ლაშა კომახიძე „იაფ სახლთან“ დაკავშირებით მის მიერ ეთერში ნათქვამ უზუსტობაზე

გუშინ, 19 სექტემბერს, გადაცემა „არჩევანში“ „ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატმა, ლაშა კომახიძემ განაცხადა, რომ „იაფი სახლის“ პროექტის კრიტერიუმები ბათუმის მერიაში უკვე დაამუშავეს და საკრებულოს გადაუგზავნეს განსახილველად. „ბათუმელებმა“ ინფორმაცია საკრებულოში გადაამოწმა. საკრებულოს განათლების კომისიის თავმჯდომარის, ნინო ბერაძის ინფორმაციით, „იაფი სახლის“ კრიტერიუმების შესახებ პროექტი საკრებულოში მერიას ამ დროისთვის შეტანილი არ აქვს. შესაბამისად, ლაშა კომახიძეს ვთხოვეთ განემარტა, რაზე …

10 ფილმი, რომლებიც ბათუმის კინოფესტივალზე უნდა ნახოთ

ბათუმში საავტორო კინოს მე-12 საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს. წელს ფესტივალზე 40-მდე მხატვრულ და დოკუმენტურ, ასევე მოკლემეტრაჟიან ფილმებს აჩვენებენ კინოფესტივალის სხვადასხვა სექციაში. „ბათუმელები“ გთავაზობთ 10 ახალ ფილმს, რომლებმაც უკვე მიქციეს ყურადღება სხვადასხვა კინოფესტივალზე. „უსიყვარულობა“ რეჟისორი ანდრეი ზვიაგინცევი. რუსეთი/საფრანგეთი 2017 კინოთეატრი „აპოლო“, 20 სექტემბერი, 22:00 საათზე ფილმი მოსკოველ ცოლ-ქმარზე მოგვითხრობს, რომლებსაც განქორწინება სურთ. მშობლებისთვის ზედმეტ ბარგად ქცეული 12 …

ბათუმელი მუშების მხარდასაჭერად „აუდიტორია 115“ აქციას მართავს

„სოლიდარობა ბათუმელ მუშებს“ – ამ მოწოდებით „აუდიტორია 115“ ბათუმელი მუშების მხადარდამჭერ აქიას მართავს. საუბარია „მეტრო სითის“ მშენებლობაზე, სადაც 8 სექტემბერს ორი მუშა დაიღუპა, ხოლო 18 სექტემბერს სამსახურში დაბრუნებული მუშები მშენებლობაზე აღარ შეუშვეს. მშენებლობა ახალ ბულვარში, კაჩინსკების ქუჩაზე მიმდინარეობს. საპროტესტო აქციის გამართვას „აუდიტორია 115“ ამ ადგილას აპირებს. კომპანია „მეტროს“ ადმინისტრაციამ გუშინ, 19 სექტმებერს განაცხადა, რომ მშენებლობა …

ბავშვთა პორნოგრაფიისა და გაუპატიურებისთვის ძებნილი ბათუმში დააკავეს

პარიზის ინტერპოლის მიერ ძებნილი უკრაინის მოქალაქე ტ.ჩ. ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე დააკავეს. ტ.ჩ.-ს ბრალად ედებოდა საფრანგეთის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, მათ შორის, დანაშაული ბავშვთა წინააღმდეგ, პორნოგრაფიის გავრცელება და გაუპატიურება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ძებნის სამმართველომ და აჭარის პოლიციის …

ბათუმის კინოფესტივალის აფიშა: რა ფილმებს ნახავთ დღეს

დღეს,  20 სექტემბერს, ბათუმის საავტორო კინოფესტივალზე კინოთეატრ „აპოლოში“ შემდეგი ფილმები იქნება ნაჩვენები: 12.00 საათზე: „ბურმის ზღაპრების კრებული“, პიტერ ლომ, ჰოლანდია/ნორვეგია, 2017, 81 წთ. [დოკუმენტური ფილმი] 14.00 საათზე: „მზის ქალაქი“, რატი ონელი, საქართველო/აშშ/ქატარი/ჰოლანდია, 2017, 104 წთ. [დოკუმენტური ფილმი] 16.00 საათზე:  „სიგიჟის სიხარული“, ჰანა მახმალბაფი, ავღანეთი/ირანი, 2003; 71 წთ. [მხატვრული, არასაკონკურსო] 18.00 საათზე: „სავარძელი“, ელდარ შენგელაია, საქართველო, …

დათო ტურაშვილის შეხვედრა საზღვაო აკადემიის სტუდენტებთან

მწერალი დათო ტურაშვილი დღეს, 19 აგვისტოს, ბათუმში საზღვაო აკადემიის სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრა შედგა პროექტის ფარგლებში – „მწერლები ევროპული ღირებულებებისთვის“, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობის, განსაკუთრებით კი რეგიონებში ახალგაზრდების ინფორმირებას ევროპული ღირებულებებისა და კულტურის შესახებ. დათო ტურაშვილმა შეხვედრის დასაწყისში თავის წიგნებზე ისაუბრა, მათ შორის, „სხვა ამსტერდამსა“  და „ჯინსების თაობაზე“. სტუდენტებმა მოჰყვა „ჯინსებს თაობის“ განხილვისას დისკუსია გამართეს. სტუდენტების ერთი ჯგუფის აზრით, …

მშვიდობის საერთაშორისო დღეს ბათუმში ქუჩას მოხატავენ

ხუთშაბათს, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ბათუმში დილის ათი საათიდან 12 საათამდე, მხატვარი ირაკლი ადეიშვილი ზვიად გამსახურდიას ქუჩას მოხატავს. ხოლო „ტოლერანტობის კლუბის“ წევრები კი მოხატავენ სანაგვე ურნას აბაშიძის ქუჩაზე.  პროექტი  – „საქართველო ჩვენი სამშობლოა; ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება აჭარაში“ ხორციელდება ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით.

სუს-ის თანამშრომელმა 46 დღის წინ მოქალაქეს ესროლა, მისთვის ბრალი ჯერაც არ წარუდგენიათ

2 აგვისტოს ღამის კლუბ „სექტორ 26“-ში მოქალაქე დაჭრეს. გამოძიება პროკურატურამ იმავე დღეს დაიწყო, თუმცა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში ამ დრომდე არავინ მიუციათ. შესაბამისად, არც სასამართლო განხილვა დაწყებულა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, კლუბში მოქალაქე სუს-ის თანამშრომელმა – ლაშა გაბრიჭიძემ დაჭრა. მისთვის ბრალი დრემდე არ წარუდგენიათ. ის დღემდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობს. „მიმდინარეობს გამოძიება და ველოდებით გამოძიების შედეგს, ამ ეტაპზე მეტს …

აშშ-ის საელჩო საქართველოში ამერიკული კუთხეების კოორდინატორებს დააჯილდოებს

ბათუმის ამერიკულ კუთხეში  კოორდინატორებისთვის ვორქშოპი მიმდინარეობს. შეხვედრას საქართველოში მოქმედი ცხრა ამერიკული კუთხის წარმომადგენელი ესწრება. ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, შეხვედრის მიზანი გამოცდილების გაზიარებაა. ამერიკის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის ერინ მარია ჯარეტის თქმით, ბათუმის ამერიკული კუთხე არის ერთ-ერთი პრიორიტეტული, რომელიც ევროპის ამერიკული კუთხეების ათეულში შედის. დღეს, 19 სექტემბერს, საელჩომ კოორდინატორები დააჯილდოვა. განახლებული ამერიკული კუთხე ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში …

ბათუმში სამ ქვეითს ავტომანქანა დაეჯახა

ბათუმში, საბაგიროს მიმდიბარე ტერიტორიაზე, ფეხით მოსიარულე სამ ახალგაზრდას ავტომანქანა დაეჯახა. დაშავებულები სავაადმყოფოში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით. ამ დროისთვის მძღოლი დაკავებული არ არის.  სამინისტრო ინფორმაციას ერთ-ერთის გარდაცვალების შესახებ არ ადასტურებს.

გლადიატორების ორთაბრძოლა გონიოს ციხეში

2017 წლის 20-24 სექტემბერს, 10:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით, გონიო-აფსაროსის ციხეში, რომლის ისტორიაც მჭიდროდაა დაკავშირებული რომაულ კულტურასთან, ღონისძიება ,,რომაელი ჯარისკაცის ერთი დღე გონიოში’’ გაიმართება. ეს ღონისძიება გასულ წელს ჩატარდა პირველად და ვიზიტორების დიდი ინტერესი გამოიწვია. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება რომაელი ლეგიონერის აღჭურვილობა და მისი ყოველდღიური კვების რაციონი,  ჯარისკაცის ცხოვრებასთან, საქმიანობასთან დაკავშირებული …

როგორ შევქმნათ სამართლიანი საარჩევნო გარემო – საიას რეკომენდაციები მთავრობას

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია [საია] 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის კონკურენტული, სამართლიანი და ინკლუზიური საარჩევნო გარემოს შესაქმნელად ცესკოსა და მთავრობას რეკომენდაციებს აძლევს. საიას ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, საიამ რეკომენდაციები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების ანალიზის საფუძველზე შეიმუშავა. დღეს საიას ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ხიმშიაშვილმა, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე იმ თემატურ დარღვევებზე ისაუბრა, რაც, …

მუშები „მეტრო სითის“ წინააღმდეგ: მშენებლობაზე არ შეგვიშვეს, თავისუფლები ხართო

ბათუმში, კაჩისნკების ქუჩაზე, მუშებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათი თქმით, კომპანია „მეტრო სითის“ მშენებლობის ჭიშკარი დაკეტილი დახვდათ და სამსახურიდან დაუსაბუთებლად დაითხოვეს. 8 სექტემბერს აქ მშენებლობიდან ორი ახალგაზრდა მუშა ჩამოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. მშენებლები ამბობენ, რომ ამ უბედური შემთხვევის გამო იყო შეჩერებული მშენებლობა. სამსახურში დაბრუნებულებს კი, მუშაობის საშუალება აღარ მისცეს. „12 სექტემბერს იყო დაკრძალვა, მერე ისევ სამსახურში გამოვედით. …

ლოზნიცას, შლენდორფისა და მახმალბაფის ფილმები – კინოფესტივალის მეორე დღე ბათუმში [აფიშა]

დღეს,  19 სექტემბერს, ბათუმის საავტორო კინოფესტივალზე კინოთეატრ „აპოლოში“ შემდეგი ფილმები იქნება ნაჩვენები: 12.00 საათზე: „ცემენტის გემო“, ზიად ქალთოუმი, გერმანია/ლიბია/სირია/არაბეთის გაერთიანებული საემიროები/კატარი, 2017, 85 წთ. [დოკუმენტური ფილმი] 14.00 საათზე:  „აჩრდილების ქალაქი“, მეთიუ ჰეინმანი, აშშ, 2017, 90 წთ. [დოკუმენტური ფილმი] 16.00 საათზე: „წვეულება“, სალი პოტტერი, დიდი ბრიტანეთი, 2017, 71 წთ. [მხატვრული ფილმი] 17.30 საათზე:  „ნაზი არსება“, სერგეი ლოზნიცა, …

ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბში მოძრაობა 3 ოქტომბრამდე შეზღუდული იქნება

ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბში საავტომობილო მოძრაობა 2017 წლის 3 ოქტომბრის ჩათვლით შეზღუდული იქნება. საავტომობილო გზების აჭარის დირექციის ინფორმაციით, გვირაბთან ახლოს მიმდინარეობს არსებულ მაგისტრალზე ქობულეთის ახალი შემოვლითი გზის დაერთება. ქობულეთის შემოვლითი გზის [ავტობანის] ქობულეთი-ბათუმის არსებულ საავტომობილო გზასთან დაერთება მიმდინარე წლის 25 სექტემბრამდე გაგრძელდება, რის გამოც ამ დრომდე ჩაკეტილი იქნება გვირაბის მარცხენა მხარე [ჩაქვის მხრიდან] და ორმხრივი მოძრაობაა მარჯვენა [ჩაქვის …

გასროლა ღამის კლუბში

ღამის კლუბ „სექტორ 26“-ში 2 აგვისტოს ადამიანი დაჭრეს. თავდაპირველად მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაჭრილი პოლიციელი იყო. სინამდვილეში კი, მოხდა პირიქით – „ბათუმელებმა“ გაარკვია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ი) ერთ-ერთმა თანამშრომელმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა ღამის კლუბის დაცვის თანამშრომელი, 27 წლის მამაკაცი. „სექტორში“ მომხდარ ფაქტზე სუს-ის თანამშრომლისთვის ბრალი დღემდე არ წარუდგენიათ. [highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]რა თქვეს …

გოდერძის უღელტეხილი-ბეშუმის გზის რეაბილიტაციისთვის 5 მილიონამდე ლარი დაიხარჯება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გოდერძის უღელტეხილი-ბეშუმის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს. სამუშაოებისთვის მიმდინარე და მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მთლიანობაში, 4 997 679 ლარი გამოიყოფა, თუმცა საბოლოო თანხის ოდენობა იმ ტენდერზე იქნება დამოკიდებული, რომელიც დეპარტამენტმა უკვე გამოაცხადა. გზაზე ჩასატარებელი ძირითადი სამუშაოებია: ტრასის აღდგენა და გამაგრება; არსებული ბუჩქნარის და მცირე ზომის ხეების გაკაფვა; არსებული ელ. გადამცემი ბოძების …

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი: რვა თვეში აჭარას 1 021 996 ტურისტი ესტუმრა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში აჭარას, ყველა ადმინიტრაციული საზღვრის გავლით,  1 021 996 უცხოელი ვიზიტორი ესტუმრა. „აქედან, ნახევარ მილიონზე მეტი ვიზიტორი რეგიონს მხოლოდ ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ეწვია, რაც 25%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს“-ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში. ამავე წყაროს ცნობით,  ვიზიტორების სიმრავლის მხრივ ყველაზე  გამორჩეული ბათუმის ბოტანიკური ბაღია, რომელსაც მარტო ივნის-აგვისტოში 160 259 ვიზიტორი …

ბათუმში შუახნის კაცი სიმაღლიდან ჩამოვარდა

სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ბათუმში, მაზნიაშვილისა და ზუბალაშვილის ქუჩების კვეთაში, შუახნის მამაკაცი სიმაღლიდან ჩამოვარდა. „მამაკაცს მხრის მარჯვენა ნაწილში და თავზე აქვს დაზიანებები მიღებული, სასაწრაფო დახმარების ბრიგადამ ის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. გადაყვანის დროს მამაკაცი კონტაქტური იყო“. შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. სასწრაფოს ინფორმაციით, აღნიშნულ მისამართზე საცხოვრებელი სახლებია.  

სარფში 2,61 გრამი მარიხუანა აღმოაჩინეს

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა თურქეთიდან შემომავალი ავტობუსის სამსახურებრივი ძაღლის მეშვეობით დათვალიერების შედეგად, მგზავრის – საქართველოს მოქალაქის, ო.ღ-ს სავარძელზე 2,61 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანა“  აღმოაჩინეს. მათივე ცნობით, საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.   საქართველოს კანონმდებლობით, მცირე ოდენობით გამომშრალი მარიხუანის, ნედლი მარიხუანისა და მცენარე …

„ქართული ოცნების“ დროშიანი პირველკლასელების მშობლები იმავე სკოლაში მუშაობენ

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ სხეფის საბაზო სკოლაში წელს სულ სამი პირველკლასელი ჰყავთ. ამ ბავშვების პედაგოგმა საკუთარი ფეისბუქის გვერდზე გაავრცელა ფოტოები, სადაც ბავშვები მერხთან „ქართული ოცნების“ დროშებით სხედან. „ბათუმელებმა“ გაარკვია, რომ სამიდან ორი ბავშვის მშობელი სხეფის სკოლაში მუშაობს. მალხაზ დავითაძე ერთ-ერთი პირველკლასელის მშობელია. ამბობს, რომ ბავშვს სახელისუფლო პარტიის  დროშა სკოლაში სახლიდან არ მიუტანია. მალხაზი სხეფის საბაზო სკოლაში …

ხანძარი საცხოვრებელ სახლში

სამაშველო სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქობულეთში, სოფელ კვირიკეში, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. „ადგილზე მუშაობდა ოთხი ბრიგადა, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია“. ქობულეთის გამგებლის სულხან ევგენიძის თქმით, ხანძარი დაახლოებით დილის ცხრა საათისთვის გაჩნდა. საცხოვრებელ სახლში ექვსი ადამიანი ცხოვრობს. „სახლი ღაღაიშვილების ოჯახს ეკუთვნის. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჩვენთვის უცნობია, ალბათ გამოძიება დაადგენს. სახლი მთლიანად დაიწვა, ამიტომ საცხოვრებლად გამოუსადეგია. ჩვენ ვიმსჯელებთ კომისიაზე …

ვინ განახორციელებს მონიტორინგს ქედა-ბათუმის გაზსადენის მშენებლობაზე

ბათუმი-ქედის მონაკვეთზე (ხიჭაურის დასახლებამდე) გაზსადენის მშენებლობაზე ტექნიკურ ზედამხედველობას კომპანია „ტრიჯიტი“ განახორციელებს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ტექნიკური ზედამხედველი ელექტრონული ტენდერით შეარჩია. ზედამხედველის შესარჩევად ტენდერი სამინისტრომ 8 აგვისტოს  126 700 ლარზე გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობა მიიღო ორმა კომპანიამ: შპს  „ტრიჯიტმა“ სამინისტროს ზედამხედველობის გაწევას 124 700 ლარად შესთავაზა, ხოლო შპს „ოიკო ჯგუფმა“  – 126 700 ლარად. ხელშეკრულება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის …

შავი ზღვის ბიზნესის აკადემია აცხადებს მიღებას უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე

შავი ზღვის ბიზნესის აკადემია ახადებს საბუთების მიღებას პროფესიულ და უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო  პროგრამებზე:  – სასტუმროს მიღება-განთავსების სპეციალისტი – ბუღალტერი – სატრანსპორტო ლოგისტიკის ოპერატორი – ბანკის მოლარე-ოპერატორი აკადემიაში ჩარიცხვა წარმოებს ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე. ქართული ენის ცოდნის დონის განსაზღვრის მიზნით,  აპლიკანტები გაივლიან გასაუბრებას. გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული დიპლომი. შავი ზღვის ბიზნესის აკადემია ასევე აცხადებს მიღებას შემდეგ სასერტიფიკატო კურსებზე: – სასტუმროს მენეჯმენტი – სასტუმროს მართვის კომპიუტერული პროგრამა OPERA – ბუღალტერია – ბანკის მოლარე-ოპერატორი – ძვირფასი ლითონები – საინჟინრო კომპიუტერული გრაფიკა AutoCad – არქიტექტურული მოდელირების პროგრამული პაკეტი ArchiCAD   წარმოსადგენი საბუთები:   – სააპლიკაციო …

კონკურსი ხულოს გამგეობაში ახალი თანამშრომლის შესარჩევად

მიუხედავად იმისა, რომ ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება არსებობს და განყოფილებაში ორი თანამშრომელია დასაქმებული, ხულოს გამგებელი, ბესიკ ბაუჩაძე საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში თანაშემწის აყვანას აპირებს გამარტივებული კონკურსით. კონკურსის პირველი ეტაპი – განცხადების გადარჩევა უკვე დასრულდა. შემდეგი ეტაპი გასაუბრებაა, რომელსაც კონკურსანტები მუნიციპალიტეტის გამგებელთან ან მის უფლებამოსილ პირთან გაივლიან. რაში სჭირდება თანაშემწე საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში გამგებელს, როდესაც …

ენმ: მთავრობა ოფიციალურ ვებგვერდებს წინასაარჩევნო აგიტაციისთვის იყენებს

„ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა, მირდატ ქამადაძემ დღეს, 18 სექტემბერს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მმართველი პარტია ადმინისტრაციულ რესურს იყენებს და მან გარკვეული მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაც მოითხოვა. „2017 წლის 12 სექტემბერს „ქართულმა ოცნებამ“ სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში მერობის კანდიდატები წარადგინა. აქციაში ჩართული იყო მთელი ადმინისტრაციული რესურსი. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, აჭარის უმაღლესი საბჭოს და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის …

პირველკლასელები „ქართული ოცნების“ დროშებით გაკვეთილზე

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ სხეფის დაწყებითი სკოლის  მასწავლებელი, მარინა დარჩიძე თავის ფეისბუქგვერდზე პირველკლასელთა ფოტოს აქვეყნებს, სადაც ბავშვებს „ქართული  ოცნების“ დროშები უჭირავთ ხელში. ზოგადი განათლების შესახებ კანონის მიხედვით, სკოლა თავისუფალია პოლიტიკური გავლენებისგან. გარდა ამისა, საარჩევნო პერიოდში ეს მიიჩნევა წინასაარჩევნო აგიტაციის წესების დარღვევად. „სამართლიანი არჩევნების“ აჭარა-გურიის კოორდინატორის, მადონა ბერიძის განმარტებით, „სასწავლო პროცესში დროშების გამოფენით სკოლის პოლიტიკური აქტივობა წარმოჩნდა, რითაც დაირღვა …

რა ფილმებს ნახავთ დღეს ბათუმში – კინოფესტივალის პირველი დღე

დღეს, 18 სექტემბერს, საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე, კინოთეატრ „აპოლოში“ შემდეგი ფილმები იქნება წარმოდგენილი:  12.00 საათზე: აუსტერლიცი, სერგეი ლოზნიცა, გერმანია, 2016; 94 წთ. [დოკუმენტური ფილმი] 14.00 საათზე: მოკლემეტრაჟიანი ფილმები (ევროპის კინოაკადემიის საუკეთესო ევროპული მოკლემეტრაჟიანი ფილმების კოლექცია). 16.00 საათზე: იუპიტერის მთვარე,  კორნელ მუნდრუცო, უნგრეთი/გერმანია, 2017,  123 წთ. [მხატვრული ფილმი] 18.30 საათზე: პატიოსანი კაცი, მოჰამად რასულოფ, ირანი, …

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა [ფოტო]

დღეს, 17 სექტემბერს, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში, საავტორო კინოს ბათუმის მე-12 საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა. ღონისძიება ამ წუთებში მიმდინარეობს. ქართულ კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის და სამსახიობო ოსტატობისთვის ფესტივალზე ბუბა კიკაბიძე სპეციალური პრიზით დააჯილდოვეს. კინომსახიობს პრიზი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ გადასცა. კინოფესტივალის ყოველწლიური სპეციალური პრიზი მსოფლიო კინემატოგრაფში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცა კომპოზიტორ გია ყანჩელს. ფესტივალის გახსნის ცერემონიის შემდეგ …

ეკომიგრანტებისთვის ურეხში სოციალური სახლის დაპროექტებაზე ტენდერი არ შედგა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ურეხის დასახლებაში ეკომიგრანტთათვის სოციალური სახლის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე გამოცხადებული ტენდერი არ შედგა. საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისთვის გამგეობას 25 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული, თუმცა ტენდერში მონაწილეობა არავინ მიიღო. ურეხის სოციალური სახლის პროექტირებაზე ტენდერი უკვე მეორედ არ შედგა. გამგეობის სატენდერო კომისიას ჯერ არ უმსჯელია ტენდერს მესამედ გამოაცხადებს, თუ, ვთქვათ სხვა გზით შეიძენენ პროექტს. მეორე …

მშენებლობა ტროტუარის და ავტოპარკინგის ხარჯზე

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე, ყოფილი ტექნიკური უნივერსიტეტის მოპირდაპირედ, სასტუმროს მშენებლობა იწყება. აქ არსებული ტროტუარის მონაკვეთი და ავტოპარკინგის ტერიტორია სამშენებლო მოედნის საზღვრებში უკვე მოექცა. ტროტუარზე ფილები აყრილია და ტერიტორიას ღობავენ. იცოდა რა დაგეგმილი მშენებლობის შესახებ, ტერიტორიის ნაწილი, მათ შორის ის ადგილიც, სადაც ტროტუარი და ავტოპარკინგი იყო მოწყობილი, ბათუმის მერიამ აუქციონზე გაყიდა. „აქ ტროტუარის გაყიდვაზე არ არის საუბარი, ტროტუარი …

საქალაქო ტრანსპორტი შეცვლილი გრაფიკით – როდის გამოჩნდება ახალი ავტობუსები ბათუმში

ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტი 16 სექტემბრიდან ე.წ. ზამთრის გრაფიკზე გადავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტობუსები საღამოს ნაკლებ რეისებს შეასრულებენ და მუშაობას გაცილებით ადრე დაამთავრებენ. როგორც ერთ-ერთმა მძღოლმა გვითხრა, ზამთრის გრაფიკზე გასულ წელს, 14 სექტემბერს გადავიდნენ, თუმცა შარშან ერთი რეისით მეტს ასრულებდნენ, ვიდრე ახლა, რეისების რაოდენობა კი პირდაპირ აისახება მათ ანაზღაურებაზე: „რაც უფრო მეტს ვმუშაობთ, ანაზღაურებაც მეტი გვაქვს. …

ბათუმში, საცხოვრებელ კორპუსთან გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს

ბათუმში, წუხელ, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, მათთან შეტყობინება „112“-ისგან შევიდა, ადგილზე მისულ ბრიგადას „დახვდა მამაკაცის ცხედარი, თუმცა, ვინაობა უცნობი იყო. ამასთან, ასაკის, ან რაიმე მიზეზის დადგენა – გადმოვარდა, თუ გადმოაგდეს, იმ დროს შეუძლებელი იყო. სავარაუდოდ, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად არის გარდაცვლილი. ადგილზე სამართალდამცავებმა გააგრძელეს მუშაობა“. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, …

„ბათუმის ბულვარმა“ 32 პირი 500 ლარით დააჯარიმა

„ბათუმის ბულვარის“ მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, საჯარო სივრცეების თვითნებური შეზღუდვის გამო, 32 პირი 500 ლარით დაჯარიმდა.  ბულვარის დანაგვიანებისთვის 1000 ლარით დაჯარიმდა „პიერ ბათუმიც“. ველობილიკს მიღმა ველოსიპედით მოძრაობისთვის კი 50-ზე მეტი პირია დაჯარიმებული. აღნიშნული წესის დარღვევისთვის 20 ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული. ბულვარის მონიტორინგის სამსახურის ცნობით, გასულ წლებთან შედარებით, შემცირებულია კერძო პირების მიერ ბულვარის დანაგვიანების შემთხვევებიც. ბოლო პერიოდში ამ …

ბათუმში 1 257 ბავშვი საბავშვო ბაღის გარეშე დარჩა

ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის ნატალია ზაქარეიშვილის ინფორმაციით, საბავშვო ბაღებში სწავლა 18 სექტემბერს განახლდება.  საბავშვო ბაღების გარეშე წელს 1257 ბავშვი დარჩა. ნატალია ზაქარეიშვილის თქმით, ამ დროისთვის საბავშვო ბაღებში 402 ადგილია ვაკანტური, თუმცა გეოგრაფიული ადგილმდებარეობის  გამო, მშობლებს ბავშვები ვერ შეჰყავთ. „ჩვენ, ბავშვებს ადმინისტრაციულ საზღვრებში შემავალი ბაღების მიხედვით ვრიცხავთ. არის სიტუაციები, როცა ვთქვათ ხელვაჩაურის მაცხოვრებელი ბათუმში მუშაობს …

ერთი დაღუპული და რამდენიმე დაშავებული – სამი ავარია ბათუმში

წუხელ, ხელვაჩაურის გზატკეცილზე ავტომანქანა, რომლითაც სამი მამაკაცი გადაადგილდებოდა, ავტოავარიაში მოყვა. ერთი მათგანი შეჯახების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა, დანარჩენი ორი საავადმყოფოში გადაიყვანეს – ერთის მდგომარეობა კრიტიკულია, ხოლო მეორეს სხვადასხვა მოტეხილობა აქვს. დღეს  დილით ავტომანქანა ზებრაზე შეეჯახა ფეხით მოსიარულეს ბათუმში. სასწრაფოს ინფორმაციით, ისიც მძიმე მდგომარეობით გადაიყვანეს საავადმყოფოში. გარდა ამისა, დღესვე ჯიპის მარკის ავტომანქანა საპატრულო პოლიციის მანქანას შეეჯახა ბათუმში. …

Exit mobile version