ბათუმში ფეხბურთის სტადიონის საძირკვლის ჩაყრისთვის ემზადებიან – ჩამოვა პრემიერიც 

ბათუმში საფეხბურთო სტადიონის საძირკვლის ჩაყრის ცერემონია 2018 წლის 21 იანვარს გაიმართება. ცერემონიას „ბათუმელების“ ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილიც დაესწრება. „20-21 იანვარი განიხილებოდა, თუმცა, ალბათ, უფრო 21 იანვარზე შევჯერდებით. რაც შეეხება პრემიერის ვიზიტს, ამ ეტაპზე ინფორმაცია არ გვაქვს,“ – გვითხრეს აჭარის მთავრობის აპარატში. ბათუმში, საფეხბურთო სტადიონი ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე აშენდება. სტადიონი UEFA-ას IV კატეგორიის იქნება და …

ბათუმის მერის ხელფასი 4500 ლარი იქნება

ბათუმის მერის თანამდებობრივი სარგო 2750 ლარის ნაცვლად 4500 ლარი იქნება, ვიცე-მერი 3600 ლარს აიღებს, მერის მოადგილე – 3400 ლარს. თანამდებობრივი სარგოების პროექტს ხვალ, 18 იანვარს უნდა უყაროს კენჭი ბათუმის საკრებულომ. აქამდე ბათუმის ვიცე-მერის თანამდებობრივი სარგო თვეში 2150 ლარს შეადგენდა, მერის მოადგილის – 2050 ლარს. მერიაში თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურება იზრდება, თუმცა ისინი დანამატებს აღარ მიიღებენ. …

საკრებულოს კომისიის დასკვნა: მიკროავტობუსით მგზავრობა 10 თეთრით გაძვირდება

საკრებულოს კომისიის დადგენილების პროექტის მიხედვით, მიკროავტობუსებით მგზავრობის საფასურის 10 თეთრით გაზრდა იგეგმება. ბათუმის საკრებულომ ამ საკითხზე ხვალინდელ სხდომაზე უნდა იმსჯელოს. ფასის მომატებაზე დღეს, 17 იანვარს, საფინანსო-ეკონომიკურმა და ინსფრასტრუქტურის კომისიებმა გაფართოვებულ სხდომაზე იმსჯელეს. კომისიებმა სატრანსპორტო კომისიების მიმართვა განიხილეს, სადაც მოქმედი ტარიფის გაანგარიშება და მგზავრობის საფასურის 10 თეთრით გაზრდა იყო მოთხოვნილი. საკითხის შესწავლაში ჩართულები იყვნენ მერიის ტრანსპორტის განყოფილების …

ივანიშვილს ჩაქვიდან ხეები უკანონოდ მიაქვს – აჭარის მთავრობას ამჯერად თანხმობა არ გაუცია

ჩაქვში, უმაღლესი საბჭოს მიმდებარე ტერიტორიაზე ათეულობით ქაფურის ხეა მოჭრილი. ხეებს კომპანია „ატუ“ ჭრის. ჭრის პარალელურად, ამ ტერიტორიაზე ბიძინა ივანიშვილის დენდროპარკში გადასატანად მრავალწლოვან ხეებს იღებენ. რის საფუძველზე იღებენ და გააქვთ ხეები? – აჭარის მთავრობამ ნებართვის გაცემის შესახებ დოკუმენტი ვერ მოგვაწოდა. მსგავსი დოკუმენტის გარეშე ხეების გატანა კი უკანონობაა. აჭარის მთავრობის მიერ „ბათუმელებისთვის“ დღეს მოწოდებულ დოკუმენტში საუბარია მხოლოდ …

ძეგლის დაცვის ზონაში ორი რვასართულიანი სახლის აშენებას გეგმავენ

ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში ორი რვასართულიანი სახლის მშენებლობის საკითხი განიხილება. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში განაცხადები უკვე შესულია. მათგან ერთს ბათუმის მერიის თანხმობა 2016 წელს აქვს მიღებული. ორივე პროექტს ეწინააღმდეგება სააგენტოს ხელოვნებათმცოდნე სოფიო ჭანიშვილი. გაითვალისწინებენ თუ არა მის რეკომენდაციას ზონალური საბჭოს წევრები, ეს საბჭოს მომავალ სხდომაზე გამოჩნდება. ბათუმში, ვაჟა-ფშაველას #27-ში სამშენებლო კომპანია …

ვინ გეგმავს აჭარის ტელევიზიის დირექტორის გადაყენებას – დაპირისპირება მაუწყებელში

„ბათუმელების“ ინფორმაციით, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაში უკვე ორი დღეა აგროვებენ ხელმოწერებს. ამ ორგანიზაციის თანამშრომლების ერთი ჯგუფი ითხოვს ხელფასების გაზრდას, სხვები ფიქრობენ, რომ აუცილებლად გადააყენებენ დირექტორს. არიან ისეთებიც, ვინც, ზოგადად, პოლიტიკის შეცვლას ითხოვს. ის, რაც აჭარის ტელევიზიაში ხდება, არის თუ არა გარედან მართული? რა ინფორმაციას ფლობს ორგანიზაციაში არსებულ ვითარებაზე ამ ტელევიზიის მრჩეველთა საბჭო? „ბათუმელების“ კითხვებს მაუწყებლის …

ბათუმში სპორტკომპლექსის მშენებლობა სრულდება – ტერიტორიის კეთილმოწყობაში მილიონი ლარი დაიხარჯება

ბათუმში, ლადო ასათიანისა და ორბელიანის ქუჩებს შორის [ყინულის სასახლის უკან] ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობა თითქმის დასრულებულია. კომპლექსში ორი დარბაზია განთავსებული; უკვე დამონტაჟებულია ტრიბუნები, დარჩენილია სამღებრო სამუშაოები და იატაკის დაგება. ახალი სპორტული კომპლექსი იმ პროგრამის შემადგენელი ნაწილია, რომლის განხორციელებისთვის საქართველოს მთავრობა 54 მილიონ აშშ დოლარს დახარჯავს. ახალი სპორტული კომპლექსი 2017 წლის ზაფხულში უნდა ჩაბარებულიყო, თუმცა ვადა რამდენჯერმე …

ზონალური შეთანხმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების წესი იცვლება

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საფინანსო და ეკონომიკური განვითარებისა და  ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე კომისიების წევრებმა „დასახლებათა ტერიტორიების გამო­ყე­ნე­ბისა და განაშე­ნი­ანების რეგული­რების წესების შესახებ“ თვითმმარ­თველი ქალა­ქის – ბათუმის საკრე­ბუ­ლოს 2012 წლის 14 სექტემბრის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საკრებულოს დადგენილების პროექტზე იმსჯელეს. დადგენილების პროექტის მიხედვით, სპეციალური (ზონალური) შეთანხმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების წესი ახლებური ფორმით ჩამოყალიბდება. დღემდე …

ლადო ასათიანის ქ. N27-ში მდებარე ნაკვეთი კეთილმოეწყობა

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საფინანსო და ეკონომიკური განვითარებისა და  ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე „2018 წლისათვის ინფრასტრუქტურული ღონისძიებების განხორციელების შესახებ“ საკრებულოს განკარგულების პროექტი განიხილეს. განკარგულების პროექტის ბათუმის საკრებულოს მიერ მოწონების შემთხვევაში,  ბათუმში, ლადო ასათიანის ქ. N27-ში მიმდებარე მიწის ნაკვეთის (9450 კვ/მ) კეთილმოწყობის სამუშაოების განხორციელება იგეგმება. 2018 წლის სექტემბერში ბათუმში ტარდება მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს …

საბრძოლო მასალის ტარებისთვის დაკავებული თურქი ქალი: თავს დამნაშავედ არ ვცნობ

კასრში შენახული საბრძოლო მასალის უკანონო შენახვის ბრალდებით ქობულეთში დაკავებული თურქეთის მოქალაქის წინასასამართლო სხდომა დღეს, 17 იანვარს, იმართება. ქალს საბრძოლო მასალების უკანონოდ ტარება, შეძენა, შენახვას ედავებიან. 35 წლის ქალის – ფემბე ოზლემ ოლუნის საქმეს მოსამართლე გიორგი გრატიაშვილი განიხილავს. გამოძიების ვერსიით, ბრალდებული იარაღს, მათ შორის, კალაშნიკოვის ტიპის ავტომატს ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე ნაქირავებ ბინაში ინახავდა. ბრალის არსში საუბარია …

„მზიურის“ მყიდველს ვალდებულების შესრულება არ დაუწყია – ტერიტორიიდან მხოლოდ ხეები გაიტანეს

მახინჯაურში „მზიურის“ ტერიტორია 2016 წელს გაყიდა აჭარის მთავრობამ. მყიდველს აქ 100-ნომრიანი სასტუმრო 38 თვეში უნდა აეშენებინა. ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 თვე უკვე გავიდა, მაგრამ ტერიტორიაზე არავითარი სამუშაოები არ დაუწყიათ. ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის ხეები სწორედ ამ ტერიტორიიდან გაჰქონდათ. ყოფილ პანსიონატ „მზიურის“ გასხვისებასთან დაკავშირებით დღეს უმაღლესი საბჭოს წევრმა ენმ-დან, გია აბულაძემ აუდიტის სამსახურსა და პროკურატურას მოუწოდა, „დაიწყოს …

საპროცესო შეთანხმებებში გასულ წელს ბათუმში 1 მილიონ 787 ათასი ლარი გადაიხადეს

2017 წელს ბათუმში საპროცესო შეთანხმებებით გადახდილი თანხის რაოდენობამ 1 787 700 ლარი შეადგინა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სტატისტიკის მიხედვით, განხილული 1246 საქმიდან საპროცესო შეთანხმებით გასულ წელს 817 საქმე დასრულდა. საპროცესო შეთანხმების გაფორმების აუცილებელი პირობაა წარდგენილი ბრალის აღიარება. საპროცესო შეთანხმების შემდეგ მსჯავრდებულს პირობით მსჯავრს უფარდებენ, სასჯელის ვადას უმცირებენ და აჯარიმებენ. 2017 წელს გამამტყუნებელი განაჩენი გამოვიდა 1334 პირის …

სემინარი ბათუმში ფინანსური ანგარიშგების საკანონმდებლო ცვლილების შესახებ

SavvY Education 20 იანვარს, 14:00 საათზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ატარებს ვორქშოპს შემდეგ თემაზე: “როგორ ვიმუშაოთ IFRS სტანდარტებთან?” ახალი კანონის თანახმად, 2017 წლის დასაწყისიდან თითქმის ყველა ქართული კომპანია, როგორც მცირე და საშუალო ზომის, ისე დიდი ზომის, ფინანსურ ანგარიშგებას გაასაჯაროებს. ცვლილება შეასრულებს მნიშვნელოვან როლს ქართული კომპანიების ზოგადი გამჭვირვალობისა და ფინანსური მართვის გაუმჯობესებაში. იმ ქვეყნებზე დაკვირვებამ, რომლებიც უკვე იყენებენ …

შსს: თურქეთის საზღვრის კვეთის რეგულაციები საქართველოს მოქალაქეებზე დროებით არ გავრცელდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიასა და თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრს, სულეიმან სოილუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. „მხარეები შეთანხმდნენ, რომ თურქეთის სახელმწიფო საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, 2018 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედებულ რეგულაციებთან დაკავშირებით საქართველოსა და თურქეთის შესაბამისი უწყებები გააგრძელებენ კონსულტაციას, რომლის დასრულებამდეც აღნიშნული რეგულაციები საქართველოს მოქალაქეებზე არ გავრცელდება,“ – აცხადებს შსს. სამინისტროს …

ქართველი მეცნიერები მოსწავლეებისთვის დისტანციურ გაკვეთილებს ჩაატარებენ

საჯარო სკოლებისთვის ელექტრონული ლაბორატორიების შექმნა 2019 წლისთვის გადაიდო. საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე, თემურ მურღულია „ბათუმელებთან“ ამბობდა, რომ ელექტრონული ლაბორატორიების საპილოტე პროექტი 2017 წლის შემოდგომაზე დაიწყებოდა. ლაბორატორიების შესყიდვის გადადების მიზეზად ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა სახელდება. „რადგან ჩვენ ერთი წლით გადავწიეთ ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა მე-7 და მე-9 კლასებში, შესაბამისად, გვინდა ელექტრონული ლაბორატორიები თავსებადი იყოს ეროვნულ …

საშეშე მასალას მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური გაანაწილებს

ბათუმის საკრებულოში ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე კომისიის წევრებმა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხე-მცენარეების გადაბელვის ან/და ჭრის შედეგად დარჩენილი საშეშე მასალით სოციალურად დაუცველი მოსახლეობის უზრუნველყოფისათვის გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე იმსჯელეს. კომისიის წევრებს აღნიშნულ საკითხზე საკრებულოს განკარგულების პროექტი მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილემ სოციალურ საკითხებში, გოჩა ჯიბლაძემ და საკრებულოს ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა …

ქობულეთში საცხოვრებელი სახლის ნაწილი დაიწვა

ქობულეთში, ფიჭვნარის დასახლებაში, კაკალაძეების საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის შედეგად სახლის ნაწილი დაიწვა. სახლში ექვსსულიანი ოჯახი ცხოვრობდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე. მისი თქმით, ხანძრის შედეგად …

პატარაძის განცხადება ართვინის გუბერნატორთან შეხვედრის შემდეგ

დღეს სარფში საქართველოს მოქალაქეებმა ის ცვლილებები გააპროტესტეს, რომლებიც თურქეთის რესპუბლიკამ ახლახან მიიღო და რაც ამ ქვეყნის საზღვარზე მოქალაქეების მიმოსვლას არეგულირებს. ეს რეგულაციები პირდაპირ ეხება საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ყოველდღიურად გადადიან თურქეთში სამუშაოდ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ დღეს აქციაზე შეკრებილ ადამიანებს უთხრა, რომ ის თურქეთის კონსულთან ერთად მიემგზავრებოდა ქალაქ ართვინში, რამდენიმე საათში დაბრუნდებოდა და მათ უფრო …

ყოფილი ვიცე-მერი განათლების მინისტრის მოადგილედ დანიშნეს

ბათუმის ყოფილი ვიცე-მერი, ბაგრატ მანველიძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილედ დანიშნეს. ამის შესახებ ინფორმაცია სამინისტროშიც დაადასტურეს. „დღეს დაინიშნა,“ – გვითხრეს უწყების პრესცენტრში. ბაგრატ მანველიძის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებმა“ რამდენიმე დღის წინ მოიპოვა, თუმცა მაშინ მან თქვა, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ბაგრატ მანველიძე დღესვე განათლების მინისტრ ინგა შამილიშვილთან ერთად ხულოს მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა. …

დისნეის სახეცვლილი გმირები

როცა დისნეიზე ვფიქრობთ, წარმოვიდგენთ ლამაზ, ემოციურ ზღაპრებს, სადაც ბოლოს ყველა ბედნიერად ცხოვრობს. მაგრამ მექსიკელი ვიზუალური არტისტი, ხოსე როდოლფო ლოაიზა ონტივეროსი, სხვა თვალით ხედავს ზღაპრების გმირებს. მხატვრის შავი იუმორით გაჯერებული ნამუშევრები მულტფილმების კლასიკური გმირების ტრანსფორმაციას გვაჩვენებს. 1. 2. 3. 4. 5. 6. 7. 8.   9. 10. 11. წყარო: boredpanda

ბათუმში, საცხოვრებელ კორპუსზე არსებულ საკვამლე მილში ცეცხლი გაჩნდა

ბათუმში, გორგილაძისა და გრიბოედოვის ქუჩების კვეთაში, 9-სართულიან საცხოვრებელ კორპუსზე დამონტაჟებულ საკვამლე მილში ცეცხლი გაჩნდა. ამ ინფორმაციას ადასტურებენ სახანძრო სამსახურშიც. ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და სამაშველო სამსახურის ჯგუფები. მათი ინფორმაციით, ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია.

დაკეტილი მაღაზიები ქემალ ფაშაში – ქართველი გამყიდველების პროტესტის ეფექტი [ფოტო]

იამზე შანიძე 12 წელია ყოველ დილა-საღამოს კვეთს თურქეთ – საქართველოს საზღვარს. 8 წელია იმავე გზას გადის ეკა შანიძეც. ორივე თურქეთის ქალაქ ქემალ ფაშაში მდებარე ბაზრობაზე მუშაობს, ტანსაცმელსა და თეთრეულს ყიდიან. დღეს ქართველები, რომლებიც ქემალ ფაშაში მუშაობენ, სამუშაოს ნაცვლად საპროტესტო აქციაზე იდგნენ სარფში. სწორედ ამიტომ ქემალ ფაშაში მაღაზიები დაკეტილია. დღეს, 16 იანვარს, სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან …

აჭარის ტელევიზიის შენობაზე წარწერის გამო პატრული გამოიძახეს

„ნაბიჭვრეთი“- ეს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის ფასადზე რამდენიმე წუთის წინ წააწერეს. როგორც ტელევიზიის თანამშრომლები ამბობენ, წარწერა ტელევიზიის ყოფილმა თანამშრომელმა, ირაკლი ანთიძემ გააკეთა. ანთიძესა და ტელევიზიის თანამშრომლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა. გამოძახებული იყო საპატრულო პოლიცია. აჭარის ტელევიზია განთავსებულია შენობაში, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს. კანონი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანების შემთხვევაში ჯარიმას ითვალისწინებს.

ბათუმის მერია აუქმებს ორ ა(ა)იპ-ს, სადაც 74 პირია დასაქმებული

ბათუმის მერია ორი ა(ა)იპ-ის: „ბათუმის ავტოდრომისა“ და „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს“ გაუქმებას გეგმავს. მერიის ეს გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულომ მიმდინარე წლის 18 იანვარს სხდომაზე უნდა დაამტკიცოს. საკრებულოს გადაწყვეტილებით, შესაბამისი ცვლილებები უნდა შევიდეს ბათუმში საგზაო მოძრაობის დაგეგმვის, რეგულირებისა და პარკირების წესებში. მერიის გადაწყვეტილებით, „ბათუმის ავტოდრომის“ ფუნქცია-მოვალეობები გადაეცემა „ბათუმის სპორტულ ცენტრს“, ხოლო „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს“ ფუნქციები – შპს „ბათუმის …

ხულოს მერია ახალ აიპ-ს აფუძნებს

ხულოს მერია ახალ აიპს – „ხულოს მუნიციპალურ სერვისს“ აფუძნებს. აიპის დაფუძნებას, რომელმაც ხულოს მუნიციპალიტეტის დაბების დასუფთავება-გამწვანება, საპირფარეშოების მოვლა და  სოფლებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გამოტანა უნდა უზრუნველყოს, ხულოს საკრებულომ მხარი უკვე დაუჭირა. ხულოს მერის მოადგილე, ლაშა ბოლქვაძე განმარტავს, რომ აიპის მთლიანი ბიუჯეტი 150 000 ლარს შეადგენს. თანამშრომელთა საშტატო ნუსხა კი ჯერ არ დაუმტკიცებიათ. ლაშა ბოლქვაძის ინფორმაციით, აიპის …

პატარაძე თურქეთში მიმოსვლის წესის ცვლილებაზე

ზურაბ პატარაძე ამ წუთებში სარფში იმ მოქალაქეებს ხვდება, რომლებიც ყოველდღიურად გადადიან თურქეთში სამუშაოდ. თურქეთის მხარის მიერ მიღებული ახალი რეგულაციებით, ყოველდღიური მიმოსვლის წესები შეიცვალა, რაც ამ მოქალაქეებზე პირდაპირ აისახება. ზურაბ პატარაძემ შეკრებილ მოქალაქეებს შემდეგი განუცხადა: „თურქეთის გენერალურ კონსულთან ერთად მივემგზავრები თურქეთში, 24-საათიან რეჟიმში ვიმუშავებთ იმისათვის, რომ დარეგულირდეს ეს საკითხი. ორ ქვეყანას შორის მიმოსვლა უნდა იყოს აუცილებლად …

Cranberries-ის ვოკალისტი, დოლორეს ორიორდანი გარდაიცვალა

ჯგუფ Cranberries-ის ვოკალისტი, 46 წლის დოლორეს ორიორდანი მოულოდნელად გარდაიცვალა. ინფორმაცია BBC-მ რამდენიმე საათის წინ გაავრცელა. Cranberries-ი 90-იანი წლების როკჯგუფია, რომლის მუსიკასაც ალტერნატივის, პოპროკისა და პოსტპანკის მიმდინარეობას მიაკუთვნებენ. ჯგუფმა დიდი გავლენა მოახდინა იმ პერიოდის მსმენელზე. დოლორესის გამორჩეული ვოკალისა და ჯგუფის ორიგინალური ჟღერადობის წყალობით Cranberries-ი 90-იანელთა თაობის საყვარელ ბენდად იქცა. ირლანდიელმა დოლორეს ორიორდანმა ჯგუფს საერთაშორისო აღიარება მოუტანა …

აჭარაში სოფლის ექთნების ხელფასი გაიზარდა

2018 წლის პირველი იანვრიდან აჭარის მუნიციპალიტეტების პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ექთნების შრომის ანაზღაურება გაიზარდა. სახელფასო დანამატს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს. უწყება „სოფლის სამედიცინო პერსონალის დამატებითი შრომის ანაზღაურების“ პროგრამას წელს პირველად ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში, მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ექთნების შრომის ანაზღაურება 150 ლარით, ხოლო ბარში დასაქმებულების 100 ლარით გაიზრდება. დანამატს 110 ექთანი მიიღებს. ამ სიახლის შესახებ …

აქცია სარფში – ზურაბ პატარაძე თურქეთის მთავრობას გამონაკლისის დაშვებას სთხოვს

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, თურქეთის კონსულთან, მაქბულე ქოჩაკთან, შეხვედრაზე „საზღვრის კვეთის ცვლილებებში გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობა განიხილა.“ ამ შეხვედრის პარალელურად სარფის საბაჟოსთან საპროტესტო აქცია გამართეს მოქალაქეებმა, რომლებიც ყოველდღიურად გადადიან თურქეთში სამუშაოდ. ცვლილების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებისთვის თურქეთში გადასვლის წესი შეიცვალა. მოქალაქეები თუ აქამდე ყოველდღიურად, შეუზღუდავად კვეთდნენ საზღვარს, ამიერიდან მოუწევთ ახალ რეგულაციებს დაექვემდებარონ – …

ხის მეჩეთების გამოფენა თანამედროვე ხელოვნების სივრცეში

20 იანვარს ბათუმში, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში, კანადელი ურბანისტის, სიუზან ჰერის-ბრენდტსის, ფოტოსერია გამოიფინება. გამოფენის თემაა ისლამური არქიტექტურული მემკვიდრეობა აჭარაში. „კანადელმა ურბანისტმა აჭარაში ხანგრძლივი მოგზაურობის შედეგად საფრთხის წინაშე არსებული ისლამური არქიტექტურის ძეგლები გამოიკვლია. მისი პროექტის არეალში ძირითადად ხის მეჩეთები მოექცა. პროექტის ავტორი წერს, რომ ოსმალთა იმპერიისა და საბჭოთა მმართველობის აღზევება ხის მეჩეთების ისტორიაში საუკეთესო პერიოდია. დღეს კი …

დღგ-ს დაბრუნება ავტომატურ რეჟიმში – რისკების შემცირება ბიზნესის სასარგებლოდ

ფინანსთა სამინისტრო და შემოსავლების სამსახური იწყებს პროექტის განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც, როგორც ამ უწყებებში აცხადებენ, კეთილსინდისიერ გადასახადის გადამხდელს განაცხადის [ელექტრონული ფორმით] წარდგენის საფუძველზე ეძლევა შესაძლებლობა, უმოკლეს ვადაში დაიბრუნოს საბიუჯეტო ზედმეტობის თანხა [ზედმეტობის ხანდაზმულობის ვადების გათვალისწინებით]. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, „პროექტით დაგეგმილია, რომ 10 ათას გადასახადის გადამხდელს ავტომატურად დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი თანხა. პირველ ეტაპზე შეირჩა ის ობიექტები, რომლებსაც დღგ-ს ზედმეტობები წარმოექნათ დაბალი ან მინიმალური …

სახელმწიფო დაცვის თანამშრომელი: დღეგამოშვებით გვამუშავებენ

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ დღეგამოშვებით ამუშავებენ. დაცვის თანამშრომლები  სახელმწიფო სხვადასხვა ობიექტს იცავენ და მათი სამუშაო ცვლა 24 საათს გრძელდება. „ბოლო სამი თვეა ასეა, გამოვიძინებ თუ არა, ისევ სამსახურში ვარ წასასვლელი. უფროსებს რამდენჯერმე მივმართე, მაგრამ რეაგირება არ არის. სინამდვილეში ვაკანსიაა ბევრი და ახლების აყვანა არ უნდათ. აუდიტია ჩასატარებელი, სად მიდის ეს …

სად არის აკრძალული კოცნა – უცნაური ფრანგული კანონები

სახალისო კანონები დღემდე შემორჩა ისტორიული წარსულიდან და აქამდე ყველას ევალება მისი შესრულება. წარმოგიდგენიათ, რომ სადმე ჩახუტება და კოცნაა აკრძალული? ესეც რამდენიმე აბსურდული კანონი საფრანგეთის ძველი და ახალი, მოქმედი კანონდებლობიდან, რომელიც ყველას გაახალისებს. ჩახუტების აკრძალვა ფრანგული კანონმდებლობის მიხედვით, აკრძალულია ჩახუტება და კოცნა რკინიგზისა და ზოგადად, სატრანსპორტო სადგურებში. აკრძალვა იმ ეპოქიდან მოდის, როცა შეყვარებულები ერთმანეთს ხანგრძლივად ემშვიდობებოდნენ …

ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახები 79 169 ლარს მიიღებენ

ქობულეთსა და ხულოს მუნიციპალიტეტებში დაზარალებულ რვა ოჯახს საცხოვრებელი სახლების აღდგენა-მშენებლობის მიზნით მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 79 169 ლარი გამოეყოფა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ინფორმაციით, სარეკომენდაციო სახის გადაწყვეტილება შერეულმა სამთავრობო კომისიამ მიიღო, „დოკუმენტი კი დასამტკიცებლად უახლოეს დღეებში მთავრობის თავმჯდომარეს გადაეგზავნება“. ოფიციალური ინფორმაციით, სარეზერვო ფონდიდან 59 169 ლარს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია მიიღებს. თანხა ხანძრის შედეგად დაზარალებული …

როგორ დავსაქმდეთ პოლონეთში ლეგალურად

ევროკავშირის წევრი 28 ქვეყნიდან პოლონეთი არის გამონაკლისი, სადაც საქართველოს მოქალაქეებს ლეგალურად დასაქმების საშუალება აქვთ. საქართველოს და კიდევ ოთხი ქვეყნის მოქალაქეებს (ბელარუსი, მოლდოვა, რუსეთი და უკრაინა) შეუძლიათ წელიწადში 12 თვიდან 6 თვე სამუშაოს ნებართვის გარეშე იმუშაონ პოლონეთის ეკონომიკის ნებისმიერ სექტორში. მსგავსი შეთანხმება არსებობს ესტონეთთანაც, თუმცა სქემა ჯერ პილოტირების ეტაპზეა და დასახვეწია. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ 2017 წელს …

მერია: ბათუმის „დინამო“ არ გაყიდულა

ბათუმის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ საფეხბურთო კლუბი „დინამო“ არ გაყიდულა. „ვერ გეტყვით, რატომ გავრცელდა ინფორმაცია გაყიდვის თაობაზე, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ „დინამო“ არ გაყიდულა და ისევ სახელმწიფოს საკუთრებაშია,“ – ამბობს მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, თეკლა ჩიჩუა. გასული სეზონი შედეგების მიხედვით „დინამო“ ეროვნულ ლიგას გამოეთიშა. პირველი მარტიდან გუნდი ეროვნული „ლიგა ორის“ გათამაშებაში ახალი მთავარი მწვრთნელით …

Exit mobile version