ქობულეთში ავტობანის მშენებელი კომპანიისგან დაბრუნებულ ქონებას სამინისტრო ასხვისებს

კომპანია „სინოჰიდროს“, რომელიც ქობულეთის შემოვლით გზას აშენებს, ჩოლოქის დასახლებაში, იჯარით გადაცემული ჰქონდა შენობა-ნაგებობები, 30 000 კვ.მ მიწასთან ერთად. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ეს ქონება მიმდინარე წლის 4 სექტემბრს გამოთავისუფლდა და დაუბრუნდა მესაკუთრეს – აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას. სამინისტრო ამ ქონების პრივატიზებას გეგმავს. ქონების პრივატიზებამდე, იქ არსებული შენობა-ნაგებობებისა და მიწის ნაკვეთის დასაცავად, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ დაცვის …

ჯილეხის შემთხვევა ხელვაჩაურში – გარდაცვლილია ადამიანი

ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახალსოფელში ჯილეხის (ციმბირის წყლულის) შემთხვევა დაფიქსირდა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისთვის ინფორმაცია ჯილეხის სავარაუდო შემთხვევის შესახებ ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლიდან 25 აგვისტოს გახდა ცნობილი. დაავადებული მამაკაცი 28 აგვისტოს გარდაიცვალა. ეს წელს ჯილეხით გარდაცვალების პირველი შემთხვევაა აჭარაში. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში ჯილეხით ადამიანთა დაავადების შემთხვევები ყოველწლიურად რეგისტრირდება. „სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველებში დაავადების ჯგუფურ …

როდის დაიწყება საბავშვო ბაღები აჭარის მთაში

ქედის მუნიციპალიტეტში მოქმედი 15 საბავშვო ბაღიდან, 11 სექტემბერს სააღმზრდელო პროცესი 14  ბაღში განახლდება. ზუნდაგის საბავშვო ბაღი, სააღმზრედელო პროცესს რეაბილიტაციის გამო აჩერებს. ქედის გამგებლის, დავით დუმბაძის ინფორმაციით, მანამდე, ვიდრე ამ ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება, ბავშვები უახლოეს დოლოგნისა და მახუნცეთის ბაღებში გადანაწილდება. „მოქმედი ბაღებიდან, მიმდინარე წელს წონიარისის ბაღს ჩაუტარდა რემონტი, წლის დასაწყისში გავხსენით ახალი ბაღი სოფელ ოქტომბერში, …

„ქართული ოცნების“ ქალი კანდიდატები ბათუმის საარჩევნო სიაში

„ქართული ოცნებიდან“ ორი ქალი კანდიდატი იბრძოლებს საკრებულოს წევრობისთვის – ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ექიმი ნერიმან ცინცაძე და ბათუმის საკრებულოს წევრი, ნატალია ზოიძე. ორივე მათგანმა „ბათუმელებს“ დაუდასტურა, რომ საკრებულოს წევრობა სურთ „ქართული ოცნებიდან“. „საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. შეთავაზება მივიღე და დავთანხმდი,“ – გვითხრა ნერიმან ცინცაძემ. მან მოუცლელობის მიზეზით არ გვიპასუხა კითხვებზე, პარტიული სიაში რომელი …

ავტოავარიების შედეგად ოთხი თვის განმავლობაში 624 ადამიანი დაზარალდა, მათ შორის – 58 არასრულწლოვანი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2017 წლის იანვრიდან მაისამდე ავარიების შედეგად ქვეყანაში 624 ადამიანმა მიიღო დაზიანება, მათ შორის 58 არასრულწლოვანია. ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების დარღვევაზე პროკურატურამ 2017 წლის იანვრიდან მაისამდე 301 ადამიანის მიმართ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა. ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით ისჯება. ეს მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას, თავისუფლების შეზღუდვას …

„არაბული სოფელი“ არაბების გარეშე – მანიპულაცია მიწით

„არაბული სოფლის გაშენებას ვერ დავადასტურებთ, რადგან სახლების აშენების ნებართვის მისაღებად ჯერ არავის მოუმართავს, მაგრამ ამას ვერც გაბედავენ, ვინაიდან სოფელი წინააღმდეგია და ეს ამბავი არაბებს ჩაეშლებათ. სოფელი რომ წინააღმდეგი არ წასულიყო, ალბათ, შემოიტანდნენ განაცხადს მშენებლობის ნებართვაზე“, – ამბობენ გარდაბანში. ამ მუნიციპალიტეტის სოფელ კუმისში აქციები მაშინ დაიწყო, როცა საქართველოს პარლამენტმა უცხოელებისთვის მიწების მიყიდვის აკრძალვის კანონპროექტზე მუშაობა გაააქტიურა. …

საიას დასკვნა საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ კანონპროექტზე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის [საია] ინფორმაციით 2017 წლის ივლისში, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საჯარო სამსახურის ბიურომ წარმოადგინა „საჯარო დაწესებულებაში ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომელიც ახლებურად განსაზღვრავს საჯარო სამსახურში ანაზღაურების წესსა და ოდენობას. საიას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი ვერ უზრუნველყოფს საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციაში გათვალისწინებული ერთიანი და თანასწორი ანაზღაურების სისტემის შექმნას და არსებული არათანაბარი მიდგომების აღმოფხვრას. „კანონპროექტის …

ხელვაჩაურის სოფლებში მეწყერი ჩამოწვა

ძლიერი წვიმის შედეგად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებასა და ზედა ჯოჭოში, საცხოვრებელ სახლებთან მეწყერი ჩამოწვა. სამებაში, კოჩალიძეებისა და სვანიძეების სახლებთან ჩამოწოლილმა მეწყერმა შიდა სასოფლო გზის ჩაკეტვაც გამოიწვია. ხელვაჩაურის გამგებობაში აცხადებენ, რომ ტექნიკა უკვე გააგზავნეს და სასოფლო გზაზე ჩამოსულ მიწის მასას მალე გაწმენდნენ. გუშინ, 6 სექტემბრის საღამოდან ამ დრომდე აჭარის სანაპირო ზოლში გადაუღებლად წვიმს. მთავარი ფოტო: მეწყერი ხელვაჩაურში …

სარფში დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

 შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, „საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, თურქეთის მოქალაქე, ე.ბ-ს მართვის ქვეშ არსებული სატრანპორტო საშუალებების დათვალიერებისას, ნარკოტიკული საშუალებები, კერძოდ; მეტანფეტამინი (0,92 გრ.),  კოკაინი (0,62 გრ.), მარიხუანა (5,63 გრ.) ექსტაზი (762 აბი) და აღნიშნული აბების ნატეხები, ასევე ნარჩენი ფხვნილი (18,51 გრ.) აღმოაჩინეს“. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს …

ნისლის გამო მთა შავნაბადაზე ვერტმფრენებმა მუშაობა შეაჩერეს

მთა შავნაბადაზე ნისლის გამო ვერტმფრენებმა მუშაობა შეაჩერეს ხულოში. მთა შავნაბადაზე ხანძრის ჩასაქრობად სამუშაოები დღეს დილიდან განახლდა. ცეცხლის ჩაქრობას ამ დრომდე მაშველ-მეხანძრეებთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობა, სატყეო სააგენტოსა და შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები ცდილობენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, შავნაბადაზე ძლიერი ნისლის გამო ხილვადობა ჭირს და ვერტმფრენი მუშაობას ვერ ახერხებს. იმ შემთხვევაში თუ ნისლი გაიფანტება, ხანძრის ჩასაქრობად ორივე …

„ძალა ევროპაშია“ რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ

საინფორმაციო კამპანია „ძალა ევროპაშიას“ ფარგლებში დღეს, 6 სექტემბერს, ბათუმში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრა გაიმართა. კამპანიის მიზანი საზოგადოებაში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. შეხვედრაზე საუბარი იყო  პრორუსული განწყობების გაძლიერების პრობლემაზე, რითაც რუსეთი ცდილობს შეცვალოს ქვეყნის განვითარების დასავლური კურსი და გავლენა მოახდინოს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ გარემოზე. შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ორგანიზებით მოეწყო. რამდენად ეფექტურია …

დავა 66 მილიონზე – ვის ააშენებინებენ ბათუმში ახალ სპორტსკოლას

ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობასთან დაკავშირებულ ტენდერზე შესყიდვების საააგენტოს დავების საბჭო მსჯელობს.  შპს „სტადიონმა“ „საბა კონსტრაქშენს“, რომელმაც ელექტრონულ ვაჭრობაზე ყველაზე დაბალი ფასი დაასახელა, დისკვალიფიკაცია მისცა. კანონმდებლობა ასეთ შემთხვევაში უპირატესობას ტენდერში მონაწილე სხვა კომპანიას ანიჭებს, რომელმაც ასევე სხვა პრეტენდენტებთან შედარებით დაბალი ფასი დააფიქსირა [ამ შემთხვევაში ტენდერში სამი კომპანია მონაწილეობდა]. შესაბამისად, შანსი გაუჩნდა შპს „დაგს“, …

შუახევში სახლი დაიწვა

შუახევის მუნიციპალიტეტში, დღვანის თემში, სოფელ გოგინაურში გოგიტიძეების საცხოვრებელი სახლი და ნალია მთლიანად დაიწვა. ხის ორსართულიან სახლს ცეცხლი დღეს გაუჩნდა. ცეცხლის ჩაქრობას ქედისა და შუახევის სახანძრო-სამაშველო ბრიგადები ცდილობდნენ. დღვანის თემში გამგებლის წარმომადგენლის ჯუმბერ ფუტკარაძის თქმით „ცეცხლის კერიდან 5-7 მეტრში საცხოვრებელი სახლია, გოგიტიძეების სახლის გადარჩენა ვერ მოხერხდა, თუმცა ყველა ძალა ვიღონეთ, რომ ხანძარი გვერდით არსებულ სახლებზე არ …

ხულოელმა მოჭიდავემ ათენის მსოფლიო ჩემპიონატში ბრინჯაოს მედალი აიღო

ათენის მსოფლიო ჩემპიონატში ხულოელმა მოჭიდავემ – ოთარ აბულაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. იგი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მონაწილეობდა ჭაბუკთა შორის. ოთარ აბულაძე 17 წლისაა. მსოფლიო ჩემპიონატი ათენში გრძელდება. დღეს, 6 სექტემბრის საღამოს ასევე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობის კატეგორიაში ბათუმში მცხოვრები თემურ ხოზრევანიძე მიიღებს მონაწილეობას. „ის იბრძვის მესამე, ან მეხუთე ადგილისთვის. ხვალიდან გოგონებს შორის იქნება შეჯიბრი. ამ კატეგორიაში საქართველოს ნაკრებს მონაწილე …

ვინ იქნებიან ბათუმის საავტორო კინოფესტივალის ჟიურის წევრები

საავტორო კინოს ბათუმის მე-12 კინოფესტივალის მხატვრული ფილმების კონკურსის ჟიურის თავმჯდომარეა მოჰსენ მახმალბაფი [ირანი/საფრანგეთი].  ჟიურის წევრები არიან: ნუცა ალექსი-მესხიშვილი [საქართველო], დიანა აშიმოვა [ყაზახეთი], სიდიქ ბარმაკი [საფრაგენთი] და ბორის შულმანი [შვედეთი]. დოკუმენტური ფილმების კონკურსის ჟიურის თავჯდომარე ალექსანდრე რეხვიაშვილი იქნება საქართველოდან. ჟიურის წევრები არიან: შონ მაკალისტერი [დიდი ბრიტანეთი], მეჰმეტ ალი არსლანი [თურქეთი], ვიქტორ კუფალი [გერმანია]  და სეიფოლა სამადიანი [ირანი]. მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსის ჟიურის …

სოფელ გოგინაურში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა

შუახევის მუნიციპალიტეტში, დღვანის თემში, სოფელ გოგინაურში გოგიტიძეების საცხოვრებელი სახლი იწვის. ხის ორსართულიან სახლს ცეცხლი რამდენიმე წუთის წინ გაუჩნდა. დღვანის თემში გამგებლის წარმომადგენლის ჯუმბერ ფუტკარაძის ინფორმაციით, ცეცხლს შუახევის სახანძრო ბრიგადა აქრობს. „დამატებით ქედის სახანძრო ავტომობილი გამოვიძახეთ, ჩემი ინფორმაციით ავტომობილი უკვე გზაშია,“- გვითხრა ჯუმბერ ფუტკარაძემ.

თვითმმართველობა თბილისიდან

ავტორი: მაია მეცხვარიშვილი  საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე ქვეყანამ ოთხი ხელისუფლება გამოიცვალა, თუმცა 26 წლის მანძილზე ვერ მოხერხდა ძალაუფლების დეცენტრალიზაცია. შედეგად, ფორმალურად არსებული თვითმმართველობები კვლავაც დედაქალაქიდან – თბილისიდან იმართება. 21 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობამ მერები და საკრებულოს წევრები 60-ზე მეტ მუნიციპალიტეტში უნდა აირჩიოს, თუმცა არჩევნებამდე 3 თვით ადრე მხოლოდ დედაქალაქში დასახელდა მერობის კანდიდატები. ბევრ მუნიციპალიტეტში დღემდე არ …

მძინარე ლოდების მინდორი

ავტორი, ფოტო: მანანა ქველიაშვილი  ყოველი ახალი მოგზაურობის დაგეგმვის წინ ვფიქრობ, სად და როგორ ვიპოვო ისეთი ადგილი, რომელსაც დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს, მაგრამ ამჟამად ნაკლებად პოპულარულია. ჟურნალის ამ ნომრის დაგეგმვის წინ, ერთ-ერთი ასეთი ძებნის დროს, შემთხვევით ვიპოვე ინფორმაცია ქვასაყდარას შესახებ. მანამდე არასდროს გამიგია ამ ადგილზე. იმერეთში, მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე მდებარე ქვასაყდარაზე ინფორმაციას ტურისტულ გზამკვლევებში ვერ …

შაჰინის ლიცეუმის ყოფილ შენობაში ახალი სკოლა გაიხსნება

შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმის ყოფილ შენობაში ახალი სკოლა გაიხსნება. ლიცეუმის დახურვის შემდეგ შენობა კომპანია „ვი თი ჯგუფმა“ შეიძინა. ამ  კომპანიაში განმარტავენ, რომ ლიცეუმის შენობის ტერიტორიაზე კერძო და საზაფხულო სკოლები გაიხსნება. „ვი თი ჯგუფი“ არსებული შენობის ინფრასტრუქტურის განახლებას, მოდერნიზაციას და მაღალკვალიფიციური გუნდის შექმნას აპირებს. „კომპანიამ შეისწავლა აჭარის რეგიონში საგანმანათლებლო, კონკრეტულად კი კერძო საშუალო სკოლების სეგმენტი, რის შედეგადაც …

საპორტო ქალაქების როლი წარსულში და დღეს

ბათუმში სასტუმრო „ჰილტონში“ მეორე დღეა საპორტო ქალაქების შესახებ კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენციას სტუმრები რამდენიმე ქვეყნიდან ესწრებიან. კონფერენცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და ბერლინის ლიტერატურისა და კულტურის ცენტრის მიერ არის ორგანიზებული და განხილვის თემაა, „საპორტო ქალაქები როგორც საკონტაქტო ზონები და საგანგებო ადგილები“. „ბათუმელები“ კონფერენციის ერთ-ერთ მონაწილეს, ბერლინის ლიტერატურისა და კულტურის კვლევის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელს ზაალ ანდრონიკაშვილს ესაუბრა. „საპორტო ქალაქის …

სიკვდილი გზაში

„დილით მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა ქვეითს, ახალგაზრდა ქალი სასწრაფო-სამედიცინო სამსახურს გარდაცვლილი დახვდა…“ – წერდა „ბათუმელები“ იმ დღესაც, როცა ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მორიგი ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა.   [checklist] 26 მარტიდან დღემდე ამ ქუჩის ერთ მონაკვეთში, „თიბისი ბანკთან“ მისვლამდე, ექვს ქვეითს დაეჯახა ავტომანქანა, მათ შორის, სამი შემთხვევა ტრაგიკულად დასრულდა. 10 წლის ბავშვი გარდაცვლილი დახვდა ექიმებს ასევე ბათუმში, თამარის …

რა ხდება, როცა თეატრის დირექტორობის კანდიდატს მინისტრი იწუნებს

ბათუმის თოჯინების და მოზარდმაყურებელთა თეატრს ახალი დირექტორი ეყოლება. ამ პოზიციაზე თეატრის ახალმა სამხატვრო ხელმძღვანელმა, გიორგი ჩხაიძემ თემურ მახარაძის კანდიდატურა წარუდგინა აჭარის განათლების მინისტრს, რომელმაც დირექტორის დანიშვნის შესახებ ბრძანებას უნდა მოაწეროს ხელი. თოჯინების თეატრს ბოლო 10 წლის განმავლობაში მედეა ჩარკვიანი ხელმძღვანელობდა. თეატრის დირექტორი სამხატვრო ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადით [4 წელი] ინიშნება. 29 აგვისტოს განათლების და კულტურის მინისტრმა, …

სპექტაკლი ალჟირის ბანაკის ქართველ ტყვე ქალებზე – ბათუმის თეატრის ახალ სცენაზე

გრიბოედოვის თეატრი 172-ე სეზონს ბათუმში გასტროლით ხსნის სპექტაკლით „ალჟირი“ [აკმოლინსკის ბანაკი სამშობლოს მოღალატეთა ცოლებისათვის]. სპექტაკლი 6 და 7 სექტემბერს გაიმართება საღამოს რვა საათზე ბათუმის დრამატული თეატრის ახალ სცენაზე. სპექტაკლი ალჟირის ტყვეებს ეძღვნება, ქალბატონებს საქართველოდან … „ალჟირი“ – ავთანდილ ვარსიმაშვილის დოკუმენტური დრამაა. გაცოცხლებული ისტორია, რომელიც დაფუძნებულია რეალურ ფაქტებზე. იგი მოგვითხრობს სტალინური ეპოქის ყველაზე საშინელი ადგილის – გულაგის ერთერთი „კუნძულის“ შესახებ. თეატრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით: „ბანაკის …

ცეცხლაურთან, მდინარე ჩოლოქზე არსებული ხიდის რეაბილიტაცია იგეგმება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქობულეთის სოფელ ცეცხლაურსა და ოზურგეთის სოფელ ლაითურს შორის მდინარე ჩოლოქზე არსებული ხიდის რეაბილიტაციას გეგმავს. ხიდთან ერთად გაკეთდება 6 კმ-მდე გზა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეც. გზისა და ხიდის რეაბილიტაციის თხოვნით დეპარტამენტს ოზურგეთის გამგეობიდან მიმართეს. „…გამყოფ სასაზღვრო ზოლში მდინარე ჩოლოქზე არსებული საავტომობილო ხიდი 2004 წლის ცნობილი მოვლენების დროს იქნა დაზიანებული და დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე, …

პროგნოზი: დღეს ღამით ბათუმში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და ქარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ ჰიდრომეტეოროლოგიურ ობსერვატორიის ამინდის პროგნოზის მიხედვით, „6 სექტმებერს მოსალოდნელია წვიმა. დროგამოშვებით იქნება ძლიერი წვიმა და ქარი“. ობსერვატორიის მონაცემებით, დღეს ღამით გაწვიმდება და ხვალ საღამომდე იწვიმებს. „გაძლიერდება დასავლეთის ქარი 15-20 მეტრი წამში, დროგამოშვებით კი 17-22 მეტრი წამში, ასევე შტორმი 4-5 ბალი. ჰაერის ტემპერატურა 3-4 გრადუსით შემცირდება,“ –  უთხრეს „ბათუმელებს“ ობსერვატორიაში. 8, 9 და …

ბათუმში ამ დროისთვის მერობის მხოლოდ ერთი კანდიდატია დარეგისტრირებული

6 სექტემბრის მონაცემებით, ბათუმის 79-ე საარჩევნო ოლქში მერობის მხოლოდ ერთი კანდიდატია დარეგისტრირებული. კახაბერ ცისკარიძე „საქართველოს ერთობის და განვითარების პარტიამ“ წარადგინა. 27 აგვისტოს კახაბერ ცისკარიძემ დამოუკიდებელი კანდიდატობის სურვილი დააფიქსირა, თუმცა საარჩევნო პროცედურების მიხედვით, დამოუკიდებელი კანდიდატად დარეგისტრირების ვადა უკვე გასული იყო. ბათუმს დამოუკიდებელი მერობის კანდიდატი არ ეყოლება. სხვა პარტიებს მერობის კანდიდატები საარჩევნო ოლქში ჯერ არ დაურეგისტრირებიათ. ცნობილია, რომ …

ენმ: საოლქო კომისიებმა „ქართული ოცნებისგან“ გამზადებული სიებით მიიღეს გადაწყვეტილება

„ეს კადრები ადასტურებს იმას, რომ საოლქო კომისიები წინასწარ გამზადებული სიების მიხედვით აკეთებენ არჩევანს. პოლიტიკურად ნეიტრალური და პროფესიონალი კადრების შერჩევის ნაცვლად, საოლქო კომისია „ქართული ოცნებისგან“ გამზადებული სიით მუშაობს,“ – აცხადებს მირდატ ქამადაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. ქობულეთის და ხელვაჩაურის საოლქო კომისიების სხდომების ამსახველი ვიდეომასალა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს, 6 სექტემბერს წარმოადგინა. საოლქო კომისიებმა თავიანთი წარმომადგენლების შერჩევა საუბნო კომისიებში გუშინ, …

„ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი კანდიდატები ქედის საკრებულოში

„ბათუმელების“ ინფორმაციით პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ქედის გამგებლის თანამდებობაზე უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრისა და ქედის ყოფილი გამგებლის, ირაკლი ბარამიძის კანდიდატურას განიხილავს. პარტიის ქედის ორგანიზაციის თავმჯდომარის ვაჟა ბოლქვაძის ინფორმაციით, საბოლოო გადაწყვეტილება შვიდ სექტემბერს გახდება ცნობილი. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ქედის საკრებულოში წარსადგენად ამ დროისთვის მხოლოდ  მაჟორიტარი კანდიდატების ვინაობა აქვს დაზუსტებული. პარტია დაბა ქედის მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატად ქედის …

კერძო დაცვის სამსახურები შსს-ს და პარლამენტის წინააღმდეგ

შინაგან საქმეთა სამინისტროს და პარლამენტს კერძო დაცვის სამსახურები საკონსტიტუციო სასამართლოში ედავებიან. მოსარჩელეები არიან შპს „გიგანტი სექიურითი“ და „იუნაითედ სექურითი“. ისინი „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ კანონის ჩანაწერს ასაჩივრებენ, რომელიც სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ანიჭებს უფლებამოსილებას, რომ იმოქმედოს კერძო დაცვითი ორგანიზაციების საქმიანობაზე, როგორც კონტროლის განმახორციელებელმა ორგანომ, ხოლო მეორეს მხრივ, თავად განახორციელოს დაცვითი საქმიანობა. გასაჩივრებულია შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებაც, …

ხულოში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გძელდება

მთა შავნაბადაზე, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დღეს დილიდან თურქული ცეცხლმქრობი ვერტმფრენიც ჩაერთო. ამ დროისთვის ცეცხლის ლიკვიდაციას მთა შავნაბადაზე, ერთი თურქული და ერთი  ქართული ვერტმფრენი, მაშველ-მეხანძრეები, ადგილობრივ მოსახლეობა, სატყეო სააგენტოსა და  შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები ცდილობენ. ხანძრი სამ ლოკაციაზეა გავრცელებული და სალიკვიდაციო სამუშაოებში 850-მდე ადამიანია ჩართული. იქედან გამომდინარე, რომ ხანძარი ტექნიკისთვის მიუვალ ადგილზეა, აჭარის საგზაო დეპარტამენტს …

შუახევში, წელათის ტყეში, ხანძარი ლიკვიდირებულია

შუახევში, სოფელ წელათის ტყეში გააჩენილი ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. მუნიციპალიტეტის გამგებლის, ტარიელ ებრალიძის ინფორმაციით ხანძრის აალების საშიშროება არ არსებობს. „ხანძარი წელათის ტყეში, დაახლოებით 200 კვადრატზე ბუჩქნარს მოედო, სახანძრო-სამაშველო სამსახურთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობა ხანძრის ჩასაქრობად ღამის განმავლობაში მუშაობდა, ხანძრის ლოკალიზება ღამის ოთხ საათისთვის მოხერხდა, თუმცა რომ არ მომხდარიყო აალება, ხანძრის ადგილები წყლით დამუშავდა“ – ამბობს გამგებელი. ხანძარი …

შუახევში ხანძარია

შუახევის მუნიციპალიტეტში, შუბნის თემში, სოფელ წელათიდან სამი კილომეტრით დაშორებულ ტყეში ხანძარი გაჩნდა. შუახევის გამგებლის, ტარიელ ებრალიძის ინფორმაციით, ხანძარი ტყის მასივში, დაახლოებით 100 კვადრატზე, სამ ადგილზეა გავრცელებული. „ხანძრის შესახებ მოქალაქემ გვაცნობა, გამოვიძახეთ სახანძრო-სამაშველო სამსახურები, ავტომობილები გზაშია, შეტყობინება გავუგზავნეთ მოსახლეობას, ისინიც გაემზადონ, რომ დროულად მოხდეს ხანძრის ლოკალიზება, მოსახლეობას ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება“ – აცხადებს გამგებელი. მთიან აჭარაში …

ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებები ხულოში დილიდან განახლდება

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის, ლაშა ბოლქვაძის ინფორმაციით, ხანძრის მასშტაბი მთა შავნაბადზე არ გაზრდილა: „მთელი დღის განმავლობაში მუშაობდა, როგორც მეხანძრე-მაშველები და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, ასევე ადგილობრივები. ცეცხლი დაახლოებით 2-3 ჰექტარზე ლოკალურადაა, სამ ადგილზე. ჩემი ინფორმაციით ცეცხლი ამ დრომდე სამივე ლოკაციაზე რჩება“. დღეს მთა შავნაბადაზე ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებებში ვერტმფრენიც ჩაერთო. ხულოში, მთა შავნაბადაზე ხანძრის ჩასაქრობად სამუშაოები ხვალ, 6 სექტემბერს, დილით …

მიტროპოლიტი დიმიტრი: ამ ყველაფერში საინტერესოა მეუფე პეტრეს როლი

პროკურატურის მიმართ უნდობლობა ბათუმის და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ ღიად დააფიქსირა. კითხვების დასმამდე მიტროპოლიტმა მთავარი აქცენტი მეუფე პეტრეზე გააკეთა. დღეს, 5 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს „ციანიდის საქმეზე“ 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მიტროპოლიტი დიმიტრი განაჩენს პრესკონფერენციით გამოეხმაურა. „ჩვენი ნდობა მათ მიმართ ვერ ვიტყვი, რომ გამართლდა. ძალიან ბევრი გაუგებრობა, შეუთავსებლობაა ამ საქმეში, აბურდულ-დაბურდულია ბევრი საკითხი, პასუხი …

კედელი აივნის წინ – ბათუმის არქიტექტურა დღეს

ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, ახალი სახლის აივნები მეორე მაღლივი სახლის კედელს ესაზღვრება. ამ ბინაში მცხოვრები კი აივნიდან ხედის ან ეზოს ნაცვლად  ყრუ კედელს დაინახავს. ახალი სახლის აივნებზე დამონტაჟებული გამჭვირვალე კარიდან კი არათუ მზის სხივი, დღის სინათლეც კი ვერ შეაღწევს. დააკვირდით ფოტოს: ამ ფოტოზე ჩანს, რომ ორ კედელს შუა ღია აივნები და ფანჯრები მოექცა. ნაცრისფერ სახლში …

„საუბრები ევროპაზე“ ბათუმში – გოგი გვახარიას დისკუსია საბჭოთა კვალის შესახებ

თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი ACCESS-ის მხარდაჭერით აგრძელებს დისკუსიათა ციკლს „საუბრები ევროპაზე“. 15 სექტემბერს, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეში, 17:00 საათზე გაიმართება დისკუსია თემაზე: „საბჭოთა კვალი პოსტსაბჭოთა საქართველოში“ დისკუსიას გაუძღვება კინომცოდნე გოგი გვახარია. დისკუსიის მოდერატორი იქნება ჟურნალისტი სალომე ასათიანი. მისამართი: ბათუმი, ვაჟა ფშაველას ქ. #21 დასწრება თავისუფალია.   

Exit mobile version