რეკლამა,სიახლეები

ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით (TITR) საკონტეინერო გადაზიდვების მაჩვენებლები რეკორდულად მაღალია

24.01.2020
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით (TITR) საკონტეინერო გადაზიდვების მაჩვენებლები რეკორდულად მაღალია

გენერალური დირექტორის, დავით ფერაძის ხელმძღვანელობით, „საქართველოს რკინიგზის“ დელეგაცია ყაზახეთის ქალაქ ალმათში საერთაშორისო ასოციაცია ,,ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის“ (TITR), ასოციაცია ТМТМ-ის შეხვედრას დაესწრო.

ასოციაციის წევრებმა 2019 წლის შედეგები შეაჯამეს და აღინიშნა, რომ 2019 წელს კასპიის ზღვით გადაზიდული საკონტეინერო ტვირთი 71 %ით (10,7 ათსი TEU) გაიზარდა და ეს აღნიშნულ დერეფნში გადაზიდვის რეკორდული მაჩვენებელია.

ამასთანავე, 2019 წლის აპრილში წამოწყებულმა საფიდერო სერვისმა მნიშვნელოვნად გაზარდა შუა დერეფანში (Middle Corridor) ტვირთის ოდენობა და შეამცირა საკონტეინერო გადაზიდვის დრო. ასოციაცია ТМТМ-ს ახალი წევრებიც შეემატნენ – ჩინური კომპანია ,,Xi’an Continental Bridge International Logistics Co., Ltd“ და ყაზახური  – ,,აქტაუს საზღვაო ჩრდილოეთ ტერმინალი“.

შეხვედრაზე შეთანხმდა  2020 წლის სატარიფო პოლიტიკა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: