გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 12-13 სექტემბერს ბათუმში და აჭარის სანაპიროზე მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დღისით – უმეტესად უნალექოდ, ღამით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
- დღისით: 24 – 29 გრადუსი
- ღამით: 17 – 22 გრადუსი
მთაში მოსალოდნელია:
- დღისით: 20 – 25 გრადუსი
- ღამით: 9 – 14 გრადუსი
ზღვის წყლის ტემპერატურა 26 გრადუსია, ტალღის სიმაღლე: 7-12 დმ (2-3 ბალი).