მთავარი,სიახლეები

2018 წელს აჭარას ორ მილიონამდე უცხოელი სტუმრობდა

10.01.2019
2018 წელს აჭარას ორ მილიონამდე უცხოელი სტუმრობდა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით 2018 წელს საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობამ რეგიონში 1 931 179 შეადგინა, რაც 14,7%-ით აღემატება 2017 წლის მონაცემებს.

საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობის პროცენტული ზრდის მაჩვენებლის მიხედვით ისევ ლიდერობს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი, საიდანაც აჭარაში 2017 წელთან შედარებით 23,7%-ით მეტი მოგზაურის ვიზიტი დაფიქსირდა.

საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის ზრდის დადებითი დინამიკა ნარჩუნდება როგორც ტრადიციული ბაზრებიდან, ასევე ევროკავშირის წევრი ახალი სამიზნე ქვეყნებიდან, სადაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სარეკლამო კამპანიებს 2017 წლიდან ანხორციელებს.

  • ესტონეთი +88,2%
  • გერმანია +79,2%
  • დიდი ბრიტანეთი +33.9%
  • ლიეტუვა +33,2%
  • პოლონეთი +11,5%

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში განმარტავენ, რომ ორ მილიონამდე საერთაშორისო მოგზაური რეგიონში უპრეცედენტო რაოდენობაა:

„ასეთი ციფრები პირველად გვაქვს. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ არსებული მონაცემები საქართველოს საზღვრის აჭარის სამი ადმინიტრაციული მონაკვეთის მონაცემებს ითვალისწინებს [სარფი, ბათუმის აეროპორტი, ბათუმის პორტი]. მათ შორის ჩვენი სამიზნე ქვეყნებიდან შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების წილი 86,74%-ს შეადგენს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.“

დეპარტამენტის ინფორმაციით BBC, Euronews, CNN, Deutsche Welle – ის ტელეკომპანიებია, რომელთა მეშვეობით აჭარის საიმიჯო ვიდეორგოლები და რეგიონის შესახებ მომზადებული სიუჟეტები მსოფლიო მასშტაბით მილიონობით მაყურებელმა ნახა.

„რეგიონის პოპულარობაზე მეტყველებს ისიც, რომ Airbnb-იმ 2019 წლის 19 ყველაზე ტრენდულ ქალაქს შორის ბათუმი დაასახელა. Airbnb არის პლატფორმა, რომელსაც 500 000 000 მომხმარებელი ჰყავს და ეს არის პრაქტიკულად რეკომენდაცია მათთვის. განხორციელებული ვიზიტების  პერიოდის ანალიზი გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, რომ აჭარა უკვე არა მხოლოდ ზაფხულში, არამედ ოთხივე სეზონზე მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად ყალიბდება, რაც ჩვენი მთავარი მიზანია“ – აცხადებს  აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი.

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: