მთავარი,სიახლეები

„ღამის სერენადების“ კონცერტები ბათუმში ლიანა ისაკაძის მეუღლის ხსოვნას მიეძღვნება

27.08.2017
„ღამის სერენადების“ კონცერტები ბათუმში ლიანა ისაკაძის მეუღლის ხსოვნას მიეძღვნება

ფესტივალ „ღამის სერენადების“ ფარგლებში, ბათუმში, 28-29 აგვისტოს დაგეგმილი კონცერტები ჩატარდება და ის ლიანა ისაკაძის მეუღლის, თამაზ ჩაჩავას ხსოვნას მიეძღვნება.

26 აგვისტოს, ბათუმში ქართველი მევიოლინისა და დირიჟორის, ლიანა ისაკაძის IX საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის „ღამის სერენადების”  მიმდინარეობისას ლიანა ისაკაძის მეუღლე თამაზ ჩაჩავა ცუდად გახდა, რის გამოც კონცერტი შეწყდა. თამაზ ჩაჩავა გუშინ გარდაიცვალა.

„ბათუმში კონცერტები ლიანა ისაკაძის გარეშე ჩატარდება და ის მისი მეუღლის თამაზ ჩაჩავას ხსოვნას მიეძღვნება. თავად მუსიკოსები ასე შეთანხმდნენ. ლიანა ისაკაძეს ბათუმში 29 აგვისტოს უნდა დაეკრა; 28-ში კი არის ჯაზი და კლასიკა ერთად და ბატონ თამაზს უნდა ემღერა. ამიტომ ცვლილებები შევიდა პროგრამაში. რაც შეეხება უცხოელ მუსიკოსებს, ნაწილი ჩამოსულია, ნაწილი ჩამოვა ბათუმში და ყველა მიიღებს ფესტივალში მონაწილეობას“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ ბათუმის მერიის განათლების და კულტურის განყოფილების უფროსმა ლამზირა ბოლქვაძემ.

რაც შეეხება გალაკონცერტს თბილისში, ჯერ უცნობია მასში მიიღებს თუ არა მონაწილეობას ლიანა ისაკაძე.

„ღამის სერენადები“ ბათუმში 26 აგვისტოს გაიხსნა. გეგმის თანახმად, ფესტივალი 31 აგვისტოს ლიანა ისაკაძის, იუსტუს ფრანცისა და „მსოფლიო ვირტუოზების“ გრანდიოზული გალაკონცერტით თბილისში, რუსთაველის თეატრში უნდა დაიხუროს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.