მთავარი,რეკლამა,სიახლეები

სუპერმარკეტ ,,ბონუსის” ახალი ფილიალი მომხმარებლებს საახალწლო ბონუს ფასებით ელის

27.12.2019
სუპერმარკეტ ,,ბონუსის” ახალი ფილიალი მომხმარებლებს საახალწლო ბონუს ფასებით ელის

ახალი წლის დადგომამდე სულ რაღაც სამი დღე რჩება. ბევრს სჯერა, რომ მთელი წელი ისეთი განწყობა ექნება, როგორიც ახალ წელს შეიქმნა. ახალი წლის განწყობისთვის კი ბევრი წვრილმანია გასათვალისწინებელი: მეგობრების თუ ოჯახის წევრებისთვის საინტერესო საჩუქრების შერჩევა, ნაძვის ხის, სახლის მორთვა და საახალწლო სუფრა. ამ ყველაფრისთვის საჭირო რამეების ყიდვა ერთ სივრცეში შეგიძლიათ – სუპერმარკეტ „ბონუსში“, რომელიც გუშინ, 26 დეკემბერს გაიხსნა ფრიდონ ხალვაშის N372- ში.

ეს ,,ბონუსის“ რიგით მეშვიდე, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფილიალია ბათუმში, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ ყველაფერი, რაც ახალი წლისთვის, ზოგადად ყოველდღიურობისთვის გჭირდებათ, ასევე საახალწლო აქსესუარები და ყველა სახის საკვები პროდუქტი, რაც მთავარია საუკეთესო, ბონუს ფასად.

„ბონუსი“ საუკეთესო არჩევანია საცალო და დიდი შენაძენებისთვის, როცა მთელი კვირის ან მთელი თვის მარაგს ყიდულობთ – აქ დიდი საპარკინგე ადგილია, სადაც უფასოდ შეძლებთ ავტომობილის დაყენებას და პროდუქტებსაც აუჩქარებლად და საგულდაგულოდ აარჩევთ, ისე რომ ყიდვის პროცესი სასიამოვნო დასვენებადაც კი შეგიძლიათ აქციოთ.

,,ბონუსში“ წარმოუდგენლად დაბალი ფასებია საკვებ და ყოველდღიური მოხმარების აუცილებელ პროდუქტებზე. სუპერმარკეტების ამ ქსელმა ბაზარზე საკუთარი ადგილი სწორედ საბითუმო ფასებითა და პროდუქციის მრავალფეროვნებით დაიმკვიდრა, თუმცა ეს ყველაფერი არ არის, რასაც  ,,ბონუსი“ თავის მომხმარებელს სთავაზობს. ახალი წლის დღეებში აქ განურჩევლად ყველა მომხმარებელს ელის საახალწლო სიურპრიზი, რადგან ,,ახალი წელი საოცრებების პერიოდია“ – ასე მიიჩნევენ ,ბონუსის“ მაღაზიათა ქსელებში.

26 დეკემბერს, სუპერმარკეტის მეშვიდე ფილიალის გახსნის საზეიმო დღეს ,,ბონუსმა“ სიურპრიზი მოუმზადა საკუთარ მომხმარებელს და შემთხვევითობის პრინციპით ექვს ადამიანს მნიშვნელოვანი ფასდაკლებების 6 ვაუჩერი გადასცა.

ეწვიეთ „ბონუსის“ ფილიალებს და მოიმარაგეთ ყველა საჭირო პროდუქტი ერთ სივრცეში, საბითუმო ფასად!


სუპერმარკეტ ,,ბონუსის” ფილიალებს ბათუმსა და ჩაქვში შეგიძლიათ ეწვიოთ შემდეგ მისამართებზე:

ლერმონტოვის 105 ბ;
გიორგი ბრწყინვალის 42 ა;
ლეონიძის 27;
პლეხანოვის 4;
ახალსოფელი;
ჩაქვი: დ. აღმაშენებლის 16;
ფრ. ხალვაშის 372.

 

სუპერმარკეტი ,,ბონუსი” გილოცავთ ახალ წელს!

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: