეულებებს სწავლობენ. ჩვენთვის უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს მეგობრული გარემოს შექმნა, ბავშვებში ემპათიის და კომუნიკაციის უნარების ჩამოყალიბება, ტოლერანტობის და სამართლიანობის, განსხვავებული აზრის მიმღებლობის გამომუშავება. მშობლებიც ხშირად აღნიშნავენ, რომ ბავშვები მხიარულები და ბედნიერები მიდიან სახლებში, მეორე დღის დიდი მოლოდინით. ეს ჩვენთვის დიდი მიღწევაა”, – ამბობს ნანა ჩარექიშვილი, სკოლის დირექტორი.

ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა “პროგრესში” ფუნქციონირებს სკოლამდელი აღზრდის, საშუალო სკოლის და უმაღლესი სკოლის – აკადემიის პროგრამები, სადაც მულტიკულტურული მახასიათებლების გათვალისწინებით ხდება იმ უნარების განვითარება, რაც აუცილებელია  თანამედროვე ცხოვრების რეალური გამოწვევების დაძლევისთვის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: