გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 11 მარტის 21 საათიდან 12 მარტის 21 საათამდე ბათუმში და მთელ აჭარაში, მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
- დღისით: 13 – 18 გრადუსი
- ღამით: 5 – 10 გრადუსი
მთაში მოსალოდნელია:
- დღისით: 7-12 გრადუსი ყინვა
- ღამით: 0-5 გრადუსი ყინვა
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 13-14 მარტს, აჭარაში მოსალოდნელია უნალექო ამინდი.
_____________
მთავარი ფოტო: „ბათუმელები“, თამარ ნერგაძე