„ეს არის დაგეგმილი პროვოკაცია, რადგან ბათუმი ასე ისტერიულად არ ავლენს თავს“

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სულხან ღლონტი ამბობს, ბათუმში, პოლიციის შენობასთან მიმდინარე აქცია პროვოკაციას ჰგავს: „ეს არის ტიპიური პროვოკაცია. შეიძლება იყო რამდენიმე გულწრფელი ადამიანი, რომელიც მართლა რაღაცის გამო იყო აღშფოთებული, მაგრამ რა სახეც მიიღო შემდეგ ამან, ეს არის ტიპიური პროვოკაცია. 90-იან წლებში მოხდა მსგავსი ფაქტი, როცა შს სამინისტრო დაარბიეს გოგებაშვილის ქუჩაზე, მაშინაც იყო იგივე მოტივები, კუთხურობაზე …

პოლიციის ეზოში ბენზინით სავსე ბოთლები ისროლეს

მდგომარეობა ისევ დაძაბულია ბათუმში, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობასთან, სადაც აქციის მონაწილეებმა ცოტა ხნის წინ [4:36] ბენზინით სავსე ბოთლები ისროლეს შენობის ეზოში, რასაც აფეთქება მოჰყვა და პოლიციის მანქანა იწვის. ბათუმში უკვე იმყოფება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, რომელიც ამ წუთებში ძალოვანებს ხვდება. აქციაზე ამ დროისათვის მონაწილეთა რაოდენობამ მცირედით იკლო, თუმცა მონაწილეები აგრესიულად იქცევიან, წვავენ და …

„პლაზასთან“ დაკავებული მოქალაქე გათავისუფლების შემდეგ დეტალებზე საუბრობს

ჯიმი ვარშანიძემ, რომლის დაჯარიმებაც ბათუმში, 11 მარტს განვითარებული მოვლენების გაცხადებული მიზეზი გახდა, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში პოლიციის მიერ მის დაკავებაზე ისაუბრა: „მოვდიოდით მე და მამაჩემი სასაფლაოდან, გავაჩერე პლაზას წინ, „ირინას აფთიაქში“ ავდიოდი და ავარიული ჩართული მქონდა, ძრავა არ მქონდა გათიშული და რომ დავბრუნდი, უკან მომადგა პატრულის მანქანა. ავუხსენი სიტუაცია და ვთხოვე რომ გავეშვი. როცა …

ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი: მთავარია საზოგადოებამ შეინარჩუნოს სიმშვიდე

„შს მინისტრის მოადგილეს ველაპარაკე და ადმინისტრაციული წესით ვინც იყო დაკავებული, ყველა პირი გათავისუფლებულია, ახლა გავაკეთებთ განცხადებას, რომ უწესრიგობა არ იყოს და დანარჩენი მოთხოვნა რაც იქნება, კანონის შესაბამისად იქნება შესწავლილი“ – აცხადებს ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი „ბათუმელებთან“. იგი ამ დროისათვის პოლიციის დეპარტამენტის შენობასთან იმყოფება, სადაც აქცია მიმდინარეობს. „ყველა საკითხი იქნება შესწავლილი, გასარკვევი უნდა გაირკვეს, მთავარია საზოგადოებამ …

პრეზიდენტი: აუცილებელია სასწრაფოდ განიმუხტოს სიტუაცია

ბათუმში განვითარებულ მოვლენებს საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ეხმაურება საკუთარ ფეისბუქგვერდზე: „ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მოვუწოდებთ ყველა მხარეს შეინარჩუნონ სიმშვიდე და არ დაუშვან მოვლენების კიდევ უფრო მეტი ესკალაცია. მუდმივ კონტაქტზე ვართ პრემიერმინისტრთან და შინაგან საქმეთა მინისტრთან. მიგვაჩნია, რომ დაცული უნდა იყოს შეკრების უფლება და გამოხატვის თავისუფლება, თუმცა ამავდროულად პატივი უნდა ვცეთ სახელმწიფო ინსტიტუტებს და კანონს, დაუშვებელია …

შს მინისტრი: დაკავებულები გავათავისუფლეთ

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, 11 მარტს დაკავებული ექვსი პირი უკვე გათავისუფლებულია და იგი ბათუმში ჩამოდის. „მე გავითვალისწინე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თხოვნა, რომ გამეთავისუფლებინა ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირები, მიუხედავად იმისა, რომ მე ეს ადამიანები გავათავისუფლე მათ მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება არ შეწყვეტილა“ – აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა. შს მინისტრი არც საკადრო გადაადგილებას გამორიცხავს. დაკავებულების გათავისუფლების …

ბათუმში აქციაზე 21 ადამიანია დაშავებული

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგურის ინფორმაციით ამ დროისათვის (1:00) ბათუმის რეფერალურ და რესპუბლიკურ საავადმყოფოებში აქციის შედეგად დაშავებული 21 ადამიანია გადაყვანილი, მათ შორის არიან პოლიციელები და აქციის მონაწილეები. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგურში ამბობენ, რომ დაშავებულთა უმეტესობას აღენიშნება ქვის დარტმითა და წაქცევის შედეგად მიღებული დაზიანებები.  რაც შეეხება გაზის მოწავლის შემთხვევებს, სასწრაფო სამედიცინ ოდახმარების სადგურში ამბობენ, რომ ასეთი …

სპეცრაზმს აქციის მონაწილეებმა ქვები დაუშინეს

ბათუმში, პოლიციის სამმართველოს შენობასთან გამართულ აქციაზე შენობიდან სპეცრაზმი გამოვიდა. აქციის მონაწილეებმა სპეზრაზმს ქვები დაუშინეს, რის შემდეგაც სპეცრაზმმა უკან დაიხია. „ბათუმელების“ ჟურნალისტების ცნობით, არაერთი პოლიციელია დაშავებული ქვის სროლის შედეგად.

რა ხდება პოლიციის სამმართველოს შენობასთან [ფოტო]

ბათუმში, აბუსერიძის ქუჩაზე მდებარე პოლიციის შენობასთან აქციის მონაწილეებმა წააქციეს პოლიციის მანქანა, ირგლივ დაზიანებულია ბორდიურები.

ბათუმში აქციაზე ცრემლსადენი გაზი ისევ გამოიყენეს [ფოტო]

ბათუმში, პოლიციის შენობასთან გამართულ აქციაზე პოლიციამ ცრემლსადენი გაზი ისევ გამოიყენა. ამ დროისთვის აქცია ისევ გრძელდება. ისმის უცენზურო შეძახილები პოლიციის მისამართით, აქციის მონაწილეები დღეს დაკავებულების გათავისუფლებას და საპატრულო პოლიციის უფროსის გადაყენებას იტხოვენ.

აქციაზე დაშავებულთა რაოდენობა ექვსამდე გაიზარდა

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგურის ცნობით, ბათუმში აქციაზე დაშავებულთა რაოდენობა ექვსია. უმრავლესობას აღენიშნება დაჟეჟილობა და დაზიანება, რაც, სასწრაფო სამედიცინო სადგურის განმარტებით,  გამოწვეულია დაცემით, ქვის მოხვედრითა და შეხლა-შემოხლით. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

სასწრაფო: აქციაზე დაშავებულია სამი ადამიანი

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ცნობით, ექიმებმა აქციაზე დაშავებული სამი ადამიანი გაიყვანეს, მათგან ორი აქციის მონაწილე და ერთი პოლიციელია, რომელსაც ქვა მოხვდა თავში. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგურის ინფორმაციით, დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

აქციის მონაწილეებმა პოლიციის მანქანას ქვები დაუშინეს

ბათუმში, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობის წინ აქციის მონაწილეებმა პოლიციის მანქანებს ქვები დაუშინეს. როგორ ადგილზე მყოფი „ბათუმელების“ კორესპონდენტები იტყობინებიან,  პოლიციამ ისინი გააფრთხილა, არ მიუახლოვდნენ შენობას, რადგან მოსალოდნელია შენობის მისამართით ქვების სროლა.

ბათუმში აქციაზე პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

ბათუმში, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა მას შემდეგ, რაც მოქალაქეებმა პოლიციის შენობასთან მყოფი პოლიციის სპეციალური რაზმის მისამართით ქვები ისროლეს. აქციის მონაწილეები მიმოიფატნენ, თუმცა მოკლე ხანში აქცია განახლდა და ამჟამადაც გრძელდება.  

სახალხო დამცველის წარმომადგენელი: დაკავებულები ამბობენ, რომ პოლიციას ძალა არ გამოუყენებია

სახალხო დამცველის წარმოამდგენელი აჭარაში, ციალა ქათამიძე დღეს, 11 მარტს, აქციაზე დაკავებულებს შეხვდა. ციალა ქათამიძის განცხადებით, დაკავებულების თქმით, მათ არა აქვთ პრეტენზია პოლიციის მიმართ. რაც შეეხება „პლაზასთან“ დაკავებულ პირს, ციალა ქათამიძე ამბობს, რომ როგორც დაკავებულმა აღნიშნა, მის მიმართ პოლიციას ძალა არ გამოუყენებია. სახალხო დამცველის წარმომადგენლის თქმით, გარეგნულად დაკავებულს არ აღენიშნება ძალადობის კვალი. შეგახსენებთ, რომ ინცინდენტი მოხდა …

ბათუმში აქციის მონაწილეები დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ

ბათუმში, აჭარის პოლიციის დეპარტამენტთან სიტუაცია დაძაბულია, აქციის მონაწილეები დღეს, ჭავჭავაძის ქუჩაზე, „პლაზასთან“ დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ. აქციაზე ისმის შეძახილები აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის გადადგომის მოთხოვნითაც. ბათუმის „პლაზასთან“ დღეს, 11 მარტს, აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ არასწორი პარკირებითვის მოქალაქე დააჯარიმა. თვითმხილველების თქმით, მოქალაქემ პოლიციის მისამართით შეიგინა, რასაც პოლიციელების მხრიდან მოქალაქეზე ფიზიკური ძალადობა მოჰყვა. აქცია „ბათუმი პლაზასთან“ მოკლე ხანში …

“პლაზასთან“ გზა გაიხსნა

ამ დროისათვის (22:00) ბათუმის „პლაზასთან“ გზა გადაკეტილი აღარ არის, პოლიციამ გზა გახსნა და დერეფანი გააკეთა. იკლო აქციის მონაწილეების რაოდენობამაც. ბათუმის „საბაგირო გზასთან“ მობილიზებულია პოლიცია. „პლაზასთან“ აქციის პარალელურად აქცია მიმდინარეობს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობასთანაც. დღეს აქციებზე სულ 6 ადამიანი დააკავეს. ბათუმის „პლაზასთან“ დღეს, 11 მარტს, აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ არასწორი პარკირებითვის მოქალაქე დააჯარიმა. თვითმხილველების თქმით, …

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის წინ აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს

ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს ბათუმის პოლიციის დეპარტამენტის წინ, სადაც რამდენიმე წუთის წინ რამდენიმე მოქალაქე დააკავეს. აქციაზე  100-ზე მეტი ადამიანია შეკრებული და ითხოვენ დღეს, ჭავჭავაძის ქუჩაზე დაკავებული პირების გათავისუფლებას. “ჩვენ გავიგეთ, რომ ეს ადამიანები არიან ძალიან ნაცემი, არ ვიცით სად ჰყავთ, ვითხოვთ გაგვაგებინონ მათი ამბავი“ – ამბობენ აქციის მონაწილეები. აჭარის პოლიციის დეპარტამენტიდან აქციის მონაწილეებთან სასაუბროდ გამოვიდა …

“ბათუმი-პლაზასთან“ პოლიციელების რაოდენობა გაიზარდა

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, „ბათუმი – პლაზასთან“ მიმდინარე აქციის შორიახლოს პოლიციელების რაოდენობა გაიზარდა. პოლიციელები ამჟამად  „საბაგირო გზის“ სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან. აქციის მონაწილეების ნაწილი შიშობს, რომ პოლიციის მობილიზება შესაძლოა იმაზე მიუთითებდეს, რომ აქცია შეიძლება დაარბიონ, თუმცა აქციის მონაწილეთა რაოდენობა არ იკლებს. აქციის მონაწილეები „პლაზასთან“ დაკავებული ორი მოქალაქის გათავისუფლებას ითხოვენ, რომელიც პოლიციამ დღეს დააპატიმრა. შს სამინსიტროს განცხადებით, მოქალაქეები …

ბათუმი-პლაზასთან პოლიციამ ორი პირი დააკავა

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე „ბათუმი პლაზასთან“ პოლიციამ ორი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, პოლიციამ ისინი მოძრაობის შეფერხების გამო დააჯარიმა, რაც მძღოლმა და მისმა თანმხლებმა პირმა გააპროტესტეს: „წინაააღმდეგობა გაუწიეს პოლიციას და ხელი შეუშალეს მოვალეობის შესრულებაში“. საქმე აღძრულია ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ასევე, ისჯება …

დეპუტატი ბათუმში მენინგოკოკური ინფექციის შემთხვევასა და ბათუმის ბავშვთა საავადმყოფოზე

ბათუმში მენინგოკოკური ინფექციის შემთხვევა ფატალურად დასრულდა. 4 წლის პაციენტი დღეს დილის 5 საათზე გარდაიცვალა. ბავშვის ოჯახის წევრები ექიმებს დაგვიანებულ რეაგირებაში ადანაშაულებენ. ბავშვის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციამ სოციალურ ქსელში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. მოქალაქეები აკრიტიკებენ სამედიცინო დაწესებულებასა და ექიმების კვალიფიკაციას. „დედათა და ბავშვთა რესპუბლიკური“ ცენტრი ერთადერთი საბავშვო სამედიცინო დაწესებულებაა ბათუმში. არის თუ არა ეს პრობლემა? – ამ საკითხზე …

ხეებს „ბობოყვათის რეზიდენციის“ ტერიტორიაზე, ანუ არქეოლოგიურ ზონაშიც თხრიან

ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის მრავალწლოვან ხეებს ბობოყვათში, ყოფილი სამთავრობო რეზიდენციის ტერიტორიაზეც თხრიან. ეს რეზიდენცია მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთებით უკვე საქართველოს საპატრიარქოს საკუთრებაა. სპეციალისტების განცხადებით, აღნიშნული ტერიტორია არქეოლოგიურად შესასწავლია, შესაბამისად, არ არის გამორიცხული, ხეების მოთხრამ არქეოლოგიურად უნიკალური ღირებულების ნიმუშების განადგურება გამოიწვიოს. არქეოლოგი ლაშა ასლანიშვილი [აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი] ამბობს, რომ სადაც მიმდინარეობს სამუშაოები იქ კულტურული …

4 წლის ბავშვი მენინგოკოკური ინფექციით გარდაიცვალა

11 მარტს, დილის ხუთ საათზე, 4 წლის ბიჭი, რომელიც 8 მარტს მენინგოკოკური ინფექციის დიაგნოზით თბილისში გადაიყვანეს, გარდაიცვალა. 4 წლის ანრის მდგომარეობა თბილისში გადაყვანის დროს მძიმე იყო. ბათუმში „დედათა და ბავშვთა რესპუბლიკურ ცენტრში“ მიყვანის დროს, როგორც ბავშვის ახლობლები ამბობდნენ, ბავშვს სხეულზე სისხლჩაქცევები ჰქონდა. ბავშვის ახლობლები ექიმებს უყურადღებობაში ადანაშაულებდნენ, რადგან მათი თქმით, ბავშვი ანალიზების აღების შემდეგ,  მძიმე მდგომარეობის …

მეზღვაურთა დასაქმება – თაღლითობის საქმე ბრალდებულის გარეშე

თაღლითობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, პროკურატურა ავთანდილ ა.-ს ედავება. საქმეს მოსამართლე გიორგი გრატიაშვილი ბრალდებულის გარეშე განიხილავს. ბრალდებული მესამე წელია იძებნება. საქმის მასალების მიხედვით, ავთანდილ ა.-ს მეზღვაურთა დასაქმების ოფისი ბათუმში ჰქონდა გახსნილი. სასამართლომ უკვე მოისმინა 10-მდე დაზარალებულის ჩვენება. მათი თქმით, ბრალდებული თითოეულ მათგანს 1200-დან 1500 დოლარამდე ახდევინებდა კონკრეტულ გემზე დასაქმების პირობით. საქმეშია ასევე ხელშეკრულებები, რომელსაც ბრალდებული მეზღვაურებს …

თავისუფალი პროექტების კონკურსის ხუთი გამარჯვებული

დღეს 10 მარტს, აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, გამარჯვებული თავისუფალი პროექტები გამოავლინა. ოფიციალური ინფორმაციით, კომისიამ 5 თავისუფალი პროექტი გამოარჩია. ესენია: 1. მუსიკალური ფესტივალი – Black Sea Sound – შპს “EREDELI’s Art 2. „არტ საწარმო“ – ა(ა)იპ თანამედროვე ხელოვნების სივრცე 3. „ქალები ქვიშიდან“ – სსიპ ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი 4. „პრინტის საერთაშორისო ფესტივალი LIFESTYLE” – კულტურის საერთაშორისო ფონდი „არტ კავკასია“ 5. …

სამთავრობო კომისია ბათუმის განაშენიანებაზე: „მდგომარეობა საგანგაშოა“

k2-ის [განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი} კოეფიციენტის გაზრდაზე შუამდგომლობის გაცემასთან დაკავშირებით მთავრობის თავმჯდომარისთვის რეკომენდაციების მომზადებაზე პასუხისმგებელი კომისია დღეს ინვესტორებს შეხვდა. მათგან უმეტესობას კომისიის რჩევით აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ k2 კოეფიციენტის გაზრდასთან დაკავშირებით შუამდგომლობაზე უარი უთხრა. შეხვედრა კომპანიების წარმომადგენლებსა და კომისიის წევრებს შორის დახურული იყო, ამიტომ ჟურნალისტებისთვის უცნობია როგორ წარიმართა დიალოგი მათ შორის, რა კითხვები ჰქონდათ ბიზნესის …

შემოდგომამდე უმაღლესი საბჭო კანონების მიღებას არ აპირებს

გასული წლის ნოემბერში შეკრებილ კანონმდებლებს ამ ეტაპზე არც ერთი საკანონმდებლო ინიციატივა დარეგისტრირებული არ აქვთ. საგაზაფხულო სესია აჭარის უმაღლეს საბჭოში 7 მარტს გაიხსნა. „არ გვინდა ისე გამოვიდეს, რომ მივიღოთ კანონი და მერე, შემოდგომაზე ისევ შესაცვლელი დარჩეს“, – გვითხრა დავით გაბაიძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ. შემოდგომაზე დეპუტატები საკონსტიტუციო ცვლილების მიღებას ელოდებიან. დავით გაბაიძე არ მალავს, რომ აქტიური …

რა სიმპტომები აქვს მენინგოკოკური ინფექციის ელვისებურ ფორმას

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, მენინგოკოკური ინფექციით საქართველოში წელიწადში 10-15 ადამიანი ავადდება. აჭარაში კი  წლის განმავლობაში  1 – 2 შემთხვევა  ყოველწლიურად ფიქრისდება. ელვისებური მენინგოკოკური ინფექციის დროს,  შემთხვევა ხშირად ლეტალურად სრულდება. რა არის მენინგოკოკური ინფექციის ელვისებური ფორმა და როგორ შეიძლება მისი პრევენცია? ამ თემაზე „ბათუმელებთან“ აჭარის საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ნიჟარაძემ ისაუბრა. ქალბატონო ნინო, ყველაზე ხშირად, …

რატომ თქვა უარი საპატრიარქომ სახელმწიფოსგან 3 მილიონი ლარის მიღებაზე

სახელმწიფოს მიერ საპატრიარქოსთვის გამოყოფილი 3,7 მილიონი ლარიდან, სამი მილიონი ლარის მიღებაზე საპატრიარქომ უარი თქვა. რა იყო უარის მიზეზი, არც ჩვენს მიერ მოპოვებულ დოკუმენტებშია მითითებული და ვერც საპატრიარქოში გავარკვიეთ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილისადმი გაგზავნილ წერილში, რომელსაც ხელს საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ლევან აბაიშვილი აწერს, აღნიშნულია, რომ საპატრიარქოსთვის გამოყოფილი 3 737 400 ლარიდან, 3 მილიონი …

„აჭარის ტელევიზიის“ ბორდის შესავსებად კონკურსი ცხადდება

საზოგადოებრივი მაუწყებლის „აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ სამეთვალყურეო საბჭოს მე-5 წევრის სავარძელი გასული წლის მაისიდან თავისუფალია, მას შემდეგ, რაც ზაზა ხალვაშმა ეს თანამდებობდა დატოვა. აჭარის უმაღლეს საბჭოს ბორდის ახალი წევრი ამ დრომდე არ შეურჩევია. სწორედ ეს უწყება არის უფლებამოსილი „აჭარის ტელევიზიის“ ბორდი დააკომპლექტოს ან დაითხოვოს. სამეთვალყურეო საბჭოს წევრის შესარჩევად კონკურსს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე აცხადებს. დავით გაბაიძე …

ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლიდან ექიმებს ათავისუფლებენ

ბათუმის საერთაშორისო სამედიცინო ჰოსპიტლიდან ზოგერთ ექიმს ათავისუფლებენ. ინფორმაცია „ბათუმელებს“ ლევან სიამაშვილმა დაუდასტურა, ჰოსპიტლის იურისტმა. მისი თქმით, საუბარია 3 ან 4 ექიმის გათავისუფლებაზე, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. „მზადდება გათავისუფლების შესახებ ბრძანებები, თუმცა არ გამოვრიცხავ მათთან მოლაპარაკება შედგეს და თანამშრომლობა გავაგრძელოთ. მიზეზი არის ის, რომ წინა მენეჯმენტის დროს ზოგიერთ ექიმს შეუსაბამოდ მაღალი ხელფასები ჰქონდა …

ბათუმი კანალიზაციის წყლით დატბორვის საფრთხის წინაშე

ბათუმის სატუმბო სადგურში, რომელიც საკანალიზაციო სისტემაშია ჩართული, ოთხი ტუმბოდან ორი დაზიანებულია. „ბათუმის წყლის“ განცხადებით, მთელი დატვირთვა მოდის ორ ტუმბოზე, რის გამოც შესაძლოა დაზიანდეს მუშა ტუმბოები, რაც ქალაქის დიდი ნაწილის კანალიზაციის წყლით დატბორვას  გამოიწვევს. „სატუმბო სადგურზე 24-საათიანი სამუშაო გრაფიკით მუშაობს ოთხი ზედაპირული ტუმბო, საკანალიზაციო სისტემიდან სატუმბო სადგურში ხშირად შეედინება მექანიკური დაბინძურება, რაც იწვევს ტუმბოების ხშირ დაზიანებას. მსგავსი სიტუაცია შეიქმნა ამა წლის პირველ მარტს, …

შსს: „კანონიერი ქურდის“ სახელით გამოძალვის ფაქტზე სამი პირია დაკავებული

შსს-ს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი სამი პირი: 1989 წელს დაბადებული გ.გ., 1981 წელს დაბადებული ბ.დ. და 1973 წელს დაბადებული გ.ო. თბილისში დააკავეს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა მოქალაქეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი …

კანონდარღვევა „აჭარის მწერალთა სახლის“ ტენდერში – სად გაქრა დოკუმენტები

„ასეთი უცნაური რამ აქამდე არ მინახავს. ეს კანონდარღვევაა“, – ასე აფასებს მალხაზ ჭკადუა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ბათუმის ოფისის მენეჯერი „აჭარის მწერალთა სახლის“ ტენდერს. ამ ორგანიზაციამ 27 თებერვალს ჟურნალ „ჭოროხის“ და ვახტანგ ღლონტის ლექსების კრებულის ბეჭდვაზე გამარტივებული ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. „უცნაურობა“ მდგომარეობს იმაში, რომ 6 მარტს დასრულებული ტენდერი ამ დრომდე გრძელდება. შემსყიდველს ანუ მწერალთა სახლს …

ხეები ამჯერად კომპანია „ანაგმა“ იყიდა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის

სახელმწიფოს მიერ 13 ათას ლარად აუქციონზე გამოტანილი სამი ძირი ხე მიმდინარე წლის 6 მარტს გაიყიდა. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხეები ამჯერად შპს „ანაგმა“ 13 500 ლარად შეიძინა. სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული აუქციონის გამოცხადების საფუძველი იყო კონკრეტული დაინტერესება. „ბათუმელები“ კომპანია „ანაგის“ დაუკავშირდა. „ჩვენ გვაქვს კომერციული ხელშეკრულება გაფორმებული დენდროლოგიურ პარკთან. ვარჩევთ ხეებს, ვყიდულობთ კერძო პირებისგან, ამ შემთხვევაში ვიყიდეთ სახელმწიფოსგან და ეს ხეები შემდეგ გადაგვაქვს …

500-მდე დაჯარიმებული პარკირების წესების დარღვევისთვის

დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე სულ 482 ადამიანი დაჯარიმდა, მათ შორის  378 პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომის გამო, 62 – ნიშანში დგომისთვის, 26 ტროტუარზე დგომის გამო, 11  დგომა-გაჩერების წესის დარღვევის გამო და კიდევ 5 ავტობუსის გაჩერებაზე დგომისთვის. ფოტოები გადაღებულია ბოლო რამდენიმე დღის განმავლობში.

Exit mobile version