შსს-ს ინფორმაციით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში, ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ „ზებრა“-გადასასვლელთან სიმბოლური აქცია-პერფორმანსი გაიმართა. „ზებრა-გადასასვლელთან დაიდგა ფორტეპიანო, რომელზეც განთავსებული იყო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის სტიკერები და წარწერები: „ისარგებლე ზებრა-გადასასვლელით“ და „გზა დაუთმე ქვეითს“. აქციის იდეის თანახმად, ფორტეპიანო და მისი კლავიატურა სიმბოლურად „ზებრა- გადასასვლელს“ ასახავდა. აქციის განმავლობაში ნებისმიერ გამვლელს შეეძლო ფორტეპიანოზე დაკვრა და ამ …
Continue reading “„გზა დაუთმე ქვეითს“ – აქცია-პერფორმანსი ბათუმში”