მთავარი,სიახლეები

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 4 ივნისი

04.06.2024 •
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 4 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 4 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 512 420 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 290]
  • ტანკი – 7 794 ერთეული [+15]
  • ჯავშანტექნიკა – 15 020 ერთეული [+18]
  • საარტილერიო სისტემა – 13 345 ერთეული [+65]
  • MLRS – 1 092 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 827 ერთეული [+3]
  • თვითმფრინავი – 357 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 10 766 ერთეული [+27]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 268 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 27 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 18 228 ერთეული [+69]
  • სპეცტექნიკა – 2 211 ერთეული [+12]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 4 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 610 თვითმფრინავი
  • 274 ვერტმფრენი
  • 25 122 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 527 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 16 247 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 328 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 10 074 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 22 263 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

2025 წლისთვის რუსეთს მძიმე მდგომარეობა დაუდგება აღჭურვილობის და ტექნიკის მხრივ – ინტერვიუ

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

გადაბეჭდვის წესი


ასევე: