სიახლეები

უკრაინიდან ბათუმის მიმართულებით ავიაფრენების რაოდენობა იზრდება

15.05.2015
უკრაინიდან ბათუმის მიმართულებით ავიაფრენების რაოდენობა იზრდება

 

მათივე ცნობით, მაისიდან ოქტომბრამდე მხოლოდ უკრაინიდან ბათუმის მიმართულებით კვირაში 10-მდე ავიაფრენაა დანიშნული. ზოგიერთი კომპანიის ინფორმაციით, აქტიურ სეზონზე შესაძლოა ფრენების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს.

 

უკრაინულმა ავიაკომპანია Yanair-მა, ოდესა-ბათუმი-ოდესას მიმართულებით რეგულარული ფრენები უკვე დაიწყო. ფრენები კვირაში ორჯერ – სამშაბათს და შაბათს სრულდება. ჩარტერული ფრენები ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით კიევი-ბათუმი-კიევის (ჟულიანის აეროპორტი) მიმართულებით 31 მაისიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით კვირაში სამჯერ: სამშაბათობით, პარასკეობით და კვირაობით განხორციელდება. ზაფხულის სეზონზე უკრაინული ავიაკომპანია Yanair-ი, ბათუმის მიმართულებით დამატებით ფრენებსაც გეგმავს.

 

14 ივნისიდან,  კიევიდან-ბათუმის მიმართულებით ფრენებს განაახლებს „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები „FlyUia“. პირდაპირი ავიარეისები ბორისპოლის აეროპორტიდან კვირაში 3-ჯერ: ორშაბათობით, შაბათობით და კვირაობით განხორციელდება. FlyUia-ს ინფორმაციითვე, ბათუმი-კიევის რეისზე ბილეთის ღირებულება 88 ევრო, ხოლო ბათუმი-კიევი-ბათუმის მიმართულებაზე მგზავრობის ტარიფი 177 ევრო იქნება.

 

უკრაინიდან აჭარაში ტურისტებ ამიერიდან ავიაკომპანია Dniproavia-გადაიყვანს, რომელიც 3 ივნისიდან ბათუმის მიმართულებას ფრენებს განაახლებს. Dniproavia ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში რეისებს – ოდესიდან და დნეპროპეტროვსკიდან შეასრულებს.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.