ვინ შეიძლება გახდეს ახალი პატრიარქი – ინტერვიუ თეოლოგთან

„თუ გაიმარჯვებს მოსაყდრე შიო და გახდება პატრიარქი, ჩვენ გველოდება წინ ძალიან ხისტი ეპოქა რელიგიური კულტურისა საქართველოში. ხისტი და მუნჯი – ერთ მონონარატივზე დაყვანილი რელიგიურობის კულტურა, როცა ყველასთვის ადგილი ეკლესიაში არ არის,“ – მიიჩნევს თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი. მისი აზრით, მინიმალურია, მაგრამ მაინც არსებობს მოლოდინი, რომ პროევროპული ორიენტაციის პატრიარქი აირჩიოს სინოდმა. „ერთ-ერთი მთავარი საკითხი მოცემულ მომენტში არის …

21-22 მარტს მატარებლით მგზავრობა უფასო იქნება – საქართველოს რკინიგზა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის პანაშვიდსა და დაკრძალვაზე ჩამოსვლის მსურველებს, საქართველოს რკინიგზა როგორც რეგულარული, ისე დამატებითი რეისებით უფასოდ გადაიყვანს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს რკინიგზა აქვეყნებს. საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისებსაც ამატებს. დამატებითი რეისების განრიგი შემდეგია: თბილისი-ბათუმი-თბილისი (#888/887) თბილისიდან გასვლა: …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 19 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 19 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 284 090 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 710. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 786 ერთეული [+0] ჯავშანტექნიკა – 24 233 ერთეული [+4] საარტილერიო სისტემა – 38 538 …

„გამწარებულია ხალხი“ – რატომ ჩადგეს ჯებირი გვირაბთან, სადაც გზა სახალვაშოსკენ მიდის

„გვირაბთან დაწესებული აკრძალვის შემდეგ, დამატებით 6 კილომეტრის გავლა გვიწევს იმისთვის, რომ სახლებში მივიდეთ, სოფელში ამოსვლას ამის გამო აგვიანებს  სასწრაფო, სახანძრო რომ დაგვჭირდეს, იგივე პრობლემაა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი საერთოდ არ დადის 5 წელია… ეს პრობლემა ეხება 220 ოჯახს. მთავრობას მივმართეთ, მაგრამ ყურადღებას არ გვაქცევს,“ – ამბობს ქობულეთში, სოფელ სახალვაშოში მცხოვრები შაქრო პაპიძე. სოფელ სახალვაშოსკენ მიმავალი გზა მახინჯაურის …

ოჯახის 14 წლის წევრის მიმართ სექსუალური და ფიზიკური ძალადობის ბრალდებით ახმეტაში კაცი დააკავეს

ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ სექსუალური ძალადობის, გაუპატიურების და მუქარის ბრალდებით, ახმეტაში კაცი დააკავეს. შს სამინისტროს თანახმად, „საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ახმეტის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ოჯახის არასრულწლოვან წევრთან – 2012 წელს დაბადებულ პირთან, მისი ნების საწინააღმდეგოდ, რამდენჯერმე ძალის გამოყენებით სქესობრივი კავშირი დაამყარა და ცივი იარაღით სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული არასრულწლოვანს …

სამძიმრის წერილები პატრიარქის გარდაცვალების გამო

17 მარტს 93 წლის ასაკში საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, გარდაიცვალა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია მეორე. კათალიკოს-პატრიარქს კვირას, 22 მარტს, სიონში დაკრძალავენ. სიონის ტაძარში დაკრძალული არიან საქართველოს კათალიკოს-პატრიარქები: კირიონ მეორე, ლეონიდე, ამბროსი ხელაია, ქრისტეფორე, კალისტრატე, მელქისედეკ III, ეფრემ II, დავით V. პატრიარქის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილებს აქვეყნებენ სხვადასხვა ქვეყნის …

ბათუმში ჰაერი მყარი ნაწილაკებითაა დაბინძურებული, სამშენებლო პროცესები ამის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია

დღეს, 18 მარტს, ბათუმში ჰაერი მყარი ნაწილაკებითაა დაბინძურებული. დღის 12 საათის მონაცემებით ბათუმში ჰაერში მყარი ნაწილაკების – PM10 და PM2.5 შემცველობის მაჩვენებელი არის ცუდი. ამ მონაცემებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატური სადგური აფიქსირებს, რომელიც ტბელ აბუსერიძის ქუჩაზეა განთავსებული. რაც შეეხება ბათუმის ცენტრალურ პარკში განთავსებულ ანალოგიურ ავტომატურ სადგურს, ის ამ დროისთვის გათიშულია. „ბათუმის ცენტრალურ პარკში მდებარე …

„მისი უდიდესი ღვაწლი არასდროს მიეცემა დავიწყებას“ – აშშ-ს საელჩო პატრიარქის გარდაცვალებაზე

საქართველოში აშშ-ის საელჩო სამძიმრის ტექსტს აქვეყნებს და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს   საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო. მისი ცხოვრება და უდიდესი ღვაწლი არასდროს მიეცემა დავიწყებას. დაე, მშვიდად განისვენოს მისმა სულმა,“ – წერს აშშ-ს საელჩო. 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 18 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 18 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 282 570 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 710. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 786 ერთეული [+3] ჯავშანტექნიკა – 24 229 ერთეული [+11] საარტილერიო სისტემა – 38 506 …

გარდაიცვალა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიას სათავეში თითქმის ნახევარი საუკუნე, 49 წელი ედგა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის (1917 წ.) შემდეგ, ილია მეორე ყველაზე დიდ ხანს იყო საპატრიარქო ტახტზე. ნეტგაზეთი გთავაზობთ ილია მეორის ბიოგრაფიას, რომელიც მომზადებულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით. ილია მეორე, ერისკაცობაში …

მშენებლობით დაზარალებულებმა აჭარის მთავრობასთან ქუჩა გადაკეტეს

დღეს, 17 მარტს, აქციის მონაწილეებმა ბათუმში, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან ქუჩა დაახლოებით 20 წუთით გადაკეტეს. აქციის მონაწილეები კორპუსების დაუსრულებელ მშენებლობებს აპროტესტებენ და დავის გადაწყვეტისთვის პროცესში ხელისუფლების ჩართვას ითხოვენ. ორსაათიანი უშედეგო ლოდინის შემდეგ, როცა აქციის მონაწილეებს აჭარის მთავრობაში არავინ შეხვდა, დაზარალებულებმა ქუჩა გადაკეტეს. პოლიციის ხელმძღვანელმა პირებმა აქციის მონაწილეებს უთხრეს, რომ ქუჩის გადაკეტვა სამართალდარღვევაა და შესაბამის ზომებს …

ქვაფენილების აყრის გამო ბათუმში კიდევ ერთი ქუჩა გადაიკეტა

ბათუმში ქვაფენილის აყრა და, შესაბამისად, სხვადასხვა ქუჩის ჩაკეტვა გრძელდება. ქალაქის მერიის ინფორმაციით, ამჯერად, 18 მარტიდან 1-ელ აპრილამდე, სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება 26 მაისის ქუჩაზე – მემედ აბაშიძის გამზირიდან შოთა რუსთაველის ქუჩამდე მონაკვეთში. თუმცა 26 მაისის ქუჩაზე მოძრაობა დღეს, 17 მარტს უკვე შეზღუდულია [აბაშიძე-კლდიაშვილის მონაკვეთში. „შეზღუდვა დაკავშირებულია ქვაფენილიანი ქუჩების რეაბილიტაციის მიმდინარე პროექტთან“, – წერს ბათუმის მერია. ბათუმში …

„ოცნებამ“ ილიაუნში საქართველოს თანამედროვე ისტორიის პროგრამა დახურა – რას ამბობს ბექა კობახიძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი ბექა კობახიძე ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ უნივერსიტეტში არსებული ისტორიის 4 პროგრამიდან, სწორედ თანამედროვე საქართველოს ისტორიის პროგრამას აუქმებს. თანამედროვე საქართველოს ისტორიის პროგრამას ბექა კობახიძე და უცხოელი მკვლევარი, პროფესორი სტივენ ჯონსი ხელმძღვანელობენ. პროგრამის დახურვაზე ბექა კობახიძემ პოსტი ფეისბუქზეც გამოაქვეყნა. „ჩვენ გვაქვს ისტორიის ოთხი პროგრამა: საბაკალავრო ზოგადი ისტორია, სამაგისტრო შუა საუკუნეების კვლევები, სამაგისტრო …

72 დაკავებულს რა კავშირი აქვს „კანონიერ ქურდ“ ასლან ქობულაძესთან – გამოძიების ვერსია

პროკურატურის ინფორმაციით, ხელვაჩაურში 17 მარტს ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ 77 პირს წარუდგინეს ბრალი, მათ შორის, ხუთს დაუსწრებლად. პროკურატურის ვერსიით, „ქურდული სამყაროს“ წევრები, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებულ პირებთან ერთად, როგორც საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდების“ დავალებით, ისე დამოუკიდებლად, მოდავე მხარეების მიმართვის საფუძველზე „ქურდულ გარჩევებს“ სისტემატურად აწყობდნენ და მხარეებს შორის არსებულ სხვადასხვა სახის დავებს განიხილავდნენ,“ – აღნიშნულია პროკურატურის …

ავტოიმპორტიორები და სექტორში დასაქმებულები ივანიშვილს მიმართავენ

საქართველოს ავტომფლობელებისა და ავტოიმპორტიორების ასოციაცია ღია წერილით ბიძინა ივანიშვილს მიმართავს. ავტომფლობელები, ავტოიმპორტიორები და სექტორში დასაქმებული ადამიანები ივანიშვილს სთხოვენ ხელი შეუწყოს სამუშაო ჯგუფის შექმნას, რომელშიც იქნებიან სახელმწიფოს, ექსპერტებისა და სექტორის წარმომადგენლები და შემუშავდეს გონივრული, გარდამავალი პერიოდის რეგულაცია. ავტოიმპორტის სექტორში დასაქმებულთა მოთხოვნაა, აქცენტი გაკეთდეს რეალურ ეკოლოგიურ კრიტერიუმებზე (ემისიები, ტექნიკური მდგომარეობა) და არა მხოლოდ მაღალ გადასახადებზე. „ბოლო პერიოდში …

„კურსებში დამეწყრილ ოჯახებს არ აქვთ ინფორმაცია, სად და როგორ გააგრძელებენ ცხოვრებას“

„მიგვაჩნია, რომ ეს შემთხვევა სახელმწიფოს პრევენციული პოლიტიკის ჩავარდნის ერთ-ერთი ნათელი გამოხატულებაა“ – აცხადებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, ტყიბულში, სოფელ კურსებში განვითარებულ პროცესებზე. ორგანიზაციის განცხადებით, ამ კონტექსტში არსებითია, რომ უმოკლეს ვადებში იყოს დაცული, ერთი მხრივ, მოსახლეობის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, მეორე მხრივ, ამ ადამიანების ღირსეული გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა. ბუნებრივი კატასტროფების დროს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტები სახელმწიფოს პასუხისმგებლობის სამ …

„ფანჯრის მინის ნამსხვრევებისგან მიიღო ქალბატონმა მცირედი დაზიანება“ – გეკა გელაძე სპეცოპერაციაზე

შსს ამბობს, რომ წუხელ, 17 მარტს ღამით, აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად 72 პირი დააკავეს, მათ შორის 3 ქალი „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით. „კიდევ 5 პირს კი ბრალი წარედგინა. ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი – დაუსწრებლად. მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს“, – ამბობს გეკა გელაძე. „ქართული ოცნების“ შს მინისტრის თქმით, დაკავებულებს ბრალად ედებათ „ქურდული სამყაროს წევრობა, ქურდული …

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჰოსპიტალიზებულია – განახლებადი

საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქი ილია მეორე დღეს, 17 მარტს, კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, ის კლინიკაში კუჭიდან მასიური სისხლდენით შეიყვანეს და ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. 18:08 სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო განცხადებას ავრცელებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომაროების გაუარესებაზე. „გამოვხატავ პატივისცემას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიმართ და ვწუხვართ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო. ამ რთულ …

ახალციხის ტბაზე „ოცნების“ შემწირველს მშენებლობის უფლება მისცეს – „კორპუსის ეზოდ გადაიქცევა“

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, ახალციხეში, რეკრეაციულ ზონაში, ახალციხის ტბის პირველ ზოლში, მერიამ 11-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის ნებართვა „ოცნების“ მსხვილ შემომწირველს მისცა. მან „ოცნებას“ 160 000 ლარი შეწირა. ქალაქის მთავარი დასასვენებელი ადგილი ერთი კორპუსის ეზოდ გადაიქცევა. „გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, იმედა მუმლაძე და იაკობ კუბლაშვილი „ქართული ოცნების” შემწირველები არიან. „იმედა მუმლაძემ „ქართული ოცნების“ ანგარიშზე 2025 წელს 10,000 ლარი შეიტანა. …

ძმები წულუკიძეები დააკავეს

ბათუმში სპეცოპერაციისას დააკავეს ძმები რეზო და ფირუზ წულუკიძეები. ინფორმაცია „ბათუმელებს“ რეზო წულუკიძის მეუღლემ დაუდასტურა. „რეზო იყო ფირუზთან ერთად, შევარდნენ და დააკავეს. აბუსერიძის ქუჩაზე იყო სპეცოპერაცია. სპეცრაზმით იყო ეზო სავსე. სახლში არ შეგვიშვეს. რომ ჩამოიყვანეს ბიჭები, ვკითხეთ იქ პოლიციელებს, რატომ იჭერთ-მეთქი და ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით არიან დაკავებულიო. აბსურდია. რეზო და ფირუზი პირიქით, მაგ სამყაროს ებრძვიან. …

აჭარის დაცვის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი დააკავეს – შსს

შსს-ს ინფორმაციით, უწყების გენერალურმა ინსპექციამ აჭარის დაცვის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი სიყალბის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა. „გამოძიებით დადგინდა, რომ აჭარის დაცვის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა, 1981 წელს დაბადებულმა კარლო ურუშაძემ ბოროტად გამოიყენა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება – კერძოდ, მის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომელს პერიოდულად ავალებდა არაგაბარიტული ტვირთების დაცვა-გაცილების შესახებ ბრძანებებში …

„სპეცოპერაციის დროს ბებიაჩემი დაჭრეს“ – დაკავებების სერია ხელვაჩაურში

17 მარტს, გვიან ღამით ხელვაჩაურში მიმდინარე სპეცოპერაციისას, ოჯახის წევრის ცნობით, 75 წლის ქალი დაჭრეს. როგორც დაჭრილი ქალის შვილიშვილი, ნია მიქელაძე „ბათუმელებს“ უყვება, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც სპეცრაზმი ბიძამისის დაკავებას ცდილობდა. „დაახლოებით 15-20 ფორმიანი შემოვარდა, ჩამოლეწეს ფანჯრები. ჩემებს ეძინათ. ბებიაჩემს ფეხში ესროლეს და დაჭრეს, ბიძაჩემი დააკავეს. არ ვიცით მიზეზი, რატომ დაიჭირეს, არავინ არაფერი გვითხრა. ნიღბებით …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 17 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 17 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 280 860 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +930. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 783 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 24 218 ერთეული [+3] საარტილერიო სისტემა – 38 477 ერთეული …

მემედ აბაშიძის გამზირზე ქვაფენილს ბათუმის მერია ტენდერის გარეშე ყრის

ბათუმის მერიამ მემედ აბაშიძის გამზირზე ქვაფენილის აყრა ისე დაიწყო, რომ სამუშაოები არც ქალაქის ბიუჯეტშია გაწერილი და არც სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე ფიქსირდება ტენდერი. მიუხედავად იმისა, რომ გამზირი არცერთ ოფიციალურ დოკუმენტში არ ფიგურირებს, ადგილზე სამუშაოებს კერძო კომპანია „ბონდი-2009“ აწარმოებს. მერიის ინფრასტრუქტურის სამმართველოდან ამ დრომდე ვერ მივიღეთ განმარტება – რის საფუძველზე მიმდინარეობს სამუშაოები და რა სახსრებით ფინანსდება. ბათუმის …

ევროკავშირის ქვეყნები და აშშ – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი ფული საქართველოში

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თებერვლის თვის ფულადი გზავნილების სტატისტიკა გამოაქვეყნა. სტატისტიკის თანახმად მიმდინარე წლის თებერვლის თვეში ყველაზე მეტი თანხა, 132.51 მილიონი დოლარი ევროკავშირის ქვეყნებიდან გადმოირიცხა, 162.81 მილიონი აშშ დოლარი კი – დანარჩენი ქვეყნებიდან. ფულადი გზავნილების მიხედვით, პირველი ხუთეული ასეთია: – აშშ (54.34 მლნ აშშ დოლარი), იტალია (52.85 მლნ აშშ დოლარი), რუსეთის ფედერაცია (36.02 მლნ აშშ დოლარი), …

323 დღე მივლინებაში – „ღვინის ეროვნული სააგენტოს“ თანამშრომლების რეკორდი: დახარჯეს 1.3 მილიონი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანახმად, 2022-2023 წლებში, 13-მა სახელმწიფო უწყებამ ქვეყნის შიგნით და გარეთ მივლინებებში 12 მლნ 168 918 ლარი დახარჯა ბიუჯეტიდან. აქედან, ყველაზე მეტი თანხა – 1 მლნ 324 666 ლარი, „ღვინის ეროვნულმა სააგენტომ“ დახარჯა. როგორც სახელმწიფო აუდიტი ამბობს, „ღვინის ეროვნული სააგენტოს“ წარმომადგენლები „არაგონივრულად ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში“ იმყოფებოდნენ მივლინებებში. ეს გამოიხატება იმაში, რომ მივლინებაში გატარებული …

სარფში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანას ცდილობდნენ – შემოსავლები

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სარფის საბაჟოზე დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღკვეთეს. „მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, საერთო ჯამში 242 გრამი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 78 332  ლარი შეადგინა,“ – წერს შემოსავლების სამსახური. შემოსავლების სამსახურის …

აჭარის კულტურის სამინისტროს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში დირექტორის დანიშვნა აუკრძალეს

ბათუმის საქალაქო სასამართლომ აჭარის კულტურის სამინისტროს აჭარის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ახალი დირექტორის დანიშვნა აუკრძალა. ინფორმაციას ამის შესახებ, უფლებათა დაცვის საერთაშორისო ცენტრის (ICFRP) „მართლმსაჯულების სამსახური“ ავრცელებს. სწორედ ამ ორგანიზაციას მიმართა საკუთარი უფლებების დასაცავად მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ყოფილმა დირექტორმა თამარ მესხიძემ. როგორც უფლებათა დაცვის საერთაშორისო ცენტრის განცხადებაშია ნათქვამი, მათ „გადაუდებელი უზრუნველყოფის ღონისძიების“ გამოყენების შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 16 მარტის 21 საათიდან 17 მარტის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა. ღამით უმეტეს რაიონში წვიმა, დღისით უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო მთიან მუნიციპალიტეტებში: …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 16 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 279 930 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +760. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 781 ერთეული [+0] ჯავშანტექნიკა – 24 215 ერთეული [+2] საარტილერიო სისტემა – 38 457 ერთეული …

ხელვაჩაურში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ ერგესთან ახლოს, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. დაღუპული კაცია. დაშავებული პირები საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. შემთხვევა დღეს, 15 მარტს მოხდა. ავარიის გამო ცენტრალურ გზაზე გრძელი საცობი წარმოიშვა და გადაადგილება დაახლოებით 1 საათის განმავლობაში შეფერხებული იყო. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, …

6 აპრილის ჩათვლით, ბათუმის ცენტრალურ ქუჩებზე სატრანსპორტო მოძრაობა იზღუდება

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბათუმში, რამდენიმე ქუჩაზე გადაადგილება იზღუდება. 16 მარტის ჩათვლით მოძრაობა შეზღუდულია გოგებაშვილის ქუჩაზე, ილია ჭავჭავაძის ქუჩიდან შოთა რუსთაველის ქუჩამდე მონაკვეთში. მერიის განცხადებით, გადაადგილების შეზღუდვა ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას უკავშირდება. სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება მემედ აბაშიძის ქუჩაზეც. ასევე, პეტრე მელიქიშვილის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩამდე მონაკვეთში. „შეზღუდვა უკავშირდება მემედ აბაშიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას, პეტრე მელიქიშვილის …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 15 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 15 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 279 170 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +740. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 781 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 24 213 ერთეული [+1] საარტილერიო სისტემა – 38 438 ერთეული …

100 მილიონი ლიტრის ბაზარს ვკარგავთ, დღეს რომ გავაუქმოთ პლასტმასის ბოთლები – ლუდის მწარმოებელი

„პრეცედენტი არ არსებობს მსოფლიოში ამის აკრძალვის. შესაბამისად, ჩვენ უბრალოდ არ ვიცით რა მდგომარეობა გვექნება“, – ამბობს ბიზნესმენი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი, რომელსაც „ბათუმელები“ პლასტმასის ბოთლების აკრძალვაზე ესაუბრა. 2026 წლის პირველი ივლისიდან აიკრძალება საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის პლასტმასის ბოთლებით სასმლის მიწოდება, ხოლო 2027 წლის 1 თებერვლიდან აიკრძალება პლასტმასის ბოთლებში სასმელების წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი და ბაზარზე …

„ვეწინააღმდეგებით კატეგორიულად ამ ჩანაწერს“- რას უპირებს „ოცნება“ მიუსაფარ ცხოველებს?

დღეს 14 მარტს, პარლამენტის წინ, საპროტესტო აქცია გამართეს ცხოველთა უფლებადამცველებმა. ისინი აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ მთავრობის განკარგულებაში არსებულ ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც, აკრძალულია სტერილიზაციის მიზნით გადაყვანილი ცხოველის დაბრუნება, სკოლამდელი აღზრდის და სამედიცინო დაწესებულებებთან, ასევე, საზოგადოებრივი კვების ობიექტებთან, აგრარულ ბაზრებთან, სასტუმროსთან, საბავშვო და სპორტულ მოედნებთან. რატომ არის სარისკო ეს ჩანაწერი და რას უპირებს სახელმწიფო ქუჩიდან აყვანილ ცხოველებს? – …

„აქამდე რიჟვაძეს და ჩიქოვანს ჰქონდათ ბულვარი გადანაწილებული, ახლა – ცინცაძეს და თამაზაშვილს“

რამდენიმე კვირაა, ბათუმის მერია ბულვარში და სანაპირო ზოლზე არსებულ სავაჭრო ობიექტებს ანგრევს. „უსახური და უნებართვო“ – ასე მოიხსენიებს მერიის მუნიციპალაური ინსპექცია დანგრეულ ობიექტებს, რომლებსაც ბულდოზერით გადაუარეს. თუკი ჯიხურები და სხვა ობიექტები უნებართვოდ იყო განთავსებული ბულვარში, როგორ აძლევდა მერია წლების განმავლობაში მათ ფუნქციონირების საშუალებას? სად იყო მერი, სად იყვნენ ზედამხედველობისა და აღსრულების სამსახურები? ბათუმის საკრებულოს წევრი …

Exit mobile version