შუამთობა ბეშუმში ექვს აგვისტოს გაიმართება

ექვს აგვისტოს ბეშუმში შუამთობას იზეიმებენ. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების სამსახურის უფროსის, ბადრი მელაძის ინფორმაციით, შუამთობაზე სპორტულ- კულტურული ღონისძიებები გაიმართება. სადღესასწაულო პროგრამა, რომელიც დაახლოებით ორ საათსა და 30 წუთს მოიცავს, კულტურული ღონისძიებით დაიწყება და სპორტული შეჯიბრებებით დასრულდება. სპორტული ღონისძიების ფარგლებში, წელს პირველად, ბეშუმში „მრგვალ გორზე“ ავტორბოლა გაიმართება. სპორტულ-კულტურული ღონისძიების პარალელურად  ქორწილის ინსცენირებაც შედგება. სადღესასწაულოდ სუფრაც გაიშლება.ბადრი მელაძის თქმით, …

ვიდეოკამერის ჩანაწერის ამოღება ადვოკატებსაც შეუძლიათ

ქუჩებსა და კერძო ობიექტებში განთავსებული ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერის ამოღება ადვოკატებსაც შეუძლიათ. აქამდე ვიდეოჩანაწერის ამოღების უფლებას კანონი, ექსკლუზიურად, მხოლოდ პროკურორებს აძლევდა. 2017 წლის 27 იანვარს საკონსტიტუციო სასამართლომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ის ნორმატიული შინაარსი გააუქმა, რომლის მიხედვითაც ვიდეოკამერის მფლობელი ვალდებული იყო, პროკურორისთვის ჩანაწერი გადაეცა. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ძალადაკარგული ნორმა პარლამენტს უნდა შეეცვალა, მაგრამ პარლამენტარებს ამ …

ბათუმში პოლიციელი დაჭრეს

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, წუხელ, გვიან ღამით, ბათუმის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიიდან დაჭრილი პოლიციელი საავადმყოფოში გადაიყვანეს. „გამოძახება გვქონდა ღამის 2 საათიდან 3 საათის შუალედში, იყო დაჭრის ფაქტი. პოლიციელი დაჭრილი იყო წინა მხრის არეში ცეცხლსასროლი იარაღით. ის გადავიყვანეთ რესპუბლიკურ საავადმყოფოში“. სასწრაფო სამსახურის ინფორმაციით, დაჭრილი პოლიციელის მდგომარეობა გადაყვანის დროს სტაბილური იყო. დაჭრილი პოლიციელი 30-იდან 35 წლამდეა. …

მერაბ ღოღობერიძე: მაქვს გაუსაძლისი ტკივილები, ოპერაციას არ მიკეთებენ

სასჯელაღსრულების მეორე დაწესებულებიდან „ბათუმის აქციის საქმეზე“ ბრალდებული მერაბ ღოღობერიძე „ბათუმელებს“ ტელეფონით დაუკავშირდა და დახმარება ითხოვა. მან გვითხრა, რომ აწუხებს გაუსაძლისი ტკივილი და ექიმის რეკომენდაციის მიუხედავად, ქირურგიულ ოპერაციას არ უკეთებენ. „კონსულტაცია გავიარე ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში. მაქვს ექიმის, ნატალია რევიაშვილის სამედიცინო დასკვნა, რომელიც 20 ივლისით თარიღდება და სადაც წერია, რომ მესაჭიროება ქირურგიული ოპერაცია. საშინელი ფიზიკური ტკივილები მაქვს… …

ხულოში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ პაქსაძეებში ხანძრის შედეგად პაქსაძეების საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა. ხანძარი ხის საცხოვრებელ სახლს, სადაც 14 წევრი ცხოვრობდა, დღეს, პირველ აგვისტოს, რამდენიმე საათის წინ გაუჩნდა. ხულოს გამგებლის, ბესიკ ბაუჩაძის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაზიანებულა. „როდესაც სახლს ხანძარი გაუჩნდა, სახლში არავინ იმყოფებოდა, ოჯახი იალაღზეა გადასული, არავინ დაშავებულა. ხანძრის სხვა შენობებზე გადასვლის საშიშროება იყო, რადგანაც შემთხვევის ადგილთან …

ქობულეთის ცენტრალურ პარკთან 2,9 ჰექტარი მიწა 1,6 მილიონად აუქციონზე იყიდება

ქობულეთის სანაპიროზე, ქალაქის ცენტრალური პარკის მიმდებარედ, 29 ათასი კვ/მ მიწის ნაკვეთს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო პირობიან აუქციონზე ყიდის. ქონების საწყისი ფასი 1,6 მილიონი ლარია, ბიჯი – 48 ათასი ლარი. აღნიშნული ტერიტორია ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, 277 ნომერში მდებარეობს და აქ წლების წინ სანატორიუმი „ქობულეთი“ ფუნქციონირებდა. აუქციონის პირობების მიხედვით, სხვა მოთხოვნებთან ერთად, მყიდველი ვალდებულია: საბოლოო საპრივატიზებო საფასური …

უფასო და ფასიანი ღონისძიებები – აგვისტოს აფიშა ბათუმში

„ბათუმელები“ გთავაზობთ ბათუმში აგვისტოში დაგეგმილი ღონისძიებების ჩამონათვალს, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ივენთკალენდრის მიხედვითაა მომზადებული. ღონისძიებების უკეთ სანახავად დააწკაპუნეთ ფოტოზე.

მილიონები ბათუმის ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესიდან

ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის არჩილ ვანაძის ინფორმაციით, ბათუმის მერია სათამაშო ბიზნესისგან  მოსაკრებლის სახით წლის განმავლობაში 29,5 მილიონ ლარს ელოდება. „გასულ წელს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან ბიუჯეტში 21 მილიონ 835 ათასი ლარი შევიდა. ანუ პროგნოზთან შედარებით, 35 პროცენტით მეტი. მიმდინარე წლის შვიდი თვის მონაცემების მიხედვით კი, ბათუმის ბიუჯეტში 17 მილიონ ლარამდეა შესული სათამაშო ბიზნესიდან, დაახლოებით 12,5 მილიონ …

უცხოელი ბიზნესმენი: ბათუმში ავარიის ინსცენირებით ფულის გამოძალვას ცდილობდნენ

ბიზნესმენი ისრაელიდან ემილი დორფი საპატრულო პოლიციას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში სდებს ბრალს. ემილი დორფი ტურისტული კომპანია „თრეველ თუ ჯორჯია 2010“-ის დირექტორია. ამბობს, რომ პატრულის თანამშრომლებმა ყოველგვარი წერილობითი დოკუმენტის შედგენის გარეშე მისი კომპანიის ავტომანქანა გადაიყვანეს საჯარიმოზე მაშინ, როცა ავტოსაგზაო შემთხვევა არ მომხდარა. 23 ივლისის საღამოს ძველი ბათუმის ერთ-ერთ ქუჩაზე ემილი დორფმა საპატრულო პოლიცია გამოიძახა და დახმარება ითხოვა. …

ქობულეთის გამგეობის პასუხი მუსლიმთა პანსიონზე

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ წერილობით უპასუხა „ბათუმელების“ შეკითხვას: რატომ ეუბნება უარს მუსლიმთა პანსიონის ადმინისტრაციას კანალიზაციის სისტემაში ჩართვაზე მუნიციპალური შპს „ქობულეთის წყალი“? „ქობულეთის წყალს“ ჯერ კიდევ 2014 წელს ჩაურიცხა პანსიონმა  მომსახურების თანხა კანალიზაციის სისტემაში ჩასართავად. „ქობულეთის პანსიონის საქმეზე“ მუსლიმი თემი აპირებს ევროსასამართლოს მიმართოს. სარჩელის მთავარი მოთხოვნა დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის დადგენა იქნება. გამგეობის პასუხი „ბათუმელებმა“ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ …

საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტებისთვის ხულოში 6 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯება

აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის 2017 წლის ბიუჯეტით ხულოს მუნიციპალიტეტში იგეგმება 7 550 კილომეტრზე ასფალტის საფარის მოწყობა – 3 498 780 ლარის ფარგლებში, ხოლო 25 კილომეტრ გზაზე (8229 კუბ.მ.) ბეტონის საფარი მოეწყობა – 1 521 552 ლარის ფარგლებში. ერთი ხიდის რეაბილიტაციაზე უკვე დაიხარჯა 85 000 ლარი. ასევე იგეგმება 44  ხელოვნური ნაგებობის მშენებლობა-მოწყობა, …

კაზინოების წილი ბიუჯეტში

ბათუმის სამორინეებს გასულ წელს 680 600 ვიზიტორი ეწვია. აქედან ნახევარ მილიონზე მეტი – 517 256 (ვიზიტორთა 76 პროცენტი) უცხოელი იყო, დანარჩენი კი – საქართველოს მოქალაქე. ეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებია. ბათუმში ამ დროისთვის ცხრა კაზინო მუშაობს, თბილისში – ხუთი. სათამაშო ბიზნესიდან სახელმწიფო თუ ადგილობრივ ბიუჯეტებში სოლიდური თანხა შედის. რადგან ყველაზე მეტი კაზინო ბათუმშია განთავსებული, …

ქობულეთის პანსიონის საქმეზე მუსლიმი თემი ევროსასამართლოს მიმართავს

„ქობულეთის პანსიონის საქმეზე“ მუსლიმი თემი გეგმავს მიმართოს ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს. სარჩელს „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი“ [EMC] ამზადებს. მთავარი მოთხოვნა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის დადგენაა, რაც არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას გულისხმობს. „მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სასამართლომ კერძო პირებთან მიმართებაში დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა, არაფერი შეცვლილა. ჯერ კიდევ 2014 წელს მუქარით დაწყებული გამოძიება …

„მანქანის დაცხრილვის საქმეზე“ ორ პირს პატიმრობა შეუფარდეს – ერთი არასრულწლოვანია

მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა წინასწარი პატიმრობა შეუფარდა „მანქანის დაცხრილვის საქმეზე“ დაკავებულ ორ ბრალდებულს. საუბარია 30 ივლისს დილით ბათუმში, ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე მომხდარ შემთხვევაზე, როცა მსუბუქ ავტომანქანას რამდენჯერმე ესროლეს. ამ საქმეზე დაკავებული ორი პირიდან ერთ-ერთი არასრულწლოვანია. ამ მიზეზით აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი დახურულ სხდომაზე განიხილა სასამართლომ. ბრალდებულებს „სისხლის სამართლის კოდექსის“ 239-ე მუხლის მესამე ნაწილით ედავებიან, რაც გულისხმობს …

ახალი არქეოლოგიური აღმოჩენები პეტრას ციხეზე

ციხისძირის ისტორიული ციხე-ქალაქის ტერიტორიაზე უძველესი საყოფაცხოვრებო ნივთები, საბრძოლო და შრომის იარაღები – რკინის საბრძოლო ცულები, სატევრები, შუბისპირები, ისრისპირები, მუზარადი, ჯაჭვის პერანგისა და ფარის ნაშთები, მრავალრიცხოვანი კერამიკული ნაწარმი და განძი (95 ვერცხლის მონეტა) აღმოაჩინეს. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია  ადამიანის დამწვარი ძვლების ფრაგმენტები, „რაც იმაზე მეტყველებს, რომ მებრძოლები ციხის დაცვას შეეწირნენ. …

უახლოეს დღეებში ბათუმში მოღრუბლული ამინდი იქნება

პირველ, 2 და 3 აგვისტოს ბათუმსა და აჭარის სანაპირო ზოლში მოღრუბლული ამინდი შენარჩუნდება – აცხადებენ გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალურ ჰიდრომეტეოროლოგიურ ობსერვატორიაში. „მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექო. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი, 10-15 მეტრი წამში. ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება ღამით 20-25 , დღისით – 25-30 გრადუსი; მთაში ღამით – 13-19, დღისით – 23-28 გრადუსი. ბათუმში შესაძლოა …

ეროვნულ უმცირესობათა ფესტივალი ბათუმში [ფოტო]

ბათუმში პირველად ეროვნულ უმცირესობათა ფესტივალი ჩატარდა.  ბათუმის ბულვარში გამართულ სტენდებზე წარმოდგენილი იყო გერმანული, აზერბაიჯანული, ბერძნული, უკრაინული, რუსული, ებრაული და სომხური დიაპორების ნაციონალური კერძები, სურათები, სამოსი და სხვადასხვა ნივთი.       ფესტივალი გაიმართა თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის პროექტის ფარგლებში – „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება აჭარაში“. პროექტი დაფინანსებულია ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მიერ. სტატიაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის …

პირველი აგვისტოდან საშემოდგომო გაწვევა დაიწყო

სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2017 წლის საშემოდგომო გაწვევა, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, პირველი აგვისტოდან დაიწყო და 2017 წლის 29 დეკემბრამდე გაგრძელდება. მთავრობის დადგენილებაში აღნიშნულია: [checklist] საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს 1500-ით. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა …

ბულვარში იასონ გორდეზიანის ქანდაკებას დადგამენ

ბათუმის ბულვარში ცნობილი მებაღე-დეკორატორის, იასონ გორდეზიანის ბრინჯაოს ქანდაკება დაიდგმება. მთლიანობაში ძეგლისთვის [განთავსების ჩათვლით] მაქსიმუმ 130 ათასი ლარია გათვალისწინებული. ძეგლისთვის შერჩეულია სავარაუდო მდებარეობაც – ის ბულვარის კოლონადების გვერდით [მარცხნივ] განთავსდება. ბულვარის ტერიტორიაზე იასონ გორდეზიანის საპარკე ქანდაკების საუკეთესო ესკიზის გამოვლენასა და მის საფუძველზე საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისთვის ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ 4200 ლარი გამოყო. ესკიზს და შესაბამის ხარჯთაღრიცხვას ბულვარი ტენდერის საშუალებით შეისყიდის. …

ენერგოეფექტური შენობები – რა მასალებს უნდა იყენებდნენ ქართული სამშენებლო კომპანიები

ექსპერტები და სპეციალისტები  ენერგოეფექტურობის აუცილებლობაზე საუბრობენ და უნიკალურსა და დროულს უწოდებენ ნანო ტექნოლოგიებით დამზადებული პროდუქტებს და მისი გამოყენების მნიშვნელობაზე მიანიშნებენ. ენერგოეფექტურობის მნიშვნელობაზე მიანიშნებენ ბუნების დამცველებიც და აცხადებენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ქართულ ბაზარზე შემოდის ახალი კომპანია, რომელიც აწარმოებს ენერგოეფექტურ სამშენებლო მასალას ნანო ტექნოლოგიის გამოყენებით. რაც ასევე  ხელს შეუწყობს გარემოს დაცვითი პრინციპების დაცვასა და  მწვანე ბიზნესის …

სასამართლო პროცესი – ავტოავარია, რომელსაც 17 წლის გოგო ემსხვერპლა

„ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევა, რამაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია“ – ამ მუხლით ბრალდებულ ნოდარ რ.-ს საქმეს მოსამართლე დავით მამისეიშვილი განიხილავს. მას სისხლის სამართლის კოდექსის კიდევ ერთი მუხლის დარღვევას ედავება გამოძიება – განსაცდელში მიტოვება. ავარიის შედეგად ბრალდებულმა შემთხვევის ადგილი მიატოვა. საუბარია 2017 წლის 5 იანვარს შაფათავას ქუჩაზე მომხდარ ავტოავარიაზე, რომლის შედეგადაც 17 წლის ნინო ბაგრატიონი დაიღუპა. …

შსს: გზის მონაკვეთები მოძრაობის განტვირთვის მიზნით იკეტება

რამდენიმე წუთია ბათუმში შემოსასვლელი მაგისტრალი ბარცხანის ხიდთან ცალმხრივად ჩაკეტილია. ავტომანქანების მოძრაობას საპატრულო პოლიცია არეგულირებს. ბათუმის ცენტრალურ ნაწილში შემომსვლელი ავტომანქანები მოძრაობას თამარ მეფის გამზირიდან გადასასვლელი ხიდით გოგოლის ქუჩაზე აგრძელებენ [აქედან ავტომანქანები ქალაქის ცენტრში მაიაკოვსკისა და ერისთავი-ბაგრატიონის ქუჩებით გადიან]. შეზღუდვა არ ეხება და თავისუფლად გადაადგილდება მუნიციპალური ტრანსპორტი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე პერიოდული შეზღუდვა ქალაქის ცენტრში მოძრაობის …

2017 წლის ზაფხული – ყველაზე აქტიური ტურისტული სეზონი აჭარაში

რეგიონის პოპულარიზაცია მსოფლიოში პოპულარულ BBC და EURONEWS-ის არხებზე აჭარაში ტურისტული სეზონი წარმატებით მიმდინარეობს. წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით, უკვე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ 2017 წლის ზაფხული ბოლო წლებში ტურისტების ყველაზე დიდი რაოდენობით გამორჩეული იქნება. რეგიონის  პოპულარობას წინ ინტენსიური და ხანგრძლივი მოსამზადებელი ეტაპი უძღოდა, რომელსაც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ყოველწლიურად ახორციელებს. აჭარის პოპულარიზაციისა და რეგიონში ტურისტების მოზიდვის მიზნით წელს …

გოდერძიზე თხილამურების გაქირავებისა და სწრაფი კვების ობიექტები მოეწყობა

ხულოს მუნიციპალიტეტში, გოდერძის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე, თხილამურების გაქირავების პუნქტისა და სწრაფი კვების ერთსართულიანი ხის შენობების მშენებლობა იგეგმება. შენობების მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე ტენდერი შპს „გოდერდზირესორტს“-მა გამოაცხადა. სატენდერო თანხა 11 ათასი ლარია. ტენდერი 8 აგვისტოს დასრულდება. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვის შემდეგ კი კომპანია ტენდერს უკვე ობიექტების მშენებლობაზე გამოაცხადებს. ტექნიკური დავალების მიხედვით, ორ ხის შენობაში 5 ერთმანეთისგან იზოლირებული თხილამურების გასაქირავებელი სივრცე …

შუახევის გამგეობა გარკვეულ ოჯახებს ხის სახლებს შეუსყიდის

შუახევის გამგეობა, უსახლკარო და სოციალურად დაუცველ იმ ოჯახებს, რომელთა საცხოვრებელი სახლები სიძველისგან დაზიანებულია, ხის სახლებს შეუსყიდის. 11 სახლის შესაძენად გამგეობამ მიზნობრივი პროგრამა – „უკიდურესად გაჭირვებული, ძველი საცხოვრებელი სახლების მქონე და უსახლკარო ოჯახებზე საცხოვრებელი სახლების შეძენის პროგრამა“ შეიმუშავა და ბიუჯეტიდან 119 900 ლარი გამოყო. შუახევის გამგეობის ჯანდაცვის სამსახურის უფროსის, ზაზა ზოიძის ინფორმაციით, გამგეობა მხოლოდ ხის სახლებს შეისყიდის, …

ბათუმის მერია ორ ნიჩბიან ნავს ყიდულობს

ბათუმის მერია ორ ერთეულ ნიჩბიან ნავს [კაიაკი] ყიდულობს. მერიის ინფორმაციით, ნავები სანიჩბოსნო სპორტის განვითარებისთვის არის საჭირო. ნიჩბიანი ნავების შესაძენად ბიუჯეტიდან 5 ათასი ლარია გამოყოფილი. მერიის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, ალეკო თევზაძის თქმით, ბათუმში სანიჩბოსნო კლუბიც იქმნება, რომლის პრეზენტაცია სექტემბერში  გაიმართება. „გვინდა, რომ სანიჩბოსნო სპორტი დაუბრუნდეს ქალაქს. ამისთვის იქმნება სანიჩბოსნო სპორტის ფედერაცია. ამ ორი ნავის …

რუსები ბათუმში 2008 წლის აგვისტოს შემდეგ

მათ აკავშირებთ ერთი საერთო რამ – ეთნიკურად რუსები არიან და ბათუმში ცხოვრობენ. მათგან მხოლოდ ერთ-ერთი – 18 წლის რომა დაიბადა საქართველოში, სხვები სხვადასხვა გარემოების გამო აღმოჩდნენ ჯერ საქართველოში, შემდეგ კი ბათუმი აირჩიეს საცხოვრებლად. პოლიტიკაზე საუბარი არც ერთ მათგანს არ სურს, ამბობენ, რომ ამისგან თავს შეიკავებენ. ასევე იმასაც ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მათი ეთნიკური წარმომავლობის გამო არასდროს …

19 ათასი ლარი ჭაჭის თაუერის საათის შესაკეთებლად

დღეს, 31 ივლისს, ბათუმის ბიუჯეტში ცვლილებები განხორციელდა, რომლის მიხედვით სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის მართვის მუხლს  183 ათასი ლარი დაემატა. აღნიშნული თანხიდან 19 ათასი ლარი ჭაჭის თაუერის საათის შეკეთებაზე დაიხარჯება. მერიის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის ალექსანდრე თევზაძის ინფორმაციით, საათი რამდენიმე თვეა არ მუშაობს, რადგან მეხი დაეცა. მისივე ინფორმაციით, ჭაჭა თაუერში არც ჭაჭაა, რადგან ჩამოსასხმელი მოწყობილობა დაზიანებულია. „თაუერი …

ფსიქიკური აშლილობის მქონე მოქალაქეებს შუახევში სამედიცინო მომსახურებას ადგილზე გაუწევენ

შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობამ შუახევის სოფლებსა თუ დაბებში მცხოვრები, მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტებისთვის, ადგილზე სამედიცინო და მედიკამენტოზური მომსახურების განსახორციელებლად მიზნობრივი პროგრამა შეიმუშავა. პროგრამის – „თემზე დაფუძნებული მობილური გუნდების მომსახურება მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებისთვის“ – დასაფინანსებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 28 800 ლარი გამოიყო. გამგეობის სოციალური პროგრამის ფარგლებში, მომსახურება იმ პაციენტებს გაეწევა, რომლებიც აღრიცხვაზე იმყოფებიან და სამკურნალო-სარეაბილიტაციო კურსს ბათუმში …

ბათუმის საკრებულომ მთავრობას k2-ის გაზრდაზე მეორედ მოთხოვნის უფლება შეუზღუდა

ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, საქართველოსა და აჭარის მთავრობას  k2  კოეფიციენტის გაზრდის მეორედ მოთხოვნის უფლება შეეზღუდა. ეს გადაწყვეტილება დღეს, 31 ივლისს, საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. ბათუმის არქიტექტურის სამსახურმა საკანონმდებლო ცვლილებები გამოიტანა, რომლის მიხედვით,  საქართველოს და აჭარის მთავრობას  უფლება აღარ ექნებათ, ზონალური კომისიის გადაწყვეტილების შემდეგ,  K2 კოეფიციენტის გაზრდა მეორედ მოითხოვონ იმ მიწის ნაკვეთზე, რომელზეც უკვე განხორციელდა განაშენიანების ინტენსივობის ზრდა. …

„ქართული ლიტერატურა საბჭოთა კავშირამდე და შემდეგ” – შეხვედრა მწერალ დავით გაბუნიასთან ბათუმში

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ იწყებს დისკუსიათა ციკლს „საუბრები ევროპაზე“. 11 აგვისტოს, 19:00 საათზე, ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში გაიმართება შეხვედრა დრამატურგთან, მწერალ დავით გაბუნიასთან თემაზე – „ქართული ლიტერატურა საბჭოთა კავშირამდე და შემდეგ”. დისკუსიის მოდერატორი ჟურნალისტი ზვიად ქორიძე იქნება. დასწრება თავისუფალია. პროექტის მენეჯმენტის  მხარდაჭერია აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI),  ფინანსური მხარდამჭერები კი არიან ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და სამშენებლო კომპანია „გზები”. მისამართი: ბათუმის …

1-ელ აგვისტოს რიკოთის გვირაბში მოძრაობა 5 საათით აიკრძალება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის საავტომობილო გვირაბში, 2017 წლის 1-ელ აგვისტოს, ღამის 00:00 სთ-დან  დილის 05:00 სთ-მდე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. „საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143–ე კმ-ში მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, გვირაბის მართვის ავტომატიზირებული სისტემის (SKADA) განახლების მიზნით, 2017 წლის 1 აგვისტოს, ღამის 00:00 სთ-დან  დილის 05:00 სთ-მდე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის …

როდის გამოაცხადებენ ტენდერს ბათუმის სტადიონის მშენებლობაზე

ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, ახალი სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველს შპს „სტადიონი“ მაქსიმუმ 646 355 ლარს გადაუხდის. „სტადიონმა“ მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. ცალკე ტენდერია გამოცხადებული უშუალოდ სპორტული კომპლექსის მშენებლობაზეც, სადაც სატენდერო თანხა 66 მილიონ 574 ათას 430 ლარია. სატენდერო პირობების მიხედვით სპორტული კომპლექსი ხელშეკრულების გაფორმებიდან 11 თვეში უნდა აშენდეს. მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერი მიმდინარე წლის 9 …

20 ათასი ლარი ნურიგელის ტბის გათევზიანებისთვის

ბათუმში, ნურიგელის ტბის გათევზიანებისთვის, ბათუმის ბიუჯეტიდან 20 ათასი ლარი გამოიყო. ამ თანხით იგეგმება ასევე აერაციის სისტემის გადახურების საწინააღმდეგო და საკონტროლო აღჭურვილობის სისტემის შეძენაც. საკითხი დღეს, 31 ივლისს, ბათუმის საკრებულოში განიხილეს. მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. დღის წესრიგში რამდენიმე საკითხია შეტანილი. 6 მაისის პარკში, ნურიგელის ტბაში, ბევრი მოქალაქე თევზაობს, თუმცა თევზჭერა აქ არ არის რეკომენდებული. სპეციალისტების რეკომენდაციით, …

მარტო კლასში

15 წლის თეკლა ნემსიწვერიძე  ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ტვიშის საჯარო სკოლის მეათე კლასის ერთადერთი მოსწავლეა. გოგონა, რომელიც მთებს შორის მოქცეულ სოფელში ცხოვრობს, „ბათუმელებს“ იმ ამბებზე, სირთულეებზე თუ უპირატესობებზე უყვება, რაც მთაში ცხოვრებას ახლავს თან. ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ტვიშის საჯარო სკოლის მეათე კლასში ვსწავლობ, 15 წლის ვარ. კლასში წელსაც მარტო ვარ, ისე როგორც გასული ცხრა სასწავლო წლის …

ზღვის სარგებელი ეკონომიკაში

აჭარის ზღვის სანაპიროზე ხშირად ნახავთ ნიჟარებს, რომელთა შიდა მხარე პრიალაა და სტაფილოსფერი დაჰკრავს. ასეთი ნიჟარებისგან აჭარაში საფერფლეებს, მარტივ სამკაულებსა და დეკორატიულ ვაზებს ამზადებენ, რასაც ბათუმში, ძირითადად, ტურისტები ყიდულობენ. მოლუსკს, რომლის თავშესაფარიც ეს ნიჟარაა, რაპანა ჰქვია და საქართველოში მას შემოსავალი მხოლოდ წვრილმანებით მოვაჭრეებისთვის მოაქვს, მაშინ, როცა უცხოეთში 1 კილოგრამი რაპანას ფასი 1-7 დოლარია. რაპანა შავ ზღვაში …

Exit mobile version